სამშაბათი, ნოემბერი 25, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე „TV პირველის“ და „ნოდარ მელაძის შაბათის“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე „TV პირველისა“ და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. ამის შესახებ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განმარტებით, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ტელეკომპანია „TV პირველმა“ – გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“ – ეთერში გაუშვა ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის შენობის გასხვისებას და აღნიშნულ ფაქტთან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის პირდაპირ თუ ირიბ კავშირზე დაუსაბუთებელ მინიშნებებს.

როგორც სტუ-ში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მედიის თავისუფლება სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, ეს გადაცემის წამყვანს ან ჟურნალისტს უფლებას არ აძლევს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, გაავრცელოს დაუდასტურებელი ფაქტობრივი ინფორმაცია ან გააკეთოს ისეთი ინტერპრეტაციები, რომლებიც პირდაპირ დააზიანებს ინსტიტუციის ან მისი ხელმძღვანელის, ან თანამშრომლების რეპუტაციას და დაარღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჟურნალისტურ სტანდარტებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეფასებით, გადაცემაში – „ნოდარ მელაძის შაბათი“ – მაკა ჩიხლაძის ავტორობით გასული სიუჟეტის შინაარსი და სულისკვეთება სცდება სიტყვის თავისუფლების კანონიერ ფარგლებს და გადადის ცილისწამების კატეგორიაში, რაც უნივერსიტეტის მხრიდან სამართლებრივი რეაგირების საფუძველს ქმნის.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე „TV პირველის“ და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. უნივერსიტეტის სარჩელი უკავშირდება მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ტელეკომპანიის ეთერში მაკა ჩიხლაძის ავტორობით გასულ სიუჟეტს, რომელიც გამოირჩეოდა ფაქტობრივი მონაცემების დამახინჯებით, ცალმხრივი ინტერპრეტაციებით, მიკერძოებული შეხედულებებითა და არაპირირდაპირი ფორმით მიზანმიმართული რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობით, რაც სცდება სიტყვის თავისუფლების სამართლებრივად დასაშვებ ფარგლებს. სიუჟეტი არ შეესაბამებოდა ობიექტურ და პროფესიულ სტანდარტებს, რადგან უმეტესად ეფუძნებოდა ნაწილობრივ დამონტაჟებულ და კონტექსტიდან ამოვარდნილ მასალებს; გარდა ამისა, სიუჟეტი ქმნიდა უნივერსიტეტის კანონიერ ქონებრივ ოპერაციებსა და რექტორის პირად ქონებას შორის შესაძლო კავშირის არსებობის თაობაზე ცრუ ასოციაციას. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი რექტორი კატეგორიულად უარყოფენ და ემიჯნებიან სიუჟეტში გამოთქმულ ნებისმიერ ისეთ ვარაუდს, რომელიც შესაძლოა კორუფციული ინტერესების არსებობაზე მიანიშნებდეს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 41, საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ (მუხლი 13, ცილისწამება) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე და 19-ე მუხლები პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად იცავს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპურაციის ხელშეუხებლობას. აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, სიუჟეტის შინაარსი და მისში მოცემული მიზნობრივი ინტერპრეტაციები წარმოადგენს ცილისწამების, ფაქტების დამახინჯებისა და რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობას. ამასთან, სიუჟეტით გავრცელებული ინფორმაცია ცალსახად ვერ აკმაყოფილებს ჟურნალისტური ეთიკისა და სამართლებრივ სტანდარტებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხაზგასმით აცხადებს, რომ ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის შენობის გასხვისება განხორციელდა კანონისა და ყველა ადმინისტრაციული პროცედურის სრული დაცვით, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების გადაწყვეტილებით. სიუჟეტში გაჟღერებული მინიშნებები, თითქოს უნივერსიტეტის რექტორის პირადი ქონებრივი საკითხები კავშირშია საუნივერსიტეტო ქონების მართვის პროცესებთან, არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და მანიპულაცია იმ მიზნით, რომ შეილახოს კონკრეტული ინსტიტუციის რეპუტაცია და საზოგადოებას შეექმნას არა მხოლოდ მცდარი წარმოდგენა, არამედ მკვეთრად უარყოფითი განწყობაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის მიმართ.

აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ უკვე დაწყებულია სამართლებრივი პროცედურები: მზადდება სარჩელი, რომელიც უახლოეს დღეებში სასამართლოს წარედგინება. ამასთან, უნივერსიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როგორც კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს საკუთარი მისია, ასევე რექტორსაც აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკადემიური და სამეცნიერო წრეების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა თაობების წინაშე. ამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის არსი ასევე თანხვედრაშია უნივერსიტეტის კუთვნილი უძრავი ქონების შესაძლო უკანონო გასხვისებასთან დაკავშირებული უსამართლო პრაქტიკის აღმოფხვრისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების ისტორიულ მეხსიერებაში დალექილი უსამართლო ქმედებების გამოსწორებისა და სამართლიანობის აღდგენის უდიდეს სურვილთან. საზოგადოებას აქვს ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მძიმე პერიოდზე, რომელიც ბევრ ოჯახს შეეხო, როდესაც ცილისწამებისა და რევანშიზმის მსხვერპლი მრავალი ჩვენი თანამემამულე გახდა – მათ შორის იყვნენ უსამართლოდ დახვრეტილი, დაპატიმრებული თუ შევიწროებული რექტორები, მეცნიერები, პედაგოგები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები და იმ შემზარავი პერიოდის ანალოგი საზოგადოებაში აღარასოდეს უნდა წახალისდეს.

შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სტუ კიდევ ერთხელ აცხადებს: მას შემდეგ, რაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ღიად და გამჭვირვალედ დაიწყო ბრძოლა საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გახშირდა დისკრედიტაციის მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორზე, აკადემიკოს დავით გურგენიძეზე აშკარა და ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის აგორების მცდელობები, რაც საზოგადოების შეცდომაში გამიზნულად შეყვანას ისახავს მიზნად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უკანონოდ გასხვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნების საკითხი პირველად 2020 წელს, ახლადარჩეული რექტორის – დავით გურგენიძის მიერ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე იქნა ინიცირებული. რექტორის მოხსენება შეეხებოდა უნივერსიტეტის კუთვნილი უძრავი ქონების – 2004–2012 წლებში უკანონოდ გასხვისებული ობიექტების სამართლებრივად აღდგენის პროცესის წამოწყებას. უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების აღდგენის კანონიერი პროცესის დაწყებას აკადემიურმა საბჭომ მკაფიოდ დაუჭირა მხარი.

აღნიშნული საკითხის საჯაროდ გახმოვანებას საეჭვოდ დაემთხვა ე.წ. რადიკალურად განწყობილი მედიასაშუალებების მოულოდნელი დაინტერესება უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით იმ პირობებში, როდესაც მანამდე აღნიშნული მედია, პრაქტიკულად, არ გამოხატავდა რაიმე სახის პროფესიულ ინტერესს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მედიას რეგულარულად იწვევდა როგორც აკადემიური საბჭოს სხდომებზე, ასევე, რექტორის არჩევნების პროცესზე, კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებსა და სხვა საჯარო აქტივობებზე დასასწრებად.

უნივერსიტეტის შეფასებით, ქონებრივი დავის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებასთან ერთად „რადიკალურად განწყობილი მედიის“ მოულოდნელი გააქტიურება ქმნის სათანადო სამართლებრივ ეჭვს, რომ კონკრეტული მედიააქტორი მიზანმიმართულად ცდილობს პროცესების პოლიტიზებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის დისკრედიტაციას და საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის მიმართ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც კანონმორჩილი და საჯარო ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული ინსტიტუცია, მოითხოვს, რომ მედიასაშუალებებმა დაიცვან სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, უტყუარი ფაქტების მოძიება-გადამოწმების და პროფესიული ეთიკის პრინციპები. უნივერსიტეტი დაუშვებლად მიიჩნევს იმგვარი ბუნდოვანი მასალის გავრცელებას, რომელიც ეწინააღმდეგება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღიად აცხადებს, რომ ახლაც და მომავალშიც მხოლოდ სამართლებრივი გზებით იმოქმედებს, მათ შორის მიიჩნევს, რომ ცილისწამების, ინსტიტუციური და პირადი რეპუტაციის შელახვისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის აღკვეთა ასევე კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა მოხდეს. ამასთან ერთად, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე გამოხატავს სრულ მზაობას მიუკერძოებელ საზოგადოებრივ სივრცეში დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ე.წ. კორუფციის მკვლევრებს მიაწოდოს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია როგორც პირადი თუ თავისი ოჯახის, ასევე საუნივერსიტეტო ქონების შესახებ“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქინძისთავის შექმნის ისტორია-ვალის დაფარვის მცდელობა, რომელიც გენიალურ აღმოჩენად იქცა

