სამშაბათი, ივლისი 8, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველად საქართველოში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2024 წლის 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესს უმასპინძლებს, რომელიც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველო არის პირველი სახელმწიფო, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აღნიშნული მსოფლიო ფორუმი ჩატარდება, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება პირველი მასპინძელი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოდან. ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი, თემით – „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება.

„ჰეგელის ფილოსოფიისა და მისი რეცეფციის ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება „ჰეგელის საერთაშორისო კონფერენციას“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მართავს. მისი ჩატარების უფლების მიღებას 4-8 წლამდე ვადა სჭირდება. თითოეულ კონკურსში, როგორც წესი, მოთხოვნას 3-4 სხვადასხვა ქვეყანა წარადგენს. კონგრესი ფინანსდება ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების, ასევე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო ფონდების მიერ. ცნობისათვის, ჰეგელის პირველ კონგრესს 1956 წელს, ნიურნბერგმა (გერმანია) უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ რიგით 35-ე, საიუბილეო კონგრესის საქართველოში გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭომ 2022 წლის სექტემბერში, ზადარის უნივერსიტეტში (ხორვატია) ერთხმად მიიღო. ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს სხდომას, რომლის შემადგენლობაც წარმოდგენილია ჰეგელის საზოგადოებისა და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წამყვანი მეცნიერ-პროფესორებით სხვადასხვა ქვეყნიდან, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი, რომელიც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრია.

პლენარულ სხდომებზე, როგორც წესი, მოწვეულები არიან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებისა და კლასიკური გერმანული ფილოსოფიის გამოჩენილი წარმომადგენლები მსოფლიო მასშტაბით. კონგრესის მონაწილეთა რაოდენობა, როგორც წესი, 450-ს არ აღემატება.

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს გახსნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

კონგრესის მონაწილეებს მიესალმებიან: ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი მირიამ გერჰარდი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ასევე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, სტუ-ის ვიცე-რექტორი თამარ ლომინაძე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ივანე ჯაგოდნიშვილი და სხვა ქართველი და უცხოელი მეცნიერები.

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესზე ძირითად მომხსენებელთა რანგში წარდგებიან პროფესორები: ანდრეას არნდტი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი); შტეფან გოზეპატი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი); ქრისტოფ მენკე (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი); თეო კობუში (ბონის რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი) უორენ მონტაგი (Occidental College); ნიკლაუს ლარგიერი (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი); აქსელ ჰონეტი (კოლუმბიის უნივერსიტეტი); ვიოლეტა ვაიბელი (ვენის უნივერსიტეტი); გიგა ზედანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); ლაშა ბრეგვაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ფრანჩესკა იანელი (რომა ტრეს უნივერსიტეტი).

კონგრესი 5 დღის განმავლობაში 8 სექციად იმუშავებს: სიკეთე და ზნეობრიობა: ლოგიკური, რელიგიურ-ფილოსოფიური და სახელმწიფოს თეორიული განზომილებები; სიკეთე და ზნეობრიობა ჰეგელის სულის ფილოსოფიაში და ბუნების ფილოსოფიაში; აღიარება როგორც თავისუფლების განხორციელების პრინციპი; სუბიექტი როგორც ლოგიკური ცნება: შედეგები სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის; სიკეთე და ზნეობრიობა სამართლის ფილოსოფიური პერსპექტივიდან; ომი და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპი ჰეგელის „სამართლის ფილოსოფიაში“; ჰეგელის ფილოსოფიის რეცეფცია საქართველოში და გერმანიის ფარგლებს გარეთ; ბუნება VS კულტურა სიკეთის იდეის კონტექსტში.

კონგრესის მასალები ჰეგელის წელიწდეულში – Hegel-Jahrbuch-ში გამოქვეყნდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კონგრესის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები, რომლებიც სტუ-ის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დარბაზის სცენაზე გაიმართება: სპეციალურად კონგრესის მონაწილეთათვის და მოწვეული სტუმრებისთვის, 30 სექტემბერს, 19:00 საათზე, შედგება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სახელოვნებო ჯგუფების კონცერტი. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ჯაზური, ფოლკლორული და საესტრადო ხელოვნების ნიმუშები.

