სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ლაბორატორია იაპონური წარმოების ულტრაბგერითი აპარატით შეივსო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა, ჰუმანიტარული დახმარების სახით, იაპონური წარმოების Toshiba-ის ფირმის ულტრაბგერითი აპარატი – Core Vision (Toshiba) გადასცა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ულტრაბგერითი აპარატი უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორიულ კომპლექსში, ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში განთავსდა. საუნივერსიტეტო ლაბორატორიაში ახალი აპარატურა ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და ენერგეტიკის განყოფილების ხელმძღვანელის – გერბერტ ვოლობუევის უშუალო მონაწილეობით დამონტაჟდა.

როგორც სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამისა და საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე აღნიშნავს, სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის ახალი სამედიცინო-ტექნიკური დანიშნულების აპარატურით გაძლიერება ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს უქმნის დამატებით შესაძლებლობას, რომ სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდებს საუნივერსიტეტო გარემოში დაეუფლონ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი სტუდენტებს ამზადებს ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებში, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ფლობს ამერიკულ საერთაშორისო ABET აკრედიტაციას. დეპარტამენტში მოქმედებს სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია წამყვანი ამერიკული კომპანიის – Fluke-ს აპარატურით. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით, ჩავრთოთ ახალგაზრდები სამეცნიერო-კვლევით და საინჟინრო-პრაქტიკულ სამუშაოებში. გარდა ამისა, მათ უნდა შეძლონ სამედიცინო ტექნიკის დაკალიბრება-დამოწმება, ხარისხის კონტროლის ექსპერტიზის ჩატარება, სათანადო დასკვნების და რეკომენდაციების გაცემა და რაც მთავარია, ჰოსპიტალური სექტორისა და სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრებისთვის ექსპერტული მომსახურების გაწევა. სწორედ ამ თვალსაზრისით, ახალი სამედიცინო აპარატურით საუნივერსიტეტო ლაბორატორიის გაძლიერება ჩვენს სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ სწავლების პროცესში, ადგილზევე დაეუფლონ სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდებს. ახალი თაობის პროფესიონალების აღზრდაში უნივერსიტეტს მრავალმხრივ დახმარებას გაუწევს პარტნიორი ორგანიზაციის – ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მიერ საჩუქრად გადმოცემული იაპონური წარმოების ულტრაბგერითი აპარატი Core Vision-ი, რომელიც TOSHIBA-ს თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სახელით, მადლობას ვუხდით ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“, – აღნიშნა ირინე გოცირიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს

უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„რამდენიმე სწრაფი პუნქტი – როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო კვირაში ან 10 დღეში“, – განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს.Axios-სი ასევე წერს, რომ ზელენსკის ამ განცხადევის მიზეზია, ტრამპის მოწოდება, რომ ომი არსებულ საბრძოლო ხაზებზე შეჩერდეს.უკრაინის ლიდერმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე ნაწილობრივი ზეწოლის ფარგლებში შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სთხოვს არა მხოლოდ „ტომაჰავკების“ რაკეტებს, არამედ „მსგავს საშუალებებს”, რომლებიც არ საჭიროებენ ხანგრძლივ სწავლებას გამოყენებისთვის.

კახა კალაძე : ,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო”

,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდ ოჯახისთვის. ლაშა ბასლანძის სახით ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი, საზოგადოებამ კი სიმართლისთვის მებრძოლი, უკომპრომისო მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ ლაშას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს!''-წერს კახა კალაძე.

ბოლო სიახლეები