კვირა, სექტემბერი 7, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები კლიმატური ცვლილებებისა და საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების შესწავლის მიზნით კვლევას ატარებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები კლიმატური ცვლილებებისა და საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების შესწავლის მიზნით კვლევას ატარებენ. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელი მიხეილ ფიფია საგრანტო პროექტის – „საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების კვლევა საქართველოს ტერიტორიაზე” შეაფასა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეები, როგორიცაა ძლიერი წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, ზვავი, სეტყვა, ქარიშხალი, გვალვა და ა.შ. უფრო ხშირი და მძიმე გახდება.

„კლიმატის გლობალური ცვლილებების ფონზე, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების ინტენსივობა და ხანგრძლივობა. ამის დასტურია გრიგალური ქარისა და ქარბორბალას გახშირებული შემთხვევები, რაც ადრე არ დაფიქსირებულა. მაგალითად, 2021 წლის 25 სექტემბერს ქალაქ ფოთში ერთ-ერთ ტერმინალზე, განვითარდა ტორნადო (ქარბორბალა), რასაც მოჰყვა ინფრასტრუქტურის დაზიანება. 2023 წლის 4 ივ­ნისს კი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში და­ფიქ­სირ­და ტორ­ნა­დო. სოფელ ვა­ჩი­ან­ში ძლი­ერ სე­ტყვას ქარი მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც ტორ­ნა­დო­ში გა­და­ი­ზარ­და და სო­ფელ­ში ბევრ სახ­ლს სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და. 2024 წლის 25 ივნისის ტორნადომ კახეთში დაგლიჯა ხეები. სტიქიამ დააზიანა ალავერდის გუმბათი, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. 2024 წლის 9 ივნისს იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სტიქიამ დააზარალა მოსახლეობა. საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები და საცხოვრებელი სახლები. მოსალოდნელია, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეები, როგორიცაა ძლიერი წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, ზვავი, სეტყვა, ქარიშხალი, გვალვა და ა.შ. უფრო ხშირი და მძიმე გახდება კლიმატის ცვლილების, ეკოსისტემის დეგრადაციის, მოსახლეობის ზრდისა და ურბანიზაციის გამო”, – განაცხადა მიხეილ ფიფიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგრანტო პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თანაწამყვანი კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

შესაბამისად, პროექტი ხორციელება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ბაზებზე, სადაც დასახული ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი კვლევითი გარემოა შექმნილი. პროექტში ჩართულნი არიან – სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელის ნაზიბროლა ბეგლარაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), მიხეილ ფიფია (პროექტის კოორდინატორი) შემადგენლობით და თანაწამყვანი ორგანიზაციის, თსუ-ის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფეროს ფიზიკის სექტორის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ნინო ჯამრიშვილის (პროექტის ძირიტადი შემსრულებელი) შემადგენლობით, საგრანტო პროექტის – საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების კვლევა საქართველოს ტერიტორიაზე”, ფარგლებში კვლევას ატარებენ.

როგორც ნაზიბროლა ბეგლარიშვილი აცხადებს, კვლევის მიზანია საქართველოში საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების (თავსხმა ნალექი, გვალვა, წაყინვა, ძლიერი ქარი, სეტყვა, ნისლი) კლიმატური მახასიათებლების გამოკვლევა (ინტენსივობა, დღეთა რიცხვი, არეალები, განმეორადობა, ხანგრძლიობა).

