კვირა, მაისი 4, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერი IAEA-ის სათავო ოფისში, საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში, მოხსენებებით წარსდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა გიორგი ნაბახტიანმა ვენაში (ავსტრია), ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სათავო ოფისში, გაერთიანებული კონვენციის გამოყენებულ ბირთვულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ მე-8 განსახილველ შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს დელეგაციას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე ხელმძღვანელობდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სათავო ოფისში უნივერსიტეტის მეცნიერი გაწეული სამუშაოს შესახებ საქართველოს ანგარიშით (ანალიზი) წარდგა, რომელიც მისივე ავტორობით იქნა დამუშავებული. გიორგი ნაბახტიანის ვრცელი მოხსენება მოიცავდა ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბირთვულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს გამოცდილებას და ამ მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების სრულ ანალიზს. სტუ-ის მეცნიერმა უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, კანადის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების და სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა შეკითხვებს, ასევე, მონაწილეობა მიიღო სხვა ქვეყნების ანაგარიშების შეფასებაში.

როგორც პროფესორი გიორგი ნაბახტიანი აღნიშნავს, IAEA-ის სათავო ოფისში ასევე შედგა რადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვის სისტემების (SRIS/SWIFT) განვითარება-დანერგვის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა, რომელზეც ის კონსულტანტის რანგში წარსდგა და SRIS/SWIFT სისტემების განვითარების თაობაზე რიგი წინადადებები წარმოადგინა. მეცნიერის თქმით, ის მოხსენებით გამოვიდა და ჯგუფის მუშაობას უძღვებოდა IAEA-ის შტაბ-ბინაში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზეც, რომელიც რადიოაქტიური წყაროების მიწისპირა სამარხში დაფლობის საკითხებს ეხებოდა.

„როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარისთვის, დიდი პატივი იყო საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში, ვენაში, IAEA-ის შტაბ-ბინაში, მერვე განსახილველ შეხვედრაში მონაწილეობა. ეს იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარმოგვედგინა ჩვენი ქვეყნის მიღწევები დახარჯული ბირთვული საწვავისა და რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიმართულებით. საქართველოს გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო ექსპერტებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებთან დიალოგი აძლიერებს გლობალურ ბირთვულ უსაფრთხოებას და ხაზგასმით ადასტურებს საერთაშორისო სტანდარტების მიმართ საქართველოს ერთგულებას”, – აცხადებს სტუ-ის მეცნიერი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს – რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს - რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი.საქმეზე 3 პირი დააკავეს, ერთი ამ დრომდე ძებნაშია.დაელოდეთ კურიერი P.S-ის ანონსს კვირას 21:00 საათზე ⇓ 

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ეს ცრემლები ბევრი მიზეზით იყო… გამახსენდა ოჯახი, წინაპრები, ჩემი დროშა“ – ილია სულამანიძის ემოციები გამარჯვების შემდეგ

ილია სულამანიძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო. ილიამ გადაცემაში მისი გამარჯვებისა და ემოციების შესახებ ისაუბრა. „სიტყვებით შეიძლება ვერ გადმოვცე, მაგ დროს ფიქრობ გულშემატკივარზე, ოჯახზე, როგორ გგულშემატკივრობს დედა, მამა…ყველაფერს წარმოიდგენ, შენს წინაპრებს, შენს დროშას, რა ისტორია აქვს..ეს ყველაფერი ცრემლსაც გამოიწვევს, ცრემლები ბევრი მიზეზიდან გამომდინარე იყო…“ – აღნიშნა ილიამ.ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოიევს იუკოთი სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამ წონით კატეგორიაში ილია გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს…“ – ქართველი გოგო, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს

მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს და თამაშობენ ბინძურ თამაშებს ქართველები, რომლებიც ღმერთმა იცის რას საქმიანობენ აქ კლინიკებთან. (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.) შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ სათითაოდ ყველა თქვენს მოწერილი მუქარებით! და ფაქტებით თუ რამ გაგაბოროტათ. თქვენც იშრომეთ, როგორც მე! და მიაღწიეთ წარმატებას, იყავით ორიენტირებული პაციენტზე და მის ჯანმრთელობაზე და არა ფულზე!აქ ჩემ სიტყვას ფულზე დიდი ძალაც აქვს და დაფასებაც, იცით რატომ? ჩემი ადამიანობით. მარიამი პირველი ქართველი არ იყო ვისაც ჩემი თხოვნით ჰონორარის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია, სხვადასხვა განხრით ბევრია მსგავსი ოპერაციები და ამაზე საუბარი არც მსურს, რადგან მე რასაც ვაკეთებ მანიჭებს ბედნიერებას, უფალი ხედავს და ჩემთვის საკმარისია.ბევრს ვეგონე და ვგონივარ ექიმი, რადგან მე თვითონ ვარ ჩართული ყველა პაციენტის მკურნალობაში. ზოგჯერ ვცდები გაიდლაინებს, ვაკავშირებ ერთმანეთთან სხვადასხვა განხრის ექიმებს და მეამაყება ყველა წარმატებული მკურნალობა, თუნდაც მაშინ როცა თურქეთმა იმედიც კი გადაუწურა მაგრამ აი იმ ერთი ჩემი შერჩეული ექიმით მიიღო შედეგი. რაც არ უნდა გააკეთოთ, მთელი ჰაკერებიც რომ დაიქირაოთ ფეისის გასატეხად, ჩემს სახელს და გვარს ვერ წაშლით! მაინც მოვა პაციენტთა ზღვა ჩემამდე! მიხარია რომ ჩემი საქართველო მიცნობს ისეთს როგორიც ვიყავი და ვარ.მაცადეთ ვაკეთო ჩემი საქმე“, - წერს მედეა იობაშვილი.

ბოლო სიახლეები