ოთხშაბათი, დეკემბერი 31, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სან დიეგოს
სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU, USA) ვიცე-პრეზიდენტებს – დოქტორ უილიამ ტონგს და
დოქტორ ჰალა მადანატს შეხვდა და მათთან ერთად მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები
განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის
გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შედგა, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ
გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე
მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის
ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, ადმინისტრაციის
წარმომადგენლები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან – მეცნიერების
ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ჯეფრი რობერტსი და SDSU-GEORGIA-ს წარმომადგენლები.
მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული საკითხების მიმდინარეობის შესახებ
იმსჯელეს და მომავალი კოლაბორაციის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო
ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების შესაძლებლობებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის
განცხადებით, ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, სან დიეგოს სახელმწიფო
უნივერსიტეტთან პარტნიორობა ნაყოფიერი, მასშტაბური და სტუდენტებისთვის არაერთი
წარმატების მომტანი გახდა. რექტორმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობებს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, SDSU-ს და SDSU-GEORGIA-ს
მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ABET-
აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით მიმდინარე პროცესების შესახებ ყურადღება გაამახვილა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისა და სან-დიეგოს სახელმწიფო
უნივერსიტეტი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში, SDSU-GEORGIA სტუდენტებს
სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს
(ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს STEM დარგებში. აღნიშნული
პროგრამები საქართველოს რიგ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და ამ
პროგრამებით ახალგაზრდების დაინტერესება ყოველწლიურად მკვეთრად მზარდია.
„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 წელზე მეტია წარმატებით თანამშრომლობს ქართულ
საგანმანათლებლო სისტემასთან. აღსანიშნავია უაღრესად ნაყოფიერი პარტნიორობა საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რამაც არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი და განხორციელებული
პროექტი მოგვიტანა. თავის მხრივ, ამერიკულ უნივერსიტეტთან კოლაბორაციის პროგრამა,
უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში, ჩვენს ახალგაზრდებს
კი შესაძლებლობა აქვთ სამშობლოში ამერიკული განათლება მიიღონ. როდესაც შედეგებზე
ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და
მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ
საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა – ეს წარმატებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი
ნაბიჯია. ABET აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით დაუღალავად ვაგრძელებთ მუშაობას და
კიდევ 6 საგანმანათლებლო პროგრამას ვამზადებთ. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით
ახალ წარმატებებს მივაღწევთ, რაც ჩვენს უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს, ახალგაზრდა
მკვლევრებს, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, მეტად

ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს
ურთიერთგაგების დოკუმენტის ეფექტიან მოქმედებას, SDSU-ს აკადემიური პერსონალის
ძალისხმევას, პროფესორ ჰალილ გიუვენისა და მისი მეუღლის, ოია ატაკანის დიდ დამსახურებას,
პირადად პრეზიდენტის, პროფესორ ადელა დე ლა ტორეს და ვიცე-პრეზიდენტების მხარდაჭერას,
რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პროცესების მართვაში ქმედითი
წვლილი მიუძღვის საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გიორგი ამილახვარს, მინისტრის მოადგილე ნოდარ
პაპუკაშვილს – სწორედ მათი უშუალო ჩართულობით ქვეყანაში ვითარდება და ძლიერდება STEM
მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენს შემთხვევაში, უნივერსიტეტში მიმდინარე
პროცესები გულისხმობს არა მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციაზე წარდგენილი პროგრამების
მხარდაჭერას, არამედ ზოგადად, STEM დისციპლინების განვითარებას, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის პოზიციების გაძლიერებას საერთაშორისო სივრცეში, სტუდენტებისთვის
ორდიპლომიან და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობების
ზრდას, რითაც მათი მომავალი გარანტირებულად უმჯობესდება“, – აღნიშნა რექტორმა დავით
გურგენიძემ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტებმა გულთბილი მიღებისთვის
მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და აღნიშნეს, რომ
ABET-აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს
აქტიურად და ინტერესით ადევნებენ თვალს და თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებენ
ინტერნაციონალიზაციის პროცესში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს
მხარდაჭერა აღმოუჩინონ. როგორც მათ აღნიშნეს, ეფექტიანობის თვალსაზრისით, სახეზეა არაერთი
სასიკეთო ძვრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაშიც ქართველი კოლეგების
თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, დიდია თავად რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის
წვლილი. შეხვედრის დასასრულს, მათ გამოთქვეს რწმენა, რომ პროგრესის მომტანი კოლაბორაცია
არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ საქართველოსაც დიდ წარმატებას
მოუტანს.
სტუ-ის ინფორმაციით, რექტორთან შეხვედრის შემდეგ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის
დელეგაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებსა და
ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რევაზ სოხაძე – წელს განხორციელდა ბევრი პროექტი, რაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას ხელს შეუწყობს, მომავალ წელსაც ახალი პროექტები დაიწყება, უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის...

