ოთხშაბათი, სექტემბერი 3, 2025

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

რუსეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ, 4,2 მაგნიტუდა შეადგინა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„როცა რთული პერიოდი მქონდა, კორონა დამიდასტურდა, დიდი ტექსტი მომწერა…“ – რას იხსენებს კვარა

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია უკვე ყოფილ თანაგუნდელ ნიკა კვეკვესკირზე საუბრობს.„კვეკვე არის ჩვენი თილისმა კაცი. ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ის იყო ჩვენთვის მაგალითი, თითოეული ახალგაზრდისთვის. როცა რთული პერიოდი მქონდა, ფინალის წინ კორონა დამიდასტურდა და მაშინ წავაგეთ, კვეკვემ მომწერა ძალიან დიდი ტექსტი და ეგ ტექსტი იყო მოტივაციის მომცემი. ყველაფერი უნდა გავაკეთო ამისთვის, რომ მე და კვეკვეს და არა მარტო კვეკვეს, ევროპის ჩემპიონატზე უნდა გვეთამაშა ერთ დღეს“, - ამბობს კვარა „პირველ არხთან“.დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის გამტანი ნიკა კვეკვესკირი კარიერაში ახალ ეტაპს იწყებს.კვეკვესკირმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ამიერიდან ეროვნული გუნდის სამწვრთნელო სტაფში იმუშავებს.

ექიმი ლალი ჯანაშია სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

საშიშ ადგილებში, სადაც შემჩნეული გაქვთ კრაზანების ბუდეები, მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი გამოიყენეთ და ნუ ეცდებით მათი ბუდეების მოშლას, იმ ადამიანების გარეშე, ვინც სპეციალური აღჭურვილობით შეძლებს ამის გაკეთებას!ანაფილაქსიური შოკის მართვა აუცილებელია დაუყოვნებლივ და ეტაპობრივად:1. დაუყოვნებლივი ადრენალინის შეყვანა• პირველი და მთავარი პრეპარატი.• ინტრამუსკულარულად (IM) წინა-გარე ბარძაყში, დოზა: 0.01 მგ/კგ (ზრდასრულში საშუალოდ 0.3–0.5 მგ).• საჭიროების შემთხვევაში 5–15 წუთში შეიძლება განმეორება.2. სუნთქვის გზების უზრუნველყოფა• პაციენტის მოთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ფეხების აწევით.• ჟანგბადის მიწოდება.• მძიმე შემთხვევებში – ინტუბაცია ან ტრაქეოტომია.3. ინტრავენური თერაპია• სწრაფი ინფუზია 0.9% NaCl-ის.• ჰიპოტენზიის დროს – ვაზოპრესორები (ნორადრენალინი, დოპამინი).4. დამხმარე მედიკამენტები• ანტიჰისტამინები (H1 და H2 ბლოკატორები).• გლუკოკორტიკოიდები (მეტილპრედნიზოლონი, დექსამეტაზონი) – რეციდივის პრევენციისთვის.5. ჰოსპიტალიზაცია და მონიტორინგი• ყველა პაციენტი საჭიროებს გადაყვანას სტაციონარში მინიმუმ 24 საათით, რადგან შესაძლებელია გვიანი რეციდივი.

სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს...

