კვირა, ივლისი 6, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს,
აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის (ბაქო) საპატიო დოქტორის
წოდება ორ უნივერსიტეტს შორის საგანმანათლებლო-სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებაში
შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას
შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გარღმავების ხელშეწყობისთვის მიენიჭა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუ-ის რექტორს საპატიო ჯილდო აზერბაიჯანის არქიტექტურისა და
მშენებლობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიულჩოხრა მამედოვამ, აკადემიური
საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაქოში, აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
გამართული აკადემიური საბჭოს სპეციალურ სხდომაზე, საქართველოს დელეგაციის ვიზიტისას
გადასცა.
ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით
გურგენიძე, თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და KIU-ს რექტორი, პროფესორი
ალექსანდრე თევზაძე, აზერბაიჯანულ უნივერსიტეტს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში
ეწვია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის
განცხადებით, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის აკადემიური
საბჭოს სპეციალურ სხდომაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და აზერბაიჯანის
რექსპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო
გაღრმავების, აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების, ასევე, ორი ქვეყნის
სამეცნიერო წრეებისა და ახალგაზრდა თაობების მეტად დაახლოების საკითხებზე, რისი მიღწევაც
ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ინტენსიურად
განხორციელების გზით არის შესაძლებელი.


„განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის
მრავალი ათეული წელია ღრმა პარტიორული ურთიერთობები აქტიურად და მაღალ დონეზე
ვითარდება. ქართული მხარე ამ მიმართულებით კოლაბორაციის კიდევ მეტად გაფართოებითა და
გაღრმავებით არის დაინტერესებული. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა
და განათლების მინისტრის, ემინ ამრულაევის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით
არაერთი შეხვედრა შედგა საქართველოსა და აზერბაიჯანში. ამჟამადაც, საქართველოს დელეგაცია,
მინისტრ გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბაქოში.
ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი
აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტში შედგა. გარდა ამისა,
ვიმყოფებოდით აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაში (ADA), შევხვდით რექტორს, პროფესორ
ჰაზიფ ფაშაევს, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, სტუდენტებს, ვეწვიეთ ბაქოს სახელმწიფო
უნივერსიტეტს, სადაც რექტორ, პროფესორ ელჩინ ბაბაევთან, აკადემიურ საბჭოსთან და
პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ვიმსჯელეთ მრავალ მნიშვნელოვან საკითხსა და
ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, რაც ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის
თანამშრომლობას გაცილებით გააძლიერებს და სამეცნიერო კოლაბორაციას, თვისობრივად, კიდევ

უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის
პარტნიორული ურთიერთობების მეტად გაღრმავებას“, – აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.
აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სპეციალურ
სხდომაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანული უნივერსიტეტის
რექტორებმა ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ურთიერთგაგების
განახლებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დავით გურგენიძის განცხადებით, დოკუმენტის თანახმად, მხარეები გააძლიერებენ კოლაბორაციას
ერთობლივი კვლევითი პროექტების, ერთობლივი და ორმაგი სადიპლომო პროგრამების
შემუშავების, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლითი, სტაჟირებისა თუ
კულტურულ-შემოქმედებითი პროგრამების გააქტიურების, ერთობლივი საგანმანათლებლო-
მეთოდური და პრაქტიკული ბაზების ამოქმედების, ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო
სადისერტაციო საბჭოების დაფუძნების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ორ
უნივერსიტეტს შორის მრავალმხრივი კოლაბორაციის გაღრმავებას, ასევე, საქართველოსა და
აზერბაიჯანის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეების მეტად დაახლოებას.
აზერბაიჯანის რექსპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს
საქართველოს დელეგაცია მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე წულაძის, მინისტრის
მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით
გურგენიძის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის,
ჯაბა სამუშიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე თევზაძის
შემადგენლობით ესწრებოდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
26.01.2024

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

„ლივერპული“ დიოგო ჟოტას კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ფეხბურთელის ოჯახს გადაუხდის

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ბოლო ორი წლის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის და მის შვილებს განათლების საფასურს სრულად დაუფარავს.დიოგო ჟოტასა და ინგლისური ფეხბურთის გრანდს შორის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გაფორმებული.28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ჟოტა მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და დაბრუნებას ინგლისში გეგმავდა, სადაც „ლივერპულთან“ ერთად წინასასეზონო მომზადება უნდა დაეწყო. თავდამსხმელი ქალაქ სანტანდერისკენ მიემართებოდა, საიდანაც სამხრეთ ინგლისში გემით გადასვლას აპირებდა. ექიმების რეკომენდაციით, ცოტა ხნის წინ ფილტვზე გადატანილი ოპერაციის გამო, მას თვითმფრინავით მგზავრობა ეკრძალებოდა.ფეხბურთელის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ჟოტასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც დაიღუპა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა.დიოგო ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა და 123 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თამაშობდა „პაკოშ დე ფერეირაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ვულვზში“.

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია.როგორც BBC აღნიშნავს, 1988 წელს ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პირველად დააანონსა, რომ პარიზელებს სენაში ცურვის შესაძლებლობა ექნებოდათ, რის შემდეგაც მდინარის ეტაპობრივი გაწმენდა დაიწყო. 2024 წლის ზაფხულში ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებისას, მდინარის გასაწმენდად დახარჯეს 1,4 მილიარდ ევროზე მეტი. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ბოლო პერიოდში განხორციელებული რადიკალური ზომების წყალობით გახდა სენა ცურვისთვის ვარგისი.ამგვარად, დღეს დილით რამდენიმე ათეული ადამიანი წინასწარ მივიდა და სენაში გადახტა, როგორც კი ეს ოფიციალურად ნებადართული გახდა.

ბოლო სიახლეები