უნდა აღინიშნოს საუკუნის პროექტის, რიკოთის უღელტეხილის 52-კმიანი მონაკვეთის დასრულება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახსნა, ჩვენი ქვეყნისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.მინისტრმა მიმდინარე წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელსაც არაერთი მასშტაბური პროექტია დაგეგმილი.„მიმდინარე წელს გაიხსნა სურამის შემოვლითი გზა, გურიის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი და მომავალ წელსაც ძალიან ბევრი ახალი პროექტი დაიწყება. უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის შემოვლით გზაზე, N 2 ლოტზე, რომელიც გულისხმობს წიწამურიდან ავჭალაში მიმავალ მონაკვეთს.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განხორციელდა, ის მიდგომები, რომელიც ჩვენ შევცვალეთ და ის ახალი სტანდარტი, რომელიც დავამკვიდრეთ. პროექტირების კუთხით, გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯები და ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებებით, როგორიცაა – სკოლები, ბაღები, სპორტული ინფრასტრუქტურა, დაიწყო პროექტირებები. ჩვენ მომავალ წელს ამ პროექტების საფუძველზე დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურას ყველა მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია და უნდა აღინიშნოს ის ნაბიჯები, რაც ეხება ხარისხს, ფასწარმოქმნას, ახალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას, რომელზეც აქტიურად ვმუშაობდით მთელი წლის განმავლობაში და მომავალ წელს უკვე ამ სიახლეების დანერგვა დაიწყება სამშენებლო მიმართულებებით“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 31 დეკემბერს საქართველოში

31 დეკემბერს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +4, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი.წვიმიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +3, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმაა მოსალოდნელი სოხუმში. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერი დღისით +1 გრადუსია, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი. დღისით -2 გრადუსია, ღამით კი ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, -1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.თოვლს ვარაუდობენ გორშიც, დღისით +3 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით -3, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში თოვლიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი თელავშიც, +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც თოვლს ელოდებიან, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი რუსთავშიც, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.თოვლიანი ამინდია თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.

15 წლის ბიჭის წამების საქმეზე დაკავებული 9 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – მათგან 6 არასრულწლოვანია

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირი დამნაშავედ ცნო.უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ე.წ. "ფაშისტური" იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, წარსულში არსებული სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, არასრულწლოვანი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში."ბრალდებულებმა დაზარალებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, დაზარალებული აიძულეს პისტოლეტებისა და დანის გამოყენების მუქარით ღირსების შემლახველი ქმედებებით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს, მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების ე.წ. ლიდერისათვის. დაზარალებულის ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, ასევე მორალური ტანჯვა.თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები,ერთი პირი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 25.144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ორგანიზატორი), ხოლო რვა პირი სსკ-ის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა).სასამართლომ სრულწლოვან 3 მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად კანონით გათვალისწინებული უმაღლესი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, 16 წლის ასაკს მიუღწეველ 3 პირს 6 წლითა და 8 თვით, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველ 3 პირს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალი წლის დღეებში საქართველოში ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტო ახალი წლის დღეებში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.„თბილისში 31 დეკემბერს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს, ხოლო პირველი იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვრის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,+2, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5,-7, დღისით 0,-2 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8,-10, დღისით -3,-5 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4, შიდა ქართლში -7,-9, ხოლო დღისით  +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5 დღისით  +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -10, -12, დღისით  0, -2 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13 ,-15 დღისით -3,-5 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბლოკავს ცხიმის წარმოქმნას სადღესასწაულო სეზონზე“ – 6 ყველაზე ჯანსაღი სადღესასწაულო სუნელი

