ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა კონსტანტინე აფხაზისა და მასთან ერთად დახვრეტილი 14 ოფიცრის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის ხელმძღვანელობით, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის დისწულის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის გენერალ-მაიორის, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრისა და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული გმირის კონსტანტინე აფხაზისა და მასთან ერთად დახვრეტილი 14 ოფიცრისა და ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სტუდენტებმა ვაკის პარკში, 1923 წლის 20 მაისს, ჩეკისტების მიერ დახვრეტილი ეროვნული გმირების – გენერალ-მაიორ კონსტანტინე აფხაზის, და სამხედრო ცენტრის 14 წევრის: გენერლების – ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, გენერალ-მაიორ ვარდენ წულუკიძის, პოლკოვნიკების – გიორგი ხიმშიაშვილისა და როსტომ მუსხელიშვილის, ოფიცრების – ივანე ქუთათელაძისა და ნიკოლოზ ზანდუკელის, როტმისტრების – სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელისა და ფარნაოზ ყარალაშვილის, იასონ კერესელიძის, ლევან კლიმიაშვილის, დიმიტრი ჩრდილელის, სიმონ ჭიაბრიშვილის, პოლკოვნიკების – ალექსანდრე მაჭავარიანისა და ელიზბარ გულისაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ქართველი პატრიოტების დახვრეტიდან 102 წლის შემდეგ, ჯალათების წინაშე უდრეკად მდგომი 15 ქართველის გმირობა მომავალი თაობებისთვის მუდამ ზნეობრივ გაკვეთილად დარჩება.

„კოტე აფხაზი და 14 რჩეული მამულიშვილი შეეწირა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნას. შეუძლებელია დავიწყება იმისა, თუ ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები, როგორ იცავდნენ სამშობლოს და როგორ სწირავდნენ თავს. შეუძლებელია დავივიწყოთ კონსტანტინე აფხაზის უკანასკნელი სიტყვები – „ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“ სწორედ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა იცხოვრო სამშობლოსთვის“, – აღნიშნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მემორიალთან.

ცნობისთვის, კონსტანტინე აფხაზი და მასთან ერთად დახვრეტილი 14 თანამებრძოლი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომ დაამტკიცა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი „ოქროს გუმბათი“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაამტკიცა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი „ოქროს გუმბათი“. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.„ოქროს გუმბათი დაიცავს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ კანადამ გამოთქვა ამ პროგრამაში ჩართვის სურვილი.დონალდ ტრამპის თქმით, თავდაცვითი ფარი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 175 მილიარდი დოლარი იქნება, უნდა ამოქმედდეს მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე – 2029 წლის იანვრამდე.„რონალდ რეიგანს ეს წლების წინ სურდა, მაგრამ მაშინ შესაბამისი ტექნოლოგიები არ არსებობდა“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპის ადმინისტრაციამ სამხედრო მაღალჩინოსნებს უბრძანა, უზრუნველყონ, რომ „ოქროს გუმბათის“ სამომავლო დაფინანსება აისახოს 2026-2030 წლების ახალ საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვაში.

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილს თუ ძალით არ გავიტანთ, არაფერი გამოვა, ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა

ივანიშვილს თუ ძალით არ გავიტანთ, არაფერი გამოვა, ეს უნდა გვესმოდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.მისი თქმით, როდესაც ყველა მიხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილი პერფორმანსით არ წავა, მაშინ დადგება შედეგი.„როდის დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილის? როცა ფიზიკურად ვიქნებით მზად. თუ ძალით ივანიშვილს არ გავიტანთ, არაფერი გამოვა და ეგ უნდა გვესმოდეს, ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. ყველა რომ მიხვდება, რომ ბიძინა რაღაც პერფორმანსით არ წავა და ჩვენ ამ ადამიანებთან მოგვიწევს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი დადგება. მე მზად ვარ, რამე დავუშავო იმ მწამებელ ხარებას და წავალ ამის გამო ციხეში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

🎥გაიცანით ბიჭი, რომელიც მის სკოლაში ერთადერთი მეთორმეტე კლასელი იყო

ერთადერთი მე-12 კლასელი ხაშურის რაიონის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის მოსწავლე - ლერი ნოზაძეა.„დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდმა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ბიჭი მის განვლილ გზაზე საუბრობს. 

დიდუბეში, კაცს თბილისი-ბათუმის მატარებელი დაეჯახა

თბილისი - ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა. შემთხვევა დიდუბეში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

მამუკა ხაზარაძე – გერმანიის ელჩზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს!

გერმანიის ელჩზე, პიტერ ფიშერზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს! - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ის გმობს მომხდარს და გერმანიის ელჩს სოლიდარობას უცხადებს."მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ე.წ. ხელისუფლებას, რადგან სწორედ მისი ანტიდასავლური რიტორიკა და პროპაგანდა არის მომხდარი ინციდენტის მაპროვოცირებელი! კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვგმობ მომხდარ სამარცხვინო ფაქტს! სოლიდარობას ვუცხადებ ბატონ ელჩს და ვუდასტურებ ჩემს პატივისცემასა და მეგობრობას!" - წერს ხაზარაძე.შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს."საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა", - განუცხადეს "ფორმულას" გერმანიის საელჩოში.

ბოლო სიახლეები