ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი კურსდამთავრებულ საერთაშორისო სტუდენტებს – თქვენ ხართ ჩვენი ელჩები მთელ მსოფლიოში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსდამთავრებულ საერთაშორისო სტუდენტთა გაცილების ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენი პროფესიული განვითარების გზაზე. თითოეულ თქვენგანს აქვს მტკიცე საფუძველი, რომ წარმატებით გაუმკლავდეს თანამედროვე სამყაროს ცვალებად გამოწვევებს, იქნება ეს მეცნიერება, ინჟინერია, ტექნოლოგიები, ბიზნესი თუ სხვა დარგები. ჩვენი უნივერსიტეტი, თეორიული ცოდნის პარალელურად, სტუდენტებს სთავაზობს პროფესიულ პრაქტიკასთან დაკავშირებულ კომპეტენციებს. თქვენ გაიარეთ სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების ისეთი გზა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას იყოთ ცვლილებების ინიციატორები თქვენს ქვეყნებში. მჯერა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თქვენს მეხსიერებაში დარჩება როგორც პროფესიონალიზმისკენ მიმავალი გზის საწყისი“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გაცილების ღონისძიებაზე.

სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მშენებლობა, არქიტექტურა, ბიზნესტექნოლოგიები, ინფორმატიკა, დიზაინი, სამთო-გეოლოგია – ეს ის მიმართულებებია, რომელთა შესწავლით სტუ-ში უცხო ქვეყნის ახალგაზრდები აქტიურად ინტერესდებიან, რაც თავის მხრივ, მიუთითებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, სწორედ ამ მიმართულებებისადმი მზარდი ინტერესი ასახავს საერთაშორისო სტუდენტების მოლოდინსა და მზადყოფნას, მიიღონ ხარისხიანი განათლება.

„საქართველოს განათლების სისტემა ინტეგრირებულია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში და ეფუძნება ბოლონიის პროცესის პრინციპებს, რაც ქვეყნის საგანმანათლებლო ხარისხს კონკურენტუნარიანს ხდის საერთაშორისო დონეზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სკოლა, უცხო ქვეყნის ახალგაზრდებისთვის, მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად, იდეალურ ადგილს წარმოადგენს. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ორი წლის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ – „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო სრული აკრედიტაცია მოიპოვა. ამას გარდა, ხუთი პროგრამა უკვე მზადაა მოიპოვოს ABET აკრედიტაცია. ჩვენი უნივერსიტეტი ორიენტირებულია ინოვაციაზე და სტუდენტზე მორგებულ სასწავლო პროცესზე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა ნიშნავს, სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკაზე დაფუძნებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება.

ძვირფასო კურსდამთავრებულებო, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენი პროფესიული განვითარების გზაზე. ამიერიდან, თქვენ ხართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური ოჯახის მნიშვნელოვანი წევრები, ჩვენი ელჩები მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, 2024/2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულ საერთაშორისო სტუდენტთა გაცილების ღონისძიება დასრულდა კონცერტით, რომელშიც საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.ზელენსკიმ ყოფილ პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მთავრობის ახალი მეთაური იულია სვირიდენკო და მინისტრები წარადგინა.ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დასახელებული შემადგენლობა ასეთია:უკრაინის პრემიერ-მინისტრი – იულია სვირიდენკო; უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი – მიხაილო ფედოროვი; თავდაცვის მინისტრი – დენის შმიგალი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ანდრეი სიბიგა; პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის მინისტრი – ალექსეი კულება; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილე – ტარას კაჩკა; ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი – მატვეი ბედნი; იუსტიციის მინისტრი – ჰერმან გალუშჩენკო; ენერგეტიკის მინისტრი – სვეტლანა გრინჩუკი; უკრაინის სოციალური პოლიტიკისა და ერთიანობის მინისტრი – დენის ულიუტინი; უკრაინის ვეტერანთა მინისტრი – ნატალია კალმიკოვა; შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი – იგორ კლიმენკო; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ოქსენ ლისოვოი; ჯანდაცვის მინისტრი – ვიქტორ ლიაშკო; ფინანსთა მინისტრი – სერგეი მარჩენკო; ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ალექსეი სობოლევი;განახლებული მთავრობის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრა 17 ივლისს რადას სხდომაზეა დაგეგმილი.

ტრაგედია გონიოში-დაღუპულია 23 წლის ბიჭი

გონიოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით დაღუპულია 23 წლის ახალგაზრდა ბიჭი.გუშინ გონიოში ავარიის შედეგად სულ 3 პირი დაშავდა და დაზიანდა 3 ავტომობილი.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ღაზაში, აშშ-სა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ღაზას ჰუმანიტარული ფონდის (GHF) მიერ ორგანიზებულ დახმარების განაწილების ცენტრში, ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.GHF-ის ცნობით, ხან იუნისის რაიონში, დახმარების განაწილების ობიექტზე "ქაოტურ და საშიშ ტალღაში“ 19 ადამიანი გათელეს, ხოლო ერთი დანით დაჭრეს. ფონდმა დასძინა, რომ მათი აზრით, არეულობები "ჰამასთან დაკავშირებულმა, შეიარაღებულმა პირებმა წამოიყეს“.ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზას მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა ბრალდება უარყო და GHF დანაშაულის დაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა.ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში განაცხადეს, რომ მათ 21 ადამიანის ცხედარი მიიღეს, რომლებიც ცრემლსადენი გაზისა და დახმარების განაწილების ობიექტზე ჭყლეტის შედეგად ასფიქსიით გარდაიცვალნენ.

თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თურქეთიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება

თორნიკე რიჟვაძის შესახებ ოჯახის ახლობელი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს:„მოკლედ ძალიან კარგი ამბავი: თორნიკეს მდგომარეობა არის სასიხარულო. გამიხარდა. სულ ჯამრთელად მენახე ოჯახით, თორნიკე, სიკეთე არიკარგება“ - წერს ზუკა გიორგაძე სოციალურ ქსელში.

მოძრაობა იკრძალება!-მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ღვარცოფული ხევის ადიდების საფრთხე მაღალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.მათივე ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ბოლო სიახლეები