ბრალდებულები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ.ერთ-ერთი ბრალდებულის, ანდრო ჭიჭინაძის თქმით, რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს უსამართლობის შეგრძნება აერთიანებდათ.29 ნოემბერსაც მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვიდექით , კიდევ დაიძავა სიტუაცია, ჭიჭინაძის ქუჩაზე ახლობლის გამოსაყვანად ავედი, ჯიუტი ადამიანია და არ გამომყვა შუშის სარაჯიშვილის ბოთლი პოლიციის მხრიდან გამოფრინდა და მომხვდა, 4 ადამიანი იგინებოდა დიდ აგრესიას გამოხატავდა ჩემი მიმართულებით ხდებოდა ეს და მე ვერ დავიჯერე ცოტა მივუახლოვდი გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბუნებრივია მოჰყვა ჩემი რეაქცია ვიდეო მოჭრილია აქედან მეც სიტყვიერი შეურაცხ მივაყენე საგანი ეგდო რომელიც იქედან მოვიშორე საფრთხე არ შექმნია პოლიციელებს ძალიან მსუბუქი იყო მოგრძო საგანი. არცერთმა დაზარალებულმა არ თქვა რომ ჩემი ქმედებით საფრთხე მაინც შეექმნა ვინმეს.„12 წლის ასაკი ის პერიოდია, როდესაც ჩემი ოჯახის ახლობელი სანდრო გირგვლიანი მოკლეს. მაღალჩინოსნები, პოლიციელები რომ არ ისჯებოდნენ, ვერ ვხვდებოდი, რატომ შეიძლება არ დასჯილიყვნენ, ადამიანები ვერ გამოხატავდნენ პროტესტს. ეს ჩემ გარშემო ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი, რატომ ეს იყო შიში, რატომაც ვერ გამოხატავდნენ. მაშინ ვთქვი, რომ არ შემეშინდებოდა. იმის მერე ბევრჯერ გახდა აზრის გამოხატვა საჭირო ქუჩაში. ვერ მოვიტყუები, რომ ძალიან აქტიური ვიყავი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არც პასიური. შემოგდებული კანონის უკან გაწვევამ გააჩინა აზრი, რომ შესაძლებელი იყო რაღაცის მიღწევა პროტესტით. რუსული პოლიტიკური ტექნოლოგიების შედეგია ხალხის დაყოფა, ამ სცენარის ნაწილია ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება. თუ ჩვენ ვამაყობთ „ვეფხისტყაოსანით“, ვამაყობთ ჩვენი ფასეულობებით, რომლებიც წმინდა ევროპულია, ამაზე მიდის თავდასხმა. მთავრობაში ვინც არიან, ამ შესაძლებლობის გამოყენება არ უნდათ, ჩვენს შვილებს უნგრევენ მომავალს. რუსთაველზე ადამიანებს უსამართლობის შეგრძნება აერთიანებდათ, უსამართლობაზე მეტად არაფერი მეზიზღება. ერი ცოტა რამეზე ვართ შეთანხმებულები, მაგრამ შეთანხმებულები ვართ ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ჭიჭინაძემ, რომელმაც ასევე ისაუბრა ჭიჭინაძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე: „29 ნოემბერსაც მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვიდექით, კიდევ დაიძავა სიტუაცია. ჭიჭინაძის ქუჩაზე ახლობლის გამოსაყვანად ავედი, ჯიუტი ადამიანია და არ გამომყვა. შუშის ბოთლი პოლიციის მხრიდან გამოფრინდა და მომხვდა, ოთხი ადამიანი იგინებოდა, დიდ აგრესიას გამოხატავდა ჩემი მიმართულებით.  მივუახლოვდი, გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც ბუნებრივია, მოჰყვა ჩემი რეაქცია. ვიდეო მოჭრილია აქედან. მეც სიტყვიერი შეურაცხ მივაყენე, საგანი ეგდო, რომელიც იქედან მოვიშორე, საფრთხე არ შექმნიათ პოლიციელებს, ძალიან მსუბუქი, მოგრძო საგანი იტო. არცერთ დაზარალებულს არ უთქვამს, რომ ჩემი ქმედებით საფრთხე მაინც შეექმნა ვინმეს“.რაც შეეხება ბრალდებულ ონისე ცხადაძეს, მან აღნიშნა, რომ ბრალს არ აღიარებს და კავშირი მასა და სხვა ბრალდებულებს შორის ვერ დადგინდება.