არაფერს მოაქვს სადღესასწაულო განწყობა ისე სწრაფად, როგორც დარიჩინის, ჯავზის კაკლისა და სხვა სეზონური სანელებლების სუნს, რომელიც თქვენს სახლში ტრიალებს.გარდა დამამშვიდებელი არომატისა და გემრიელი გემოსი, ტრადიციულ საახალწლო სანელებლებს თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაც შეუძლიათ. ათასობით წლის განმავლობაში, კულინარიული სანელებლები იყო სამკურნალო საშუალება. ახლა მათი წარმოუდგენელი ჯანმრთელობის სარგებელი თანამედროვე მეცნიერებითაც დადასტურდა.Womans World-მა გააზიარა 6 სადღესასწაულო სანელებლის სარგებელი, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას.ვარსკვლავური ანისი იცავს მიკრობებისგანვარსკვლავური ანისი (ბადიანის ვარსკვლავი) დაგეხმარებათ გაციებისა და გრიპის სეზონის გადალახვაში ცხვირიდან გამონადენის გარეშე. ეს ძირტკბილას არომატული სანელებელი პოპულარული ინგრედიენტია ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში მისი ანტივირუსული, ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ვარსკვლავურ ანისს აქვს მრავალი სარგებელი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ის ყველაზე ცნობილია იმუნური სისტემის მხარდაჭერით.კვლევა აჩვენებს, რომ ვარსკვლავური ანისი შეიძლება ეფექტური იყოს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ინფექციების მოსაკლავად. ჩაშუშულს ან სუპს დაუმატეთ ვარსკვლავური ანისი.ვარსკვლავური ანისი ასევე ხსნის PMS-სის სიმპტომებს. თუ თქვენ გაქვთ მიდრეკილება შებერილობისკენ, გაღიზიანებისკენ, მკერდის მგრძნობელობისკენ და სხვა სიმპტომებისკენ მენსტრუაციის წინა დღეებში, ვარსკვლავური ანისი დაგეხმარებათ. Complementary and Integrative Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც ღებულობდნენ 110 მგ ვარსკვლავიანი ანისის შემცველ კაფსულებს დღეში სამჯერ მენსტრუაციის დაწყებამდე კვირაში, მნიშვნელოვნად ნაკლები ჰქონდათ PMS სიმპტომები.კარდამონი (ილი) ამშვიდებს კუჭ-ნაწლავის აშლილობას თუ გემრიელი სადღესასწაულო კვება ყოველთვის არ შეესაბამება თქვენს კუჭს, სცადეთ ეს რბილად ცხარე სუნელი მეორე ჭამის ან ჭიქა ღვინის შემდეგ. ილი არის უძველესი წამალი საჭმლის მონელების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიიღება ფინჯანი ჩაის დროს. კვლევებმა აჩვენა, რომ მას ასევე შეუძლია საჭმლის მომნელებელი დამატებითი სარგებელი მოახდინოს, როგორიცაა საკვებით გამოწვეული დაავადებების პრევენცია და კუჭის წყლულების რისკის შემცირება. კარდამონმა შეიძლება გააუმჯობესოს ნაწლავების ჯანმრთელობა საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფის სტიმულირებით და უკეთ მონელების ხელშეწყობით, ამბობს დიეტოლოგი კრისი არსენო.ილი ასევე გეხმარებათ სუნთქვაში. Journal of Health and Allied Sciences-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვარჯიშამდე 15 წუთით ადრე კარდამონის ეთერზეთის ჩასუნთქვა ეხმარება ადამიანებს ჟანგბადის უფრო ეფექტურად გამოყენებაში. როდესაც თქვენი სხეული უკეთ იყენებს ჟანგბადს, ვარჯიში ნაკლებად დამღლელია. ეს სადღესასწაულო სუნელი ასევე ხელს უწყობს ცხვირის შეშუპებას ჰაერის მიმოქცევის გაუმჯობესებით.