„საქართველოსთვის შედგება მეტეოროლოგიური მოვლენების მონაცემთა ბაზა, ბოლო 50 წლის პერიოდის1973-2022 წლებისთვის, შემუშავდება კლიმატური მახასიათებლების – ინტენსივობის, დღეთა რიცხვის, განმეორადობის გეოინფორმაციული რუკები. დადგინდება ძირითადი არეალები, ხანგრძლიობა და გამოვლინდება ამ მახასიათებლების გეოგრაფიული კანონზომიერებები. პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების (თავსხმა ნალექი, გვალვა, წაყინვა, ძლიერი ქარი, სეტყვა, ნისლი) მონაცემთა ბაზის ფორმირებაში მდგომარეობს. ხდება მონაცემთა დამუშავება, ეს მონაცემებია: ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისა და მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის საარქივო მასალები, მუნიციპალიტეტებიდან მიღებული კლიმატური ცნობარები სტიქიისგან მიყენებული დაზიანებების შესახებ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით და ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციები. თითოეული საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა თავისებურებებით ხასიათდება, სწორედ ამ თავისებურებების გათვალისწინებით მოხდება ამ მოვლენების ინტენსივობის კომპლექსური შეფასება. შესრულებული სამუშაოს საფუძველზე შეიქმნება სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების ინტენსივობის, აგრეთვე მათი საშუალო და უდიდეს დღეთა რიცხვის გეოინფორმაციული რუკები. ასევე, მოხდება საკვლევი საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების შეფასება. დასკვნით ეტაპზე მოხდება წინა პერიოდებში შესრულებული სამუშაოების შეჯამება. ჩატარდება შემუშავებული გეოინფორმაციული რუკების და გამოკვლეული საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების სივრცულ-დროითი ანალიზი, მათი მრავალწლიური ცვლილების შეფასება, გამოვლინდება ახალი გეოგრაფიული კანონზომიერებები. საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კვლევაში მეთოდების კომპლექსური გამოყენებით განისაზღვრება პროექტის განხორციელების ინოვაციური მიდგომა“, – აცხადებს ნაზიბროლა ბეგლარიშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტის დასრულების შედეგად შექმნილი დამხმარე/საგანმანათლებლო ლიტერატურა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ინტელექტუალურ საკუთრებად, მკვლევართა გუნდის წევრების მიერ გამოყენებული იქნება უნივერსიტეტებში შესაბამისი სალექციო კურსებში სტუდენტთათვის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. გუნდი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გასამართ ტურნირზე გამოსვლას 13 სექტემბრიდან დაიწყებს.ნაკრების წევრები:57 კგ – რობერტ დინგაშვილი61 კგ – გიორგი ღონიაშვილი65 კგ – გოდერძი ძებისაშვილი70 კგ – აკაკი ქემერტელიძე74 კგ – გიორგი ელბაქიძე79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე86 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი92 კგ – მირიან მაისურაძე97 კგ – გივი მაჭარაშვილი125 კგ – სოლომონ მანაშვილიწონითი კატეგორიები დღეების მიხედვით:13–14 სექტემბერი – 61, 70, 86, 125 კგ14–15 სექტემბერი – 57, 74, 79, 92 კგ15–16 სექტემბერი – 65, 97 კგ

ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია მოშლილია, ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, ველით ხმების 60%-ზე მეტის მიღებას

რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, ორად გაყოფილი, ეს ყველაფერი გვიმარტივებს 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, კვლევითი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ რეიტინგებზე დაყრდნობით, „ქართული ოცნება“ ელოდება, რომ ქალაქებში არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.„ჩვენთვის მთავარია ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა, ამაზე რა რეაქციები იქნება, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. მთავარია, რომ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც გამოხატავს ჩვენს სრულ ღიაობას ეუთო/ოდირ-ის მიმართ და, ზოგადად, არჩევნების დაკვირვების პროცესის მიმართ. რაც შეეხება სხვების რეაქციებს, ეს არც წარსულში გვაინტერესებდა და არც ახლა გვაინტერესებს. ჩვენთვის მთავარია ის, თუ რა არის ობიექტური ჭეშმარიტება და სინამდვილე. ზოგადად, ძალიან მძიმე მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში. აქამდე მათ თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი, რა თქმა უნდა, ჩვენც შევუწყვეთ ხელი, მაგრამ, პირველ რიგში, თვითონ და მათმა პატრონებმა მიიყვანეს რადიკალური ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე.დღეს, რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი – „ნაცმოძრაობა“ და „ახალი“ ღალატად აცხადებენ არჩევნებში მონაწილეობას და მეორე ნაწილი – ხაზარაძე და გახარია, 2 პარტია არჩევნებში მონაწილეობს. გაიხლიჩა რადიკალური ოპოზიცია ტაქტიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან კარგია, ეს ყველაფერი ჩვენც გვეხმარება, სუბიექტურადაც მოგვწონს, გამომდინარე იქიდან, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენც გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას. ამ ვითარებაში დღეს ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს. შესაბამისად, თუ წინა შემთხვევაში ქვეყნის შიგნით ჩვენ მივიღეთ 54.5%, ახლა ველით 60%-ზე მეტის მიღებას. ასევე, თბილისის შემთხვევაში, ქალაქების შემთხვევაში, ველით, რომ ყველგან მოვიგებთ პირველივე ტურში მერის არჩევნებს. დღევანდელი მოცემულობით, ეს არის არა მხოლოდ რეალური, არამედ შემდგარი ფაქტი იმ რეიტინგების გათვალისწინებით, რომელიც წარმოდგენილია ჩვენი კვლევითი ორგანიზაციების მიერ“, – განაცხადა  კობახიძემ.

ზურიკო დავითაშვილი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის შეცდომები, რომლებიც თურქეთთან დავუშვით, ბულგარეთთან შეხვედრაში არ გავიმეოროთ

ბულგარეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრამდე „დინამო არენაზე“ გამართულ ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ზურიკო დავითაშვილი იმყოფებოდა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.„ასეთ დროს ძალების აღდგენა რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბიჭებმა ეს შევძელით. პირადად მე ბულგარეთთან ხვალინდელი მატჩისთვის 100 პროცენტით მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, ბიჭებიც ასე არიან.ბუნებრივია, თურქეთთან თამაშის შემდეგ ვისაუბრეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის შეცდომები, რომლებიც თურქეთთან დავუშვით, ბულგარეთთან შეხვედრაში არ გავიმეოროთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩი 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დონალდ ტრამპმა ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს იმ ქვეყნების დასჯას, რომლებიც უკანონოდ აკავებენ აშშ-ის მოქალაქეებს.ტრამპის განკარგულება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უფლებას აძლევს, დააწესოს სანქციები ან სხვა ზომები მიიღოს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც მიენიჭებათ „აშშ-ის მოქალაქეების უკანონოდ დაკავების მხარდამჭერი სახელმწიფოს“ სტატუსი.თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ეს ბრძანება შექმნილია „აშშ-ის მოქალაქეების უკანონო დაკავებისგან დასაცავად და იმ უცხო ქვეყნების  მთავრობების წინააღმდეგ მკაცრი რეაგირებისათვის, რომლებიც მსგავს პრაქტიკას მიმართავენ“.აშშ-ის მთავრობა არ აქვეყნებს მონაცემებს უცხოეთში დაკავებული ამერიკელების შესახებ, თუმცა Foley Foundation-მა, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა, აღნიშნა, რომ 2024 წელს, სულ მცირე, 54 ამერიკელი უკანონოდ იყო დაკავებული 17 ქვეყანაში.სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განცხადებაში ბრძანებას უწოდა „უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიც ახალ საფასურს დააკისრებს მათ, ვინც უკანონოდ აკავებს ამერიკელებს საზღვარგარეთ“. რუბიოს თქმით, აღნიშნული სტატუსის მქონე ქვეყნებს შესაძლოა, დაუწესდეს ეკონომიკური სანქციები,ასევე სავიზო შეზღუდვები ან შეუწყდეს საგარეო დახმარება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახალი სტატუსი შექმნილია „ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოს“ კლასიფიკაციის ანალოგიით.თეთრი სახლის ცნობით, განკარგულება ვრცელდება არასახელმწიფო სუბიექტებზეც, რომლებიც „მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებენ“, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მათ ოფიციალურად არ აღიარებს მთავრობად.

წვიმა, ელჭექი და სეტყვა – ხვალიდან ამინდი გაუარესდება, რამდენ ხანს გასტანს უამინდობა?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნო­ბით, 7 სექ­ტემ­ბერს, დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან 8 სექ­ტემ­ბრის დი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, დრო­გა­მოშ­ვე­ბით ზო­გან ძლი­ე­რი.მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ელ­ჭე­ქი და სე­ტყვა.”სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა წვი­მებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო ქვეყ­ნის მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა – გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს – საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ბოლო სიახლეები