ნიუ-იორკელი მექანიკოსი, უოლტერ ჰანტი ცნობილია მრავალრიცხოვანი გამოგონებით. მას ეკუთვნის პატენტები ავტოკალამზე, დანის სალესზე, ტრამვაის ზარებზე, სამზარეულოს ქურაზე, საკერავ მანქანაზე, ქუჩების საწმენდ მანქანაზე, ლურსმნების მწარმოებელ მანქანაზე და ა.შ.1849 წელს, ჰანტი ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას დაუგროვდა, დაახლოებით, 15 დოლარი ვალი, რაც იმ დროისათვის არც ისე მცირე თანხა იყო. ვალის დასაფარად ჰანტი ცდილობდა, რაიმე მცირე გამოგონება შეექმნა, რომელიც საკმარის მოგებას მოუტანდა.ჰანტმა აიღო მავთული და მისი მოღუნვა დაიწყო. სულ რაღაც სამ საათში მან შექმნა პატარა მოწყობილობა, რომელსაც ერთი ბოლო წვეტიანი ჰქონდა, მეორე კი, მჭიდროდ დახურული. ჰანტის გამოგონების მთავარი პლუსი იყო უსაფრთხოება — წვეტიანი ბოლო მყარად იკეტებოდა და გამორიცხავდა შემთხვევით ჩხვლეტასაც კი, რაც იმ დროისთვის, ჩვეულებრივი სამაგრების შემთხვევაში, ხშირი პრობლემა იყო.ასე გაჩნდა იდეა ჩვეულებრივი ქინძისთავის, რომლის პატენტი 1849 წლის 10 აპრილს კომპანია WR Grace-ს 400 დოლარად მიჰყიდა. გამომგონებელმა მეგობარს 15 დოლარი დაუბრუნა, კომპანია WR Grace-მა კიმილიონობით დოლარი იშოვა.

რეგისტრაცია უკვე დაიწყო – როგორ ჩატარდება სახელმწიფო ენის გამოცდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა სახელმწიფო ენის გამოცდა (A1, A2, B1, B2 დონეები), რომელსაც ცენტრი პირველად 6-7 დეკემბერს ჩაატარებს.რეგისტრაცია 24 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე.გაითვალისწინეთ, რომ: რეგისტრაციისას ყველა ველის შევსება სავალდებულოა. სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლების ატვირთვა. განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში  ცენტრისაგან მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.თუ გამოსაცდელს ესაჭიროება სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა,  მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში პირველი დეკემბრის 18:00 საათამდე. თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილისამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას ვერ გაითვალისწინებს აპლიკანტის სპეციალურ საჭიროებებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა  აღნიშნული საჭიროება აპლიკანტს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვება.პირებს, რომლებიც ატვირთავენ არასრულყოფილ განაცხადს, უფლება აქვთ 2 დეკემბრის 18:00 საათამდე გაასწორონ რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზი.სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება. მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოცდა შეამოწმებს ოთხ კომპეტენციას: მოსმენას, კითხვას,  წერასა და  ლაპარაკს. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის ორი  ტესტირება ჩატარდება: პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, მეორე – B1 და B2 დონეებს. A1-A2 და B1-B2 დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს გამოსაცდელი.გამოცდის მიზანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერება და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოება. საგამოცდო ტესტზე მუშაობა მიმდინარეობდა რამდენიმე ეტაპად - დასაწყისში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიცადა ცალკეული კომპეტენციების შესამოწმებელი დავალებები (მოსმენა, წერა, კითხვა და ლაპარაკი), შემდეგ -  მიღებული შედეგების ფსიქომეტრული ანალიზისა და ექსპერტული შეფასების გათვალისწინებით შეიქმნა ტესტურ დავალებათა ბანკი და შემუშავდა საგამოცდო ტესტის ფორმატი.უსინათლო გამოსაცდელებისათვის გათვალისწინებული იქნება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გასცემს  სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.2030 წლიდან A1, A2, B1 და B2 დონეებთან ერთად C1 და C2 დონეების განმსაზღვრელი გამოცდების ჩატარებაც იგეგმება.