მიხაკი ბლოკავს ცხიმის წარმოქმნას და კურნავს ნაწლავებსგლინტვეინში მიხაკის დამატებით, ან ლორის შესუნელებით ხელს შეუწყობთ წონის მატების შეფერხებას სადღესასწაულო სეზონზე. ექსპერიმენტულ და თერაპიულ მედიცინაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ანტიოქსიდანტებით მდიდარი სანელებელი თრგუნავს ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას და ხელს უწყობს წონის მატებას. ევგენოლი - მიხაკის ზეთში საკვანძო ნაერთი - შეიძლება დაეხმაროს ნაწლავის მიკრობიომის დაბალანსებას, სხეულის ცხიმის შემცირებას და სისხლში გლუკოზის დონის შემცირებას, რაც ხელს უწყობს არასასურველი კილოგრამების მოშორებას.მიხაკი ასევე ამშვიდებს კბილის ტკივილს. მას აქვს ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებები, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია კბილის ტკივილის შესამსუბუქებლად და პირის ღრუს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. სინამდვილეში, Journal of Dentistry-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მიხაკის ზეთი კბილის ტკივილს უკეთესად ხსნის, ვიდრე ზოგიერთი საანესთეზიო საშუალება.დარიჩინი ამაღლებს განწყობასდარიჩინის ცხარე და თბილი არომატი ხელს უწყობს რელაქსაციას და სტრესის შემცირებას. ტოლედოს უნივერსიტეტის მიმოხილვა აჩვენებს, რომ მყუდრო სადღესასწაულო სუნელი თქვენს სხეულს აიძულებს გამოიმუშაოს უფრო სიხარულის გამომწვევი ბეტა ტვინის ტალღები.დარიჩინი ასევე აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას. დარიჩინი არა მხოლოდ შესანიშნავი სანელებელია თქვენი კერძების გემოს გასაუმჯობესებლად, არამედ მას ასევე აქვს სერიოზული სარგებელი გულის ჯანმრთელობაზე, ამბობს დიეტოლოგი ალისა პაჩეკო. ნაჩვენებია, რომ დარიჩინი ამცირებს სისხლში შაქრისა და ინსულინის დონეს, რამაც შეიძლება შეამციროს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ დარიჩინი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. დამსახურებაა სანელებლების ცინამალდეჰიდი, რომელიც ბლოკავს სისხლში შაქრის მწვერვალს, რაც იწვევს "ცუდი" LDL ქოლესტერინის მატებას.ჯანჯაფილი ხსნის სახსრების ტკივილსსანელებელი, რომელიც ჯანჯაფილს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს, ასევე ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ჯანჯაფილი ასევე აღიარებულია მისი ბიოაქტიური ნაერთების ანთების საწინააღმდეგო სარგებლობისთვის, ამბობს კრისტი რუთი, RD, RD, RDN.კერძოდ, ჯანჯაფილში აღმოჩენილმა სამმა ბიოაქტიურმა ნაერთმა შეიძლება შეამციროს ანთებითი დაავადებების სიმპტომები, როგორიცაა ართრიტი. სინამდვილეში, ჯანჯაფილის ექსტრაქტი ხელს უწყობს მუხლის ოსტეოართრიტის გაუმჯობესებას, სახსრების ტკივილის საერთო მიზეზს. ოსტეოართროზისა და ხრტილის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სანელებელში შემავალი ჯინჯეროლი ამცირებს სახსრების შეშუპებას და სიმტკიცეს 36%-ით.მაშინაც კი, თუ ჯანჯაფილის გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ დატკბეთ მისი სასარგებლო თვისებებით. გააკეთეთ ჯანჯაფილის თბილი კომპრესა, დაასველეთ ქსოვილი მოხარშულ ჯანჯაფილის ჩაიში და შემდეგ წაისვით დაზიანებულ ადგილებში. კვლევამ აჩვენა, რომ მას შეუძლია ტკივილის შემცირება 57%-ით.ჯანჯაფილი ასევე ამშვიდებს კუჭს. ისტორიის მანძილზე ჯანჯაფილი გამოიყენებოდა მცენარეულ მედიცინაში საჭმლის მომნელებელი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ყაბზობა, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა და შებერილობა. ჟურნალში Complementary Therapeutics in Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პიკანტური არომატის უბრალოდ ჩასუნთქვა ამშვიდებს გულისრევას ადამიანთა 65%-ში.

ბოლო სიახლეები