„თავაწეულები რომ შედიან და გამოვლენ სინდისის პატიმრები ციხეში, ამ დროს გერმანიაში გაქცეული კაცი ნუ „გვებლატავება“ იქიდან. მე კეთილი ვარ, ანდრო ჩემზე უფრო კეთილია. ერთხელ თქვა, ვაჟა თოდუა რომ შემხვდეს ქუჩაში, დიდ სიკეთეს გავუკეთებო, მეც მიპატიებია. ამ დარბაზში არის დედაჩემი. იმ ასაკში დაკარგა დედა, რა ასაკშიც მე მამა, ფეხზე დგას, მე რა წამაქცევს, სულ უვადო რომ მომისაჯოთ. მუხლის გადაკვალიფიცირებას არ ვემხრობით. მიყვარხართ ყველანი, ვინც სამშობლოსთვის იბრძვით. რაც არ უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ, თავი მაღლა აწიეთ, ისტორიის სწორ მხარეს ხართ. დღეს რომ დახვრეტა იყოს, თქვენ ამას გააკეთებდით, გაწირავდით. ციხის აღწერას დავიწყებ განაჩენის მერე, პირობები რომ გაგაცნოთ, იქ რაც დაგხვდებათ. ბოლოს მინდა, დავასრულო, თუ უვიზოს შევინარჩუნებთ, გავიგე, ჩვენს პროკურორებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და დაქორწინდებიან“, – აღნიშნა ცხადაძემ.როგორც ბრალდებულმა გიორგი ტერიშვილიმა აღნიშნა, საქართველოს სიყვარულისთვის ასამართლებენ.„გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულისთვის, აღარ გვინდა რუსეთი, ევროპა გვინდა. ჯალათი წულუკიანი გამოვიდა გუშინ და საქართველოს დასდო ბრალი. ეს მთავრობა მიიწევს რუსეთისკენ და უნდა მოვაშოროთ ეს მთავრობა. პროკურორებს მივმართავ, მალე მოვა დრო და საქართველოს ღალატისთვის გასამართლდებით. ადვოკატებს მადლობა, რომ მსოფლიოს დაანახეთ მოღალატე პროკურორები და ცრუ მოწმეები. ვიბრძოლოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე“, – განაცხადა ტერიშვილმა.ბრალდებულმა ვალერი თეთრაშვილმა თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ჯგუფურად არ მოქმედებდა და საპროტესტო აქციაზე დამოუკიდებლად მივიდა.„მადლობა ხალხს, ჟურნალისტებს, მსახიობებს მორალური მხარდაჭერისთვის, დღემდე გადავსებული გქონდათ დარბაზი. არ ვეთანხმები, არ ვაღიარებ ბრალდებას, არ შემისრულებია არავის მითითებები, მით უმეტეს, ჩემთვის უცნობი ხალხის. ეს ადამიანები აქ გავიცანი. მივმართავ პროკურორებს, უუნაროები ბრძანდებით. 9 თვე რომ რაღაცას ამტკიცებთ და ბოლოში სხვა რაღაცას, გუშინდელი დღეც ამას ამტკიცებს. დიდი მადლობა ბიჭებს, რომ მსგავსი არაფერი ვიკადრეთ. ისევ შევხვდებით ერთმანეთს სასამართლო დარბაზში, ოღონდ ადგილების გაცვლით“, – აღნიშნა თეთრაშვილმა.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა კალაძე – საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული და ცილისწამებას შეიცავს

საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული და ცილისწამებას შეიცავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.კალაძეს კითხვა დაუსვეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ მოსმენასთან დაკავშირებით, სადაც მოწმეებად მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი და ლუკ კოფი, ასევე ჰელსინკის კომისიის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია: „საქართველო ერთ დროს აშშ-ის ძირითადი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას აღრმავებს“.„მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, რას წარმოადგენენ, ვის ებრძვიან. ჩინეთთან ურთიერთობას რაც შეეხება, ამ ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს სხვა ქვეყნები მიისწრაფვიან, რომ ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩინეთს აქვს. საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, უფრო დაახლოვდეს ჩვენი ეკონომიკა. კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული, შეიცავს ცილისწამებას. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა წერილი, სადაც ჩანს, რა არის ჩვენი სულისკვეთება და მთავარი მიზანი – ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„შვილმა, კორპუსის სადარბაზოში, მამას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა…“ – დაკავებულს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მამის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ბრალდებულმა მამას, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.„დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები