ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი – „შერეკილები“ ბორჯომის ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდმა – „შერეკილები“ მორიგი წარმატება მოიპოვა და ბორჯომის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდმა, რომელიც 8 წევრს აერთიანებს, ბოჯომის ფესტივალის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

როგორც სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპატამენტის ხელმძღვანელი ლევან ფიფია აღნიშნავს, მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდის წარმატება იმ დიდი მხარდაჭერის შედეგია, რაც ახალგაზრდებს მუდმივად აქვთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და უშუალოდ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხრიდან.

„ბორჯომის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფესტივალზე ჩვენი საუნივერსიტეტო გუნდი – „შერეკილები“ – პირველ სამეულში მოხვდა და დამსახურებულად მოიპოვა ვიცე-ჩემპიონის ტიტული. ამ მორიგ გამარჯვებას ვულოცავთ „შერეკილების“ რვავე წევრს, მათ გულშემატკივარ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. ჩვენი გუნდის წარმატება სწორედ იმ დიდი მხარდაჭერის შედეგია, რაც ახალგაზრდებს მუდმივად აქვთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან და უშუალოდ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხრიდან. მეორე მხრივ კი, მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდი, შექმნის დღიდან, ძალისხმევას არ იშურებს, იყოს კრეატიული და, მაღალი კონკურენციის ფონზე, დაუღალავი შრომით მიაღწიოს წარმატებებს. შედეგი სახეზეა – „შერეკილები“ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბდა და წლევანდელ სტუდენტურ ფესტივალზე პირველი ადგილის მოპოვების შემდეგ, ბორჯომის ფესტივალზეც წარმატებას მიაღწია. კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებას ჩვენს გუნდს და ჩვენს უნივერსიტეტს – წინ არაერთი წარმატება გველის!“, – ამბობს ლევან ფიფია.

ცნობისათვის, ბორჯომის მხიარულთა და საზრიანთა ფესტივალი საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანთან 12 დღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა და ყველა შეზღუდვა მოხსნილია – აღდგა სასწავლო და სამუშაო პროცესი

ირანთან 12 დღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოხსნილია. აღდგა სასწავლო და სამუშაო პროცესი. გაიხსნა საჰაერო სივრცე, ბენ გურიონის და ჰაიფას აეროპორტები სრული ოპერირების რეჟიმში გადავიდნენ.მიმართვა გაავრცელა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედრო კამპანია ისტორიულ გამარჯვებად შეაფასა, რადგან ისრაელმა, მისი თქმით, აღმოფხვრა ირანიდან მომდინარე ორი ეგზისტენციალური საფრთხე - ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები.ისტორიულ გამარჯვებას თავის მხრივ ზეიმობს ირანიც. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, მტერმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს, მათ შორის, ბირთვული ობიექტების განადგურებას და ამ მიმართულებით კვლევის შეწყვეტას.სამშვიდობო შეთანხმებას ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი დასაშვებად მიიჩნევს ირანში რეჟიმის ცვლილებას და ამასთანავე აღნიშნავს, რომ სურს, რეგიონში ვითარება რაც შეიძლება სწრაფად დამშვიდდეს.

ირანში „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სამი პირი სიკვდილით დასაჯეს

ირანში „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სამი პირი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, მამაკაცებს ადანაშაულებდნენ ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და მათთვის აღჭურვილობის მიწოდებაში, რომელიც ერთ-ერთი პირის მკვლელობისთვის იყო გამოყენებული.ამასთან, გავრცელებული ცნობებით, ისრაელთან 12-დღიანი შეიარაღებული დაპირისპირების მიმდინარეობისას ირანში ისრაელთან კავშირებისთვის 700 ადამიანი დააკავეს.

დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ირანზე ავიაიერიშის შედეგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ირანზე ავიაიერიშის შედეგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო გააკრიტიკა.„ყალბი ამბების „სიენენი“ და წარუმატებელი „ნიუ იორკ თაიმსი“ გაერთიანდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო იერიშის შეურაცხყოფის მცდელობაში. ირანში ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურებულია! როგორც „თაიმსი“, ასევე „სიენენი“ საზოგადოების მხრიდან მკაცრ კრიტიკას მიიღებს!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, მანამდე „სიენენმა“ გაავრცელა ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დაზვერვის წინასწარი შეფასების მიხედვით, აშშ-ის ავიაიერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე თვით დახიოს უკან. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა სიენენის ანგარიშს „სრულიად მცდარი“ უწოდა, თუმცა მისი არსებობა დაადასტურა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეხვედრის დროს მხარეებმა შეაფასეს შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები და განიხილეს „დიპლომატიური სამუშაო რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად“.„განვიხილეთ ჩვენი საჰაერო ფლოტის დამატებითი „მირაჟებით“ გაფართოების შესაძლებლობა, საბრძოლო დრონების ერთობლივი წარმოება და ინვესტიციები“, –  აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.ლიდერებმა ასევე განიხილეს ე.წ. მსურველთა კოალიციის განვითარების საკითხი.როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, ნატო-ს სამიტისგან მხარეები ელოდებიან რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას.

ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს

„ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ გამარჯვებას“ - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც ოპერაცია „აღმავალი ლომის“ შეჯამებას ეხებოდა.ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისტორიული მოვლენა - აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმები ისრაელის მხარდასაჭერად - იმ დიპლომატიური კამპანიის ნაყოფია, რომელსაც ის მინისტრ რონ დერმერთან ერთად ხელმძღვანელობდა.„ისრაელს არ ჰყოლია ტრამპზე უკეთესი მეგობარი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის“ - აცხადებს ნეთანიაჰუ.ამასთან, ნეთანიაჰუმ მკაცრად გააფრთხილა ირანი:„თუ ვინმე, ვინც არ უნდა იყოს ირანში, შეეცდება ამ პროგრამის აღდგენას, ჩვენ იმავე სიმტკიცით და ძალით ვიმოქმედებთ, რათა აღვკვეთოთ ნებისმიერი მცდელობა. ვიმეორებ, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი“.

ბოლო სიახლეები