კვირა, აპრილი 27, 2025

საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი განცხადებას ავრცელებს.

“ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია თვით­მარ­ქვია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, ვინ­მე გი­ორ­გი გუ­ლი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს ხან „ნეკ­რე­სის არ­ქი­მან­დრიტს“, ხა­ნაც „მიტ­რო­პო­ლიტს“ უწო­დებს, აგ­რეთ­ვე იგი სის­ტე­მა­ტუ­რად აღას­რუ­ლებს სხვა­დას­ხვა სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა არც ხელ­დას­ხმუ­ლი და არც აღ­კვე­ცი­ლი, არ წარ­მო­ად­გენს არ­ცერ­თი მო­ნას­ტრის საძ­მოს წევ­რს და, შე­სა­ბა­მი­სად, არც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია.მისი ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა არის თვით­ნე­ბუ­რი. ამ­გვა­რად, მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი “მსა­ხუ­რე­ბა”, სა­ეკ­ლე­სიო თვალ­საზ­რი­სით, კა­ნო­ნი­კუ­რი არ არის და ის ხე­ლახ­ლა უნდა შეს­რულ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა აბ­რკო­ლებს და შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს მორ­წმუ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

🥇 საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

საქართველოს ნაკრები მონტენეგროში დასრულებული ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. საქართველოს ვაჟთა და ქალთა შერეულმა გუნდმა შეჯიბრების ფინალში იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხა.ფინალში თავიანთი შეხვედრები მარიამ ჭანტურიამ, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიგეს, ხოლო ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი და მიხეილ ბახბახიშვილი დამარცხდნენ.ანგარიშზე 3:3, შემთხვევითობის პრინციპით, ოქროს ქულამდე დამატებითი შეხვედრა დაინიშნა, რომელშიც სოფიო სომხიშვილმა ასიო ტავანო დაამარცხა და ჩვენმა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა.ფინალამდე საქართველოს შერეულმა ნაკრებმა აზერბაიჯანს (4:0), ავსტრიასა (4:1) და გერმანიას (4:0) მოუგო.შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე გახდნენ, ხოლო ვერცხლის მედლებს ეთერ ლიპარტელიანი და ტატო გრიგალაშვილი დასჯერდნენ.

ტელეფონის გაჩხრეკისას ბავშვების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოები და ვიდეოები აღმოუჩინეს… – გერმანიაში 53 წლის ქართველი დააკავეს

გერმანიაში, ნეურიედში 53 წლის ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მოქალაქე მანქანით მგზავრობისას პოლიციამ გააჩერა, მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი კი ყალბად მიიჩნია. მოგვიანებით, ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ კაცი იმიგრაციის კანონის დარღვევისთვის იძებნებოდა.

გთხოვთ გავავრცელოთ-„ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა, კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა…“ – 24 წლის ელენე მითაიშვილს დახმარება სჭირდება

24 წლის ელენე მითაიშვილს, საზოგადოების მხრიდან დახმარება სჭირდება! ელენე, 4 მარტს, სნოუბორდით სრიალისას მძიმედ დაშავდა. აღენიშნებოდა კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა და ზურგის ტვინის შეშუპება.ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ელენეს და, მარიამ მითაიშვილი ავრცელებს:„ეს პოსტი არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, ჩემი დის, 24 წლის ელენე მითაიშვილის დასახმარებლად!ელენე, 4 მარტს, სნოუბორდით სრიალისას მძიმედ დაშავდა. ჰქონდა კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა და ზურგის ტვინის შეშუპება.საქართველოში, წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში, ჩაუტარდა ხერხემლის გადაუდებელი ოპერაცია, რომლის დროსაც კისრის მეხუთე და მეექვსე მალები სრულად შეიცვალა ტიტანის იმპლანტით. მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე და გულმკერდის პირველ მალაზე გაკეთდა უკანა ფიქსაცია.ამ ეტაპზე, ელენეს ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა, ხოლო ხელების მოძრაობა შეზღუდულია და სრულფასოვნად არ არის აღდგენილი.საქართველოში, ელენეს რეაბილიტაციის შანსი არ არსებობს და ერთადერთი გამოსავალია, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.ელენეს გამოჯანმრთელებისა და ფეხზე დადგომისთვის, აუცილებელია, თურქეთის კლინიკაში სპეციალური სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რომელიც მოიცავს 6 თვეს და რომლის საფასურია $180,000.თანხა უნდა შეგროვდეს უმოკლეს დროში, რათა მკურნალობის დაწყება არ დაგვიანდეს. ამ ტიპის დაზიანებისას, რეაბილიტაციის ყოველი დაგვიანებული დღე ამცირებს გამოჯანმრთელების შანსს.არ მეგონა, რომ ამ პოსტის დაწერა დამჭირდებოდა და ისიც ვიცი, ჩემი დისთვის არ იქნება მარტივი წასაკითხი დახმარებას რომ გთხოვთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.თქვენი მხარდაჭერისა და ელენეს სიყოჩაღის იმედი მაქვს, რათა მალე დაუბრუნდეს თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს, საყვარელ საქმიანობასა და ჩვენ, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რომლებსაც უსაზღვროდ გვენატრება,“ - წერს მარიამ მითაიშვილი.გადარიცხვისას დანიშნულებაში ვწერთ #ელენესთვისსაქართველოს ბანკი: #GE64BG0000000607525693თიბისი ბანკი: #GE83TB7199945061600002PayPal: @KZhordaniaმიმღები: ქეთევან ჟორდანია (დედა)

ძროხებში ფრინველის გრიპი გავრცელდა – მეცნიერები შესაძლო პანდემიის შესახებ გვაფრთხილებენ

 მეცნიერები აცხადებენ, რომ ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი (HPAI) აშშ-ს რძის მწარმოებელ ფერმებში გარეული ფრინველიდან გავრცელდა. ეს მიგნება საგანგაშოა, რადგან დაავადება ევოლუციასა და სახეობებს შორის გადაადგილებას განაგრძობს. ეს თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ვირუსის პანდემიური პოტენციალი იზრდება.HPAI ვირუსები ცხოველთა ჯანმრთელობისთვისა და სოფლის მეურნეობისთვის სერიოზული საფრთხეა. გარდა ამისა, ეს პოტენციურად ადამიანებისთვისაც საშიშია, რადგან დაავადებას სახეობათაშორისი ბარიერების გადალახვის უნარი აქვს. განსაკუთრებული ყურადღება H5N1-ის შტამს — 2.3.4.4b ექცევა, რომელიც მსოფლიოში უკვე გავრცელდა. მან გარეული და შინაური ფრინველები და სხვადასხვა ძუძუმწოვრები დააინფიცირა. ვირუსი მცირე რაოდენობით ადამიანებშიც მოხვდა, რაც მის პანდემიურ პოტენციალზე მიუთითებს.2024 წელს ეს შტამი აშშ-ს რამდენიმე შტატში მეწველ პირუტყვში დააფიქსირეს. ეს ფაქტი მოულოდნელი იყო, რადგან ჩვეულებრივ ძროხები ამ ვირუსთან არ ასოცირდებოდნენ. მისი განვითარებისა და გავრცელების შესასწავლად თაო-კიენ ნგუიენმა და მისმა კოლეგებმა 100-ზე მეტი ვირუსის გენეტიკური მონაცემები შეაგროვეს. კვლევაშიფრინველის გრიპის ნაკლებად სახიფათო შტამები და ინფიცირებული ძროხების გენომები შეისწავლეს. მკვლევრების შეფასებით, ფრინველიდან ვირუსი პირუტყვზე მხოლოდ ერთხელ 2023 წლის შუა პერიოდში, ტეხასში, გადავიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს შემთხვევა შეუმჩნეველი დარჩა, ერთი ძროხიდან სხვებიც დაინფიცირდნენ.მას შემდეგ, რაც ვირუსი ძროხების პოპულაციაში მოხვდა, მან გავრცელება სწრაფად დაიწყო. ინფიცირებული ან სიმპტომების არმქონე ცხოველების გადაადგილებამ ვირუსი ტეხასიდან სხვადასხვა შტატშიც გაავრცელა. პირუტყვიდან ის ფრინველებში, ენოტებში, შინაურ კატებსა და სხვა ორგანიზმებში მოხვდა. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვირუსმა ისეთი მუტაციები განავითარა, რომლებიც ძუძუმწოვრებზე მარტივად გადადის."ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ A ტიპის გრიპის ვირუსი საერთაშორისო პათოგენია. მის წინააღმდეგ კონტროლის სააგენტოებისა და ცხოველთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანიზაციებს შორის შეთანხმებული მოქმედებაა საჭირო. ამით მოსალოდნელი პანდემიის რისკი შემცირდება", - წერენ კვლევის ავტორები.

ბოლო სიახლეები