„მოიმატებს ღრუბლიანობა… შესაძლებელია წვიმა, ნისლი…“ – ამინდი უარესდება

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის  ქარი10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით +4, +9°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +14, +19°; მაღალმთაში ღამით  -3, +2°, დღისით +10, +15°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +3, +8°, ზოგან -4°-მდე, დღისით +15, +20°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით  -8, -3°, დღისით +10, +15°.26 ნოემბერი - ოთხშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების  ქარი  7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +15, +20°;  მაღალმთაში ღამით  -3, +2°, დღისით  +12, +17°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან შესაძლებელია მცირე  წვიმა და ნისლი.  ცვალებადი მიმართულების  ქარი  7 -12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით  +2, +7°, ზოგან  -3°-მდე,  დღისით  +12, +17°;  მთაში ღამით -4, +1°,დღისით  +11°, +16°; მაღალმთაში ღამით  -4, +1°, ზოგან -7°-მდე, დღისით +4, +9°, ზოგან +14°-მდე.27ნოემბერი - ხუთშაბათი დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით +3, +8°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით  +15, +20°;  მაღალმთაში ღამით  -4, +1°, დღისით  +12, +17°.მოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით  +1, +6°, ზოგან  -4°-მდე,  დღისით +13, +18°;  მთაში ღამით -5, 0°, დღისით  +11°, +16°; მაღალმთაში ღამით  -7, -2°,  დღისით +4, +9°, ზოგან +14°-მდე.

იტალიაში, მამაკაცი სამი წლის განმავლობაში გარდაცვლილი დედის პენსიას იღებდა

იტალიაში, მამაკაცი სამი წლის განმავლობაში გარდაცვლილი დედის პენსიას იღებდა.მანტოვას პროვინციაში, Borgo Virgilio-ში, 57 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც სამი წლის განმავლობაში გარდაცვლილი დედის პენსიას იღებდა. შემთხვევა მაშინ გაიშიფრა, როცა მამაკაცი ადგილობრივ მერიაში დედად გადაცმული გამოცხადდა, რათა მისი პირადობის დოკუმენტი განეახლებინა. თანამშრომლებს, მამაკაცის ჩაცმულობის გამო, ეჭვი შეეპარათ და პოლიცია გამოიძახეს.გამოძიების შედეგად სახლში ქალის მუმიფიცირებული სხეული იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ 2022 წელს გარდაიცვალა.მამაკაცს რამდენიმე ბრალდება წაუყენეს: თაღლითობა, გვამის დამალვა და პიროვნების გაყალბება.საქმე გამოძიების მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი

რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს აშშ-ის ოფიციალური ადმინისტრაცია, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. შესაბამისად, დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ჯერ კიდევ 2022 წლიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რომში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად სახეზეა ორმაგი სტანდარტები.„ჩვენ გვედავებოდნენ სანქციების არდაწესებას, გვედავებოდნენ იმას, რომ გვაქვს ძალიან შეზღუდულ ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ამ დროს, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე აგრესიულები არიან ამ მიმართულებით, 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთის ფედერაციაში, ეს ეხება ლატვიას და ლიეტუვას. ასეთია ორმაგი სტანდარტები, რაც მოქმედებს, ასევე სხვა მიმართულებით ბევრად უფრო აქტიური ვაჭრობა აქვთ ამ ქვეყნებს რუსეთთან, ვიდრე საქართველოს. შესაბამისად, მათი პრეტენზიები იყო საფუძველს მოკლებული. რაც შეეხება ზოგადად ამ პროცესების განვითარებას, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმისთვის, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები