პარასკევი, ნოემბერი 13, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს მამუკა ხაბარელსა და წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, შეხვედრის მიზანი ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (EYOF) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მოხალისეთა სტატუსით მონაწილეობა იყო.

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა ხაბარელმა სტუდენტებს გაუზიარა ინფორმაცია ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სპორტული აქტივობების, საშეჯიბრო ლოკაციებისა და ისეთი ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურის შესახებ, როგორიცაა ბიატლონის, თხილამურებით რბოლისა და საციგურაო მოედნები, ყინულის სასახლე, რომლებიც ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმშია განთავსებული; ესაუბრნენ გაწეული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების შესახებ, ასევე, ახალგაზრდებს განუმარტეს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ოლიმპიზმის განვითარება. მათი თქმით, 2025 წლიდან საქართველო იქნება რიგით მეშვიდე ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ზაფხულისა და ზამთრის სახეობებში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელოვან ღონისძიებებს უმასპინძლა.

როგორც საორგანიზაციო კომიტეტის მოხალისეთა დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტმა ცოტნე მაჭავარიანმა აღნიშნა, ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარება ბევრად არის დამოკიდებული საორგანიზაციო საკითხების სრულფასოვნად მოგვარებაზე, რაშიც მნიშვნელოვანია მოხალისეთა მონაწილეობა. მათი თქმით, ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალთან 800 მოხალისე ითანამშრომლებს, რომელთაც ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური ტრენერები წინასწარ ჩაუტარებენ სხვადასხვა სახის ტრენინგებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ საკითხებში.

2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, მოხალისეობის მსურველებმა, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი, უნდა გაიარონ შესაბამისი რეგისტრაცია მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით. მოხალისეებად შეირჩევიან ის პირები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ოლიმპიური ფესტივალის მოხალისეობის პირობებს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების კოორდინატორის, არჩილ იოსელიანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დაინტერესდებიან 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მოხალისეებად ჩართვის შესაძლებლობით და ამ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

„გარდა იმისა, რომ მოხალისეებად შერჩეული ჩვენი სტუდენტებისთვის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალი წარუშლელ მოგონებად დარჩება, ის უნარები და გამოცდილება, რომელსაც ახალგაზრდები მაღალი რანგის ტურნირზე შეიძენენ, ასევე, ის სერტიფიკატი, რომელიც მათზე გაიცემა, მომავალშიც აუცილებლად გამოადგებათ. გარდა ამისა, მოხალისეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ძვირადღირებული ბრენდირებული სპორტული სამოსით და აქსესუარებით, საუკეთესო საცხოვრებელი პირობებით და კვებით, შეჯიბრებების შემდეგ შეძლებენ დაკავდნენ სპორტული აქტივობებით, გაერთონ ფანზონებსა და სარეკრეაციო სივრცეებში, დაამყარონ ახალი კონტაქტები და შეიძინონ ახალი ქართველი და უცხოელი მეგობრები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საორგანიზაციო კომიტეტი მუდმივად ანახლებს მოხალისეთა ბაზებს და საჭიროებიდან გამომდინარე, დატრენინგებულ მოხალისეებთან მომავალშიც ითანამშრომლებს, საუკეთესოებს კი, როგორც თავად აღნიშნეს, დასაქმებასაც შესთავაზებენ“, – აღნიშნა არჩილ იოსელიანმა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ახალგაზრდა სპორტსმენთა კონტინენტური შეჯიბრებაა, რომელიც 1991 წლიდან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (EOC) პატრონაჟით იმართება. 2015 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიადას, 2020 წლის ნოემბერში კი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხუთი წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ხუთი წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ოჯახის ინფორმაციით, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გიორგის ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა განუვითარდა და წელიწადნახევრიანი მკურნალობის შემდეგ დაეწყო გაურკვეველი ხასიათის გულყრები.ხუთი წლის გიორგისთვის აუცილებელია მხედველობის მდგომარეობის დამატებით გამოკვლევა, სასწრაფო მკურნალობა და კვლევების მიხედვით დადგენილი დამატებით სამედიცინო ჩარევები, ასევე თურქეთში სამ თვეში ერთხელ გამგზავრება.გიორგის დასახმარებლად საჭიროა 64,000 აშშ დოლარის შეგროვება, რისთვისაც ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.მიმღები: ნინო ბარაბაძე (დედა)„საქართველოს ბანკი“: GE55BG0000000611323211„თიბისი“ ბანკი: GE11TB7309545063300011PayPal: #paypal.me/NutsaBarabadze

გია ვოლსკი – დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა, ვინ უნდა განაგებდეს ამ ტერიტორიას

დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა განაგებდეს ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ბრიუსელის აზრით, ამ ტერიტორიას მარინენტული ხელისუფლება უნდა განაგებდეს.„დაკავშირებადობის ფორუმზე საქართველოს დასახელება, როგორც დაბალი რანგის სტუმარი, საკმაოდ პრობლემურია, რადგან შუა დერეფანში, დაკავშირებადობაში ჩვენს როლს სიდაბლე არ ახასიათებს. საქართველო არის, იყო და მომავალშიც საკვანძო ტერიტორიად დარჩება, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ზოგს სურვილი აქვს, რომ მმართველი მარიოენტული ხელისუფლება იყოს და არა „ქართველი ოცნება“, რომელიც ეროვნულ ინტერესებს იცავს და სერიოზულ შემოტევებს საკმაოდ ხისტადაც პასუხობს. დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა იმასთან დაკავშირებით, ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას თუ ვინ უნდა განაგებდეს. მათი აზრით, ამ ტერიტორიას მარინენტული ხელისუფლება უნდა განაგებდეს, რომელსაც ნებისმიერი ბრძანების შესრულებისათვის მზადყოფნა აქვს, რომ ცალ ფეხზე დადგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მოკრივე ემილ ისმაილოვი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია

სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიმდინარე IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ემილ ისმაილოვი კრივში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.55 კგ. წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში მან ავსტრალიელი მარლი დოდი 5:0 დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.ტურნირის პირველ შეხვედრაში ისმაილოვმა დომინიკელ მაიკლ რეიესს 4:1 მოუგო. მეოთხედფინალში ლიბანელ რამზი ჰილალს 5:0 სძლია.ნახევარფინალში კანადელმა ლისანდრო გარსია რებელომ ხელის ტრავმის გამო ასპარეზობა ვერ შეძლო და ისმაილოვი პირდაპირ ფინალში გავიდა.ეს არის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მეორე ოქროს მედალი. 2018 წელს ბუენოს აირესში ჩემპიონი გახდა გიორგი ჩხიკვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

16 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 16 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა  კოდი).აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ.

პროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ.ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა.საქმე დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეს ეხება.

ბოლო სიახლეები