პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მძლეოსანი მკლავჭიდში თბილისის ღია პირველობის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მძლეოსანმა, ჭაბუკებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონმა, ვალიკო იჩქითმა, მკლავჭიდში თბილისის ღია პირველობაზე იასპარეზა და რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, თბილისის ღია პირველობას მკლავჭიდში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. საერთაშორისო ტურნირი, თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის მკლავჭიდელთა ფედერაციისა და საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკლავჭიდელმა, ვალიკო იჩქითმა თბილისის ღია ტურნირზე 95 კგ წონით კატეგორიაში მარჯვენა ხელით ასპარეზობისას ოქროს მედალი და თასი მოიპოვა, მარცხენა ხელით – ვერცხლის მედალი, ხოლო აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, მარჯვენა ხელით ორთაბრძოლისას, ვერცხლი დაისაკუთრა.

სტუ-ის მძლეოსანს 1800 ლარის ოდენობით ფულადი პრიზი გადაეცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, ცნობილ მკლავჭიდელ ვალიკო იჩქითს გამარჯვებას ულოცავს და საერთაშორისო ასპარეზზე მორიგ წარმატებებს უსურვებს.

რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზაობას გამოთქვამს, მასპინძლის სტატუსით შემდგომშიც აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებაში.

„მიგვაჩნია, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი საერთაშორისო ტურნირების მოწყობა დიდად წაადგება როგორც ქართული მკლავჭიდის განვითარებას, ასევე, სტუდენტებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას, რადგან ეს საუკეთესო გზაა გამოვავლინოთ ახალგაზრდა სპორტსმენების შესაძლებლობები, ქვეყანას კი, სამომავლოდ, საერთაშორისო რანგის სპორტსმენები აღვუზარდოთ“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

როგორც სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი აღნიშნავს, მკლავჭიდში თბილისის ღია პირველობაზე სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

არჩილ იოსელიანის თქმით, თბილისის ღია ჩემპიონატში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალბედებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ გამარჯვებული ყველა სპორტსმენი შესაბამის ლიცენზიასა და მკლავჭიდის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.

თბილისის ღია პირველობა მკლავჭიდში, რომელსაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა, პირად პირველობაში მკლავჭიდის საერთაშორისო წესების მიხედვით, ყველა წონით კატეგორიაში ჩატარდა. ტურნირს თბილისის მკლავჭიდელთა ფედერაციისა და საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის ხელმძღვანელობა, ცნობილი სპორტსმენები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კახა კალაძე: ოპოზიცია შინაგანად ვერ ეგუება მშვიდობას, წინსვლას – ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ამ მოღალატეებს უნდა მივუჩინოთ შესაბამისი ადგილი

უბრალო გამარჯვებაზე არ არის საუბარი, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ კონსტიტუციური უმრავლესობა. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვხსნიდით თუ რატომ არის კონსტიტუციური უმრავლესობა საჭირო, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში "იმედი LIVE" „საფრთხეები არსებობს, ვიდრე არ დასრულდება ომი რუსეთ - უკრაინას შორის, ძალიან დიდის საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ის გამოწვევები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში, ეს საფრთხეები არსად არ წასულა, ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენი და ყველა ღირსეული ქართველისთვის, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც სამშობლო მნიშვნელოვანია, ყველას ოცნება არის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით და ოპოზიცია რა დღეში ჩავარდა, რა განცხადებას აკეთებდნენ და რა სიცრუის პროპაგანდა დაატრიალეს. ეს ადამიანები შინაგანად ვერ ეგუებიან მშვიდობას, წინსვლას, ქვეყნის განვითარებას და ამიტომაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანაირად მომზადებული. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ამ მოღალატეებს, ამ აგენტურას უნდა მივუჩინოთ შესაბამისი ადგილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე: დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა – ეს არის ევროპა?!

დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა, - განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „სხვადასხვა ქვეყნის ელჩები გამოდიან და რა განცხადებებსაც აკეთებენ, ეს არის დიპლომატია?! ეს არის დემოკრატია?! ამისკენ მივდივართ?! ეს არის ევროპა?!.. ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს თავზე დააჯდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, თუ კი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება აქვს, ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. „2012 წლის შემდგომ პერიოდში მივაღწიეთ ყველაფერს: ასოცირების ხელშეკრულებას, კონსტიტუციაში ჩავწერეთ ევროპული მომავალი, ნატოში გაწევრიანება, უვიზო მიმოსვლა, სავაჭრო ურთიერთობები და სტატუსი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ოლაფ შოლცი: ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატო-ს წევრი, ამაზე უთანხმოება არ არსებობს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგ გამოვიდა. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა ZDF-თან ინტერვიუში გააკეთა. შოლცმა უარყო უკრაინის ნატო-ში მიწვევის შესაძლებლობა, რომელიც „გამარჯვების გეგმის“ პირველ პუნქტს წარმოადგენს და განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ნატო-მ უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივებზე გადაწყვეტილება ვილნიუსისა და ვაშინგტონის სამიტებზე მიიღო და მისი აზრით, „ამის მიღმა ახალი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს“. „ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატო-ს წევრი. ყველამ იცის ეს. ამაზე არანაირი უთანხმოება არ არსებობს. ნატო-ში მიწვევის შემდეგ კი, ჩვეულებრივ, საკმაოდ სწრაფად ხდება წევრობა“, – აღნიშნა შოლცმა. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში მოითხოვს გაწონასწორებულ მოქმედებებს, რომლებიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს კიევის მხარდაჭერას, ხოლო მეორეს მხრივ, გარანტიას იძლევა, რომ ეს არ გადაიზრდება მოსკოვსა და ნატო-ს შორის ომში. „ეს არის ის, სადაც მე ძალიან მკაფიოდ გამოვხატავ ჩემს პოზიციას და არ შევცვლი მას“, – აღნიშნა შოლცმა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ქარტია არ იყო საჯარო დისკუსიებით შემდგარი დოკუმენტი, სრულიად უვარგისი ტექსტი შედგა

ქარტიის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ეს არ იყო საჯარო დისკუსიების შედეგად შემდგარი დოკუმენტი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ განაცხადა. „ვერ ვეტყოდი ჩემს ამომრჩეველს, იცით რა, ეს რაღაც დოკუმენტია, რომელიც არავის პატივს არ სცემს. უბრალოდ, ხელი მოვაწერეთ, რადგან მოდაში შემოვიდა რაღაც მომენტში და მაინც არავინ შეასრულებს. ჩვენ ხელს თუ მოვაწერდით, შევასრულებდით, უვარგისი დოკუმენტის შესრულება კი არ შეიძლება. დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი, მოგეხსენებათ, როგორც წესი, თავის სიტყვებს დიდ პატივს არ სცემს და იცის, რომ მარტივად გადააგდებს მეორე მხარეს, თუ ეს დასჭირდა. ამიტომ ჩვენ იმ ხალხთან საერთოდ იშვიათად გვაქვს ხოლმე რაღაც საერთო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა “ქართული ოცნების” ასიათასობით მხარდამჭერს “დაღრეჯილი” და “ნარკომანი” უწოდა

დაღრეჯილი ადამიანებიც ვნახეთ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, “ქართული ოცნების” დასკვნითი ღონისძიების შეფასებისას ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მისი ვარაუდით, ყველა ადამიანი, ვინც ტელევიზორში ნახა, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო. “შეურაცხყოფა არ მინდა ვინმეს მივაყენო, მაგრამ სახეზე რომ აწერიათ არ ვიცი როგორ გითხრათ, აი, ზემოქმედების ქვეშ რომ არიან. მე რაც ვნახე ტელევიზორში, ეს ადამიანები არც ერთი არ იყო ფხიზელი, იყვნენ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ სავარაუდოდ.” - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ბოლო სიახლეები