შაბათი, მარტი 7, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, დოქტორ შირო ნაკატას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის უმაღლესი განათლების გლობალური პრაქტიკის ეკონომისტს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დოქტორ შირო ნაკატას შეხვდა და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს უნივერსიტეტის განვითარების მხარდამჭერ პროცესებზე ესაუბრა, რაც უმაღლესი სასწავლებლის ყველა ფაკულტეტსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიმდინარეობს.

რექტორის, დავით გურგენიძის განაცხადებით, უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამები ეტაპობრივად იცვლება, ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან კოლაბორაციით, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, მათთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს ახალი მიმართულებები აამოქმედოს და კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოამზადოს.

„ახალი ტრანსდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტები აქტიურად მუშაობენ. პარალელურად, ხდება არსებული პროგრამების მოდიფიცირება. უნივერსიტეტში, ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან პარტნიორობით, უკვე მოქმედებს სასწავლო პროგრამები, რომლებიც სტუდენტებს ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში კი ჩვენი პარტნიორები ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები არიან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანია, ეტაპობრივად დაინერგოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რაც თავისთავად ნიშნავს სტუდენტთა კარიერული განვითარების მხარდაჭერას. ეს პროცესი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისას კრეატიულ მიდგომებს, ინოვაციური მექანიზმების გამოყენებას, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიების გახსნას, პრაქტიკის კომპონენტის, ტრენინგების, კვლევების გააქტიურებას და ასევე, უნივერსიტეტსა და ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირის გაძლიერებას. მთელ ამ პროცესსა და ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროგრამების დანერგვას უნივერსიტეტი აუცილებლად მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მომზადება, რომლებიც მათ წინაშე არსებულ მზარდ გამოწვევებს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით დაძლევენ“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, რექტორმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები დაათვალიერებინა.

„მსოფლიო ბანკის უმაღლესი განათლების გლობალური პრაქტიკის ეკონომისტმა, დოქტორმა შირო ნაკატამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ტემპი და მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა. როგორც დოქტორმა შირო ნაკატამ აღნიშნა, მსოფლიო ბანკის კონკურენტული ინოვაციის ფონდის სტრატეგის მიზანია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ინფრასტრუქტურის სწრაფ მოდერნიზაციას და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებას, რათა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა სტრატეგიული განვითარების გეგმების განხორციელება და ამასთან ერთად, სწავლებისა და კვლევების პროცესში ინოვაციების დანერგვა ეფექტიანად და მოკლე ვადაში შეძლონ.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს უნივერსიტეტის აკადემიური და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო მიღწევები გააცნო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – ტრამპის ადმინისტრაცია ხვდება, რომ საქართველო არაფერ შუაშია იმ ნეგატიურ დამოკიდებულებაში, რომელიც ქვეყანასთან მიმართებაში ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა

პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხვდება, რომ საქართველო არაფერ შუაშია იმ ნეგატიურ დამოკიდებულებაში, რაც არსებობდა და რომელიც ქვეყანასთან მიმართებაში ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა.გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამერიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვა უკვე დაწყებულია.დეპუტატის თქმით, რამდენიმე კვირის წინ ამერიკის შეერთებული შტატებიდან განცხადებები გაკეთდა იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან მიმართებაში ბაიდენის ადმინისტრაციამ ნეგატიური მემკვიდრეობა დატოვა.„ეს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა. შესაბამისად, ჩვენი დელეგაციის ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ ის რეალობა ახსნადი და გამჭვირვალე გახდა, რაც იყო, სამწუხაროდ, ამერიკა-საქართველოს შორის. კარგია ის, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხვდება, რომ საქართველო არაფერ შუაშია იმ ნეგატიურ დამოკიდებულებაში, რაც არსებობდა – ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ნეგატიური დამოკიდებულება შეიქმნა. ჩვენ მზად ვართ, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობებში პოზიტიური ნაბიჯები იყოს გადადგმული. ეს ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ პროცესი დაწყებულია. ჩვენი ელჩის ამერიკაში გააქტიურება პარტნიორული ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას ნიშნავს, რაც მისასალმებელია. რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, „ნაცმოძრაობა“ ლანძღავდა და ლანძღავს. მათი აზრით, ტრამპი რუსული პროექტია. გვარამიათი დაწყებული, „ენჯეოებით“ დასრულებული, დონალდ ტრამპს ლანძღავდნენ და არ მგონია, ახალ ადმინისტრაციასთან პოზიტიური დამოკიდებულება გაუხარდეთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დონალდ ტრამპი – ირანში საქმე კარგად მიდის, გაქრა მათი არმია, საზღვაო და საჰაერო ძალები, კომუნიკაციები, ლიდერების ორი შემადგენლობა, ჩვენი სამხედროები ფენომენალურად მუშაობენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის სამხედრო პოტენციალის განადგურებას „ფენომენალურად“ უმკლავდება.დონალდ ტრამპის თქმით, გაანადგურეს ირანის საზღვაო და საჰაერო ძალები, ლიდერები, მათი ყველა გემი კი ზღვის ფსკერზეა.„ძალიან კარგად მიდის საქმე ირანში. გაქრა მათი არმია, საზღვაო ძალები, კომუნიკაციები, ლიდერების ორი შემადგენლობა, საჰაერო ძალები მთლიანად განადგურდა. 32 გემი ჰყავდათ, ყველა  ოკეანის ფსკერზეა. ჩვენი სამხედროები ფენომენალურად მუშაობენ. ჩვენ წინაშე იყო არჩევანი – მოგვეთმინა და ასე გაგვეგრძელებინა წლების განმავლობაში, ან რაღაც გაგვეკეთებინა. ჩვენ ეს  გავაკეთეთ. ადამიანები ძალიან შთამბეჭდავად უყურებენ ჩვენს სამხედროებს და აღტაცებას გამოხატავენ. ახლა ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უფრო პატივსაცემია, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