“3 ოქტომბერს, 20:00 საათზე კი, გაიმართება პიანისტ, პროფესორ ვლადიმირ სტუპელის მუსიკალური შესრულება – „ზნეობრიობის შესახებ მუსიკაში“, რომელზეც ის წარადგენს ფრანგულ-გერმანულ პროგრამას რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის და პოლ დიუკას ნაწარმოებებით, ასევე, ისაუბრებს მუსიკისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართებაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უახლესი ცნობები კლინიკიდან-როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თორნიკე რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე რეანიმაციაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა დადებითია.შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში გუშინ დილით გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს.სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. პოლიციამ ალექსი ახვლედიანი გუშინ დააკავა და ამ დრომდე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სწორედ ახვლედიანის სახლში მოხდა - საგარეჯოში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.საქმეზე მოკვლევა სისხლის სამართლის 115-ე და 238-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – აშშ-თან ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ, რათა ვიპოვოთ ქვეყნები, რომელთაც სურთ, განახორციელონ ის, რასაც ყოველთვის ამბობენ – პალესტინელებისთვის უკეთესი მომავლის მიცემა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის მომავლისა და მისი მოსახლეობის გადასახლებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ხედვას „ბრწყინვალე“ უწოდა.ამის შესახებ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ განაცხადა.„ამას ეწოდება თავისუფალი არჩევანი. ადამიანებს დარჩენა თუ უნდათ, შეუძლიათ დარჩნენ, მაგრამ თუ წასვლა უნდათ, უნდა შეძლონ წასვლა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ღაზა „ციხესიმაგრეს“ არ უნდა ჰგავდეს, არამედ „ღია ადგილი“ უნდა იყოს, რათა ადამიანებს თავისუფალი არჩევანი ჰქონდეთ.„ჩვენ ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან ძალიან მჭიდროდ, რათა ვიპოვოთ ქვეყნები, რომელთაც სურთ, განახორციელონ ის, რასაც ყოველთვის ამბობენ – პალესტინელებისთვის უკეთესი მომავლის მიცემა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ცნობისთვის, მანამდე, დონალდ ტრამპმა გამოთქვა ინიციატივა ღაზაში მცხოვრები დაახლოებით ორი მილიონი პალესტინელის დროებით ან მუდმივად მეზობელ ქვეყნებში – ეგვიპტესა და იორდანიაში გადასახლების შესახებ.

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელმა მისი მოკვლა სცადა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ისრაელი მისი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ფეზეშქიანმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს განაცხადა.„კი, ისინი ცდილობდნენ. შესაბამისად მოიქცნენ, მაგრამ ვერ შეძლეს“, – აღიშნავს ირანის პრეზიდენტი.ჟურნალისტის კითხვაზე, იყო არა ამაში ირანის პრეზიდენტი დარწმუნებული, ფეზეშქიანმა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, ეს არ იყო შეერთებული შტატები, რომელიც ჩემი სიცოცხლის წასართმევას ცდილობდა… ეს იყო ისრაელი. მე ვიყავი შეხვედრაზე… ისინი ცდილობდნენ იმ ადგილის დაბომბვას, სადაც ჩვენ ვატარებდით შეხვედრას“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა აღნიშნული სავარაუდო მკვლელობის მცდელობის თარიღი და არც ის, მოხდა თუ არა ეს ბოლოს მიმდინარე კონფლიქტის დროს. ირანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თავისი ქვეყანა „არ ეძებს ბირთვულ იარაღს“ და დაადანაშაულა ნეთანიაჰუ, რომ „1984 წლიდან შექმნა ცრუ მენტალობა, რომ ირანი ეძებს ბირთვულ ბომბს“.ფეზეშქიანის თქმით, ისრაელმა „ყველა ამერიკელ პრეზიდენტს თავში ეს აზრი ჩაუნერგა“ ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ფეზეშქიანმა კარლსონს უთხრა, რომ მისი ქვეყანა „ვერ ხედავს პრობლემას“ ბირთვულ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან კვლავ ჩართვაში, თუმცა მოითხოვს ნდობის აღდგენას.„არის პირობა. მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებისთვის. როგორ ვენდო ხელახლა შეერთებულ შტატებს?“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

„წალკაში, დაბმულ ქალს 9 წელი აუპატიურებდნენ, შვიდი შვილი გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე ტრეფიკინგის საქმეზე

თამუნა მუსერიძე უმძიმეს ტრეფიკინგის საქმეზე საუბრობს.„წალკაში 9 წელი ქალი ჰყავდათ დაბმული; 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი. ცხრა წლის განმავლობაში გააჩენინეს შვიდი შვილი, რომელიც გაყიდეს. ქალი იყო დაღესტნელი, რომელიც ქართველმა შეყვარებულმა წამოიყვანა საქართველოში. ეს იყო ჩემთვის ბრაზის, ზიზღის, დაუცველობის შეგრძნება ერთად. ამ ქალს ამ უბედურებას ვუკეთებდით ქართველები. ყველა ბავშვი ვიპოვეთ — არც ერთს არ უნდა დედასთან ურთიერთობა, სცხვენიათ დედის ისტორიის...“ — ამბობს თამუნა მუსერიძე.

თეთრი სახლის ცნობით, სტივ უიტკოფი ღაზის საკითხზე მოლაპარაკებების წინსვლის მიზნით დოჰაში გაემგზავრება

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირის განმავლობაში დოჰაში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე მუშაობა განაგრძოს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.„სტივ უიტკოფი აპირებს მიმდინარე კვირაში დოჰაში გამგზავრებას, სადაც დისკუსიებში განაგრძობს ჩართულობას. კატარელები და ეგვიპტელები ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები იყვნენ ამ მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში მედიაციისთვის“,- აღნიშნავს თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი.მისივე თქმით, ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს და ლივიტი „ჰამასს“ მოუწოდებს, იგივე ნაბიჯი გადადგას.მანამდე, „ჰამასში“ განაცხადეს, რომ დადებითად პასუხობენ წინადადებას, თუმცა სამი პუნქტი შეიტანეს, რომლის მიღებაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარს ამბობს.

ბოლო სიახლეები