ორშაბათი, აგვისტო 11, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსის ნუგზარ უფლისაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მკვლევრის, საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსის, ღირსების ორდენის კავალერის ნუგზარ უფლისაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, გარდაცვლილის კილეგებს, მეგობრებსა და აღზრდილებს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის, ინჟინრისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ნუგზარ უფლისაშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი ნუგზარ უფლისაშვილის მრავალწლიანი პროფესიული მოღვაწეობა, ენერგეტიკის სფეროში შეტანილი გამორჩეული წვლილი და პედაგოგიური საქმიანობა შეუფასებელი საგანძურია ჩვენი ქვეყნის აკადემიური და სამეცნიერო ისტორიისთვის. მის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები და ინოვაციური მიდგომები დღემდე აქტუალურია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნუგზარ უფლისაშვილის ღვაწლი მომავალი თაობების აღზრდისა და პროფესიული გაძლიერების საქმეში. მას გამორჩეული პედაგოგიური მიდგომა და უნარი გააჩნდა, ახალგაზრდებში განევითარებინა არა მხოლოდ სპეციალური ცოდნა, არამედ პროფესიული ეთიკა და საქმისადმი ერთგულება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვუსამძიმრებთ ბატონი ნუგზარის ოჯახს, მის მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

ცნობისთვის: ნუგზარ უფლისაშვილი მუშაობდა ხრამის ჰესების კასკადზე მორიგე ინჟინრად, ელექტრო ლაბორატორიის სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ინჟინრად; 1974-1978წწ. იყო “საქმთავარენერგოს” ცენტრალური სადისპეტჩერ სამსახურის დისპეტჩერი, უფროსი დისპეტჩერი; 1978-1980წწ. – მშენებარე ენგურჰესის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1980-1983წწ. – მუშაობდა სახელმწიფო ინსპექციაში; 1983-1985წწ. იყო შაორი-ტყიბულის ჰესების კასკადის დირექტორი; 1987 წელს – “საქმთავარენერგოს” მთავარი ინჟინრის მოადგილე, ჰიდროტექნიკური სამსახურის უფროსი; 1988 წლიდან – ხრამჰესის კასკადის დირექტორი; 2000 წელს – “AES-ხრამის” გენერალური დირექტორის მოადგილე; 2000-2004წწ. – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2004-2007წწ. იყო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტრო ენერგეტიკის დეპარტამენტში; 2007-2014წწ. მუშაობდა კომპანიაში “აუდიტ-შემეცნება”, ექსპერტად; 2014 წლიდან კი “საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციაში”. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის, ენერგეტიკის, სარელეო დაცვისა და ავტომატიკის პრობლემებზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ავსტრალიის პრემიერი – პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში ვაღიარებთ

ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადა.ავსტრალიის პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მისმა მთავრობამ პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტისგან, მაჰმუდ აბასისგან მიიღო ვალდებულება, რომ ჰამასს არცერთ მომავალ სახელმწიფოში არანაირი როლი არ ექნება.მისივე თქმით, ავსტრალიამ პალესტინის ხელისუფლებისგან მიიღო ვალდებულებები, მათ შორის დემილიტარიზაცია, საყოველთაო არჩევნების ჩატარება და ისრაელის არსებობის უფლების აღიარების გაგრძელება.„ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა კაცობრიობის საუკეთესო იმედია, რათა დაირღვეს ძალადობის ციკლი ახლო აღმოსავლეთში და დასრულდეს კონფლიქტი, ტანჯვა და შიმშილი ღაზაში“, - განაცხადა ენტონი ალბანეზემ.

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს შეეძლებათ, 5 სექტემბრამდე ID ბარათი შეღავათიან ფასად აიღონ

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის დღეიდან პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შეღავათიან ფასად გაცემის აქციას აცხადებს, რომელიც 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.უწყების ცნობით, საბუთი მე-10 სამუშაო დღეს ნახევარ ფასად გაიცემა, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა.პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ:„სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა; სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში“, – ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობერტ ფიცო – უკრაინაში კონფლიქტის შესახებ სუვერენული აზრი თითქმის სიცოცხლის ფასად დამიჯდა, მე მსურს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობა და სლავების უაზრო მკვლელობის შეწყვეტა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება.ფიცოს თქმით, მას სუვერენული აზრი კონფლიქტის შესახებ თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა და აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებას, რომ მისი რიტორიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელია.„მე მსურს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობა და სლავების უაზრო მკვლელობის შეწყვეტა“, – განაცხადა ფიცომ.ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი შედის იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც ყველაზე ინტენსიურად ეხმარებიან უკრაინას.„თუმცა კარგი მეზობლური ურთიერთობები ვერ იქნება ცალმხრივი. უკრაინა ელოდება, რომ ყველამ მიაღწიოს შეთანხმებას მასთან ყოველთვის. სლოვაკეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის მიწოდებით. მეორე მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა შეწყვიტა გაზის მიწოდება სლოვაკეთში უკრაინული ტერიტორიის მეშვეობით, რითიც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სლოვაკეთს“, – აღნიშნა ფიცომ.სლოვაკეთის პრემიერი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა დაამახინჯა სიტყვის თავისუფლება ევროკავშირში.„ყველა აზრი, რომელიც განსხვავდება სავალდებულო აზრისგან, მკაცრად არის დაგმობილი, მაშინაც კი, თუ ის ეფუძნება ობიექტურ ინფორმაციას. უკრაინული დიპლომატიის პატივისცემის მიუხედავად, მსურს, ხაზი გავუსვა, რომ განსხვავებული აზრის უფლება, რომელიც ნორმალური გზით არის გადმოცემული, წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს და ამ უფლების შეზღუდვა წარმოადგენს დემოკრატიის დასასრულის დაწყებას“, – აღნიშნა ფიცომ.მისივე თქმით, ემხროებოდა განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლებას, მაშინაც კი, თუ ეს ნერვიულობას იწვევდა კოლეგებში ევროკავშირსა და უკრაინაში.უკრაინის საგარეო უწყებამ 10 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, რობერტ ფიცოს განცხადებები ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის სულისკვეთებას. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ამ კრიმინალური შემოჭრის ნამდვილი მიზეზები, ასევე აგრესორ სახელმწიფოსთან ფლირტის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი შახმარლოა.ბიძგების სიმძლავრემ 2.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ჩვენ პატარა მარიამს ვჭირდებით , ვაგრძელებთ მისთვის თანხის შეგროვებას

გააზიარეთ გთხოვთ გული მიკვდება ამ კადრს რომ ვუყურებ . ჩვენ პატარა მარიამს ვჭირდებით , ვაგრძელებთ მისთვის თანხის შეგროვებას . ანგარიშის ნომრები კომენტარის ველში-წერს გივიკო დიდიაGE46BG0000000035191000GEL საქართველოGE93TB7657845064300105 თიბისი39001039112 მიმღები:ლანა ხარებავა.საკონტაქტო ნომერი: 575757687 

ბოლო სიახლეები