გიორგი შარაშიძე – რეგიონში ვიდრე ასეთი დაძაბული ვითარებაა, მორატორიუმიც კი უნდა გამოვაცხადოთ იმ თემაზე, რომელიც შეიძლება, პოტენციურად საფრთხეს შეიცავდეს საქართველოში მშვიდობისთვის

რეგიონში ვიდრე ასეთი დაძაბული ვითარებაა, სულ მცირე, მორატორიუმიც კი უნდა გამოვაცხადოთ იმ თემაზე, რომელიც შეიძლება, პოტენციურად საფრთხეს შეიცავდეს საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განუცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ, რითიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელისა და გენერალ-მაიორის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა.დეპუტატის თქმით, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საკუთარ განცხადებებს ცოტა მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.„რაც არ უნდა მავნებელი იყოს „ოცნება“, ვინც არ უნდა იყოს, პოლიტიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ექსპერტი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, მნიშვნელობა არ აქვს, ამ ურთულეს ვითარებაში ყველას ყველაფერი გვმართებს, რათა ამ ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ, რადგან მშვიდობაზე დიდი ღირებულება არ არსებობს. ამიტომ ყველამ კეთილი ინებოს და ცოტა მეტი სიფრთხილით მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს. რომ არ ეკიდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი აქვთ და არ აინტერესებთ, ასეთ განცხადებას ქვეყნისთვის რა შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა შარაშიძემ.

გურამ მაჭარაშვილი – შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, როგორ შეიძლება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და გენერალი უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს ეუბნებოდნენ, სად შეიძლება იყოს საქართველოში სისუსტეები

პარლამენტის წევრს, გურამ მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელისა და გენერალ-მაიორის, ვახტანგ კაპანაძის მიერ გაკეთებული განცხადებებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები გაცხადებული მტკიცებულებაა საქართველოში უცხო ძალების აგენტურის.„აგენტები პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენენ და უცხო ქვეყნის ბომბებს მოუყვებიან. 1921 წელს მეტი არაფერი მომხდარა, როცა საოკუპაციო ჯარს ზოგიერთი ქართველი მოუძღვოდა. დღეს გენერლიდან დაწყებული, თავდაცვის მინისტრით დასრულებული უცხო ქვეყანას ეუბნებიან – მობრძანდით, ბატონო, აგერ არის დასარტყამი, აქ არის ის ტერიტორია, სადაც უნდა შემოხვიდეთ, ეკონომიკას ამ ნაწილში დაარტყით და ჩამოაქციეთო. ჩემი აზრით, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ იმით, როგორ შეიძლება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და გენერალი, რომელთაც საიდუმლოებაზეც მიუწვდებათ ხელი, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს საჯაროდ ეუბნებოდნენ, სად შეიძლება იყოს სისუსტეები საქართველოში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.ამასთან, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა: „ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს – საქართველოშია აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე“.

მამა გაბრიელის დარიგება მშობლებს

უფალთან ურთიერთობას ბავშვობიდან ვიწყებთ. პატარები მშობლებს დაჰყავთ ტაძარში, თუმცა გვგონია, რომ წირვა-ლოცვაზე, საკურთხევლის წინ მდგარ ბავშვებს, არაფერი გაეგებათ, იქ ყოფნა არ უნდათ და მათი ფიქრები თამაშებისკენაა მომართული. სინამდვილეში კი, მათ ქვეცნობიერში აუცილებლად ილექება ლოცვა, გალობა, ფრესკებისა და ხატების წმინდა გამოსახულებანი და აუცილებლად კეთილ ნაყოფს ისხამს.მამა გაბრიელი:„ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ... ილოცონ. მშობლების და ახლობლების სიყვარული დაანახეთ...ხშირად აახედეთ ზეცაში და ესაუბრეთ უფალზე, ჩვენი უფლის დედაზე...უთხარით, რომ თვითონაც ანგელოზია, რომელიც თქვენს გასახარებლად მოავლინა უფალმა დედამიწაზე და ადამიანი უნდა დადგეს... დაეხმარეთ გაარკვიოს, რა არის სიკეთე და სწორედ მოქცევა.ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით... ანთებული სანთლები დააჭერინეთ ხელში და მასთან ერთად წარმოთქვით - "მამაო ჩვენო"... მერე შუბლზე დაადეთ ხელი და დალოცეთ. უთხარით, ასწავლეთ, რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და თუკი უფალს ახსენებს, მას არაფრის შეეშინდება. მერე მამასთან გაუშვით და სთხოვოს, რომ ყველა საქმე გადადოს და უქმეზე მთელი ოჯახი წადით ტაძარში. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თქვენთან ერთად იარონ უფლის სახლში და მიჰბაძონ მამიკოს, როგორ იწერს პირჯვარს ხატის წინ. ჩვენ ასე ვიქცევით. ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ, რომ უფალი სიყვარულის ფერია და რომ ის ყველგან არის - ჩვენშიც, ჩვენ სახლშიც... ზეცაშიც. ღამე ჩვენს სიზმრებს დარაჯობს მისი ანგელოზები და დღისითაც გვიცავს, რომ არ დავეცეთ და არაფერი გვეტკინოს."

ბოლო სიახლეები