კვირა, ივნისი 22, 2025

საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და ხუთ საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს მოეხსნა ნასამართლობა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანმა ისრაელში რამდენიმე ობიექტი დაბომბა, მათ შორის ბენ-გურიონის აეროპორტი, – BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება

ირანმა ისრაელში რამდენიმე ობიექტი დაბომბა, მათ შორის ბენ-გურიონის აეროპორტი, - BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება.მათივე ინფორმაციით, სხვა სამიზნეებს შორისაა დამხმარე ბაზები, სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები და ბიოლოგიური კვლევის ცენტრი.ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ თავდასხმა შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებით განხორციელდა.

“მოსალოდნელია, რომ ამერიკელებმა უფრო მძიმე ზარალი და დარტყმა განიცადონ, ვიდრე ოდესმე გადაუტანიათ“ – ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი

აშშ-მა, ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით, ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.„მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ დიპლომატიური პროცესის შუაგულში სწორედ შეერთებულმა შტატებმა უღალატა დიპლომატიას. აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.უწყების მტკიცებით, აშშ-ის თავდასხმები გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და რომ „ამ საზარელი დანაშაულის მძიმე და სავალალო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა“ აშშ-ის მთავრობას ეკისრება.„ირანის ლეგიტიმური უფლებაა, სრულად და მტკიცედ დაუპირისპირდეს აშშ-ის სამხედრო აგრესიას და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და დაიცვას ირანის ეროვნული უსაფრთხოება და ინტერესები ყველა საჭირო საშუალებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.ირანის საგარეო უწყება მოუწოდებს გაერო-ს და მის სხვადასხვა ორგანოებს, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომ ,„სასწრაფოდ უპასუხონ უკანონობის ამ აშკარა და დანაშაულებრივ ქმედებას“.უწყება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების დაგმობის მიზნით საგანგებო სხდომა ჩაატაროს.

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. მედიკოსების ცნობით, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ისრაელში დაშავებულია 11 ადამიანი.ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. რაკეტები და ნამსხვრევები ქვეყნის ფარგლებში ათ ადგილას ჩამოვარდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.ამჟამად, ისრაელის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში შეწყდა. არმიაში ამბობენ, რომ მოქალაქეებს თავშესაფრის დატოვება შეუძლიათ.

„სიენენი“ – აშშ-მა ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა

ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის აშშ-მა B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა.როგორც „სიენენი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ოპერაციაში ექვსი ბომბდამშენი იყო ჩართული.ისპაჰანსა და ნათანზში მდებარე ბირთვული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიშების დროს აშშ-ის ძალებმა წყალქვეშა ნავებიდან Tomahawk-ის 30-მდე ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, ასევე B-2-ის ბომბამშენებიდან ჩამოაგდეს ბუნკერის საწინააღმდეგო ორი ბომბი ნათანზში. GBU-57-ის ბომბი მიწისქვეშა სამიზნეების გასანადგურებლად არის შექმნილი.ფორდო მდებარეობს თეირანიდან სამხრეთით დაახლოებით 100 კილომეტრში, ყუმის პროვინციაში, მთიან რეგიონში. ეს არის მიწისქვეშა ობიექტი, რომელიც, სავარაუდოდ, ორი ძირითადი გვირაბისგან შედგება. აქ ინახება ცენრიფუგები, რომლებიც ურანის გასამდიდრებლად გამოიყენება. არსებული მონაცემებით, ფორდოს სადგური 100 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.ამასთან, ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის იერიშამდე სამი ბირთვული ობიექტიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის პოლიტიკური დირექტორის მოადგილემ, ჰასან აბდეინიმ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან ასევე განაცხადა, რომ ირანს სერიოზული ზარალი არ განუცდია, რადგან მასალები უკვე გატანილი იყო.

„ასეთი პასუხი გამცა, რისთვის გამოვიარე ამხელა გზაო…“ – რა ვიდეო ვრცელდება ლომისას წმინდა გიორგის ტაძრიდან

ლომისას წმინდა გიორგის ტაძრიდან ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ატარებს პატარა გოგონა მძიმე ჯაჭვს.ლომისის ჯაჭვი ლომისის ხატის ატრიბუტია. ეს არის საყელურიანი, დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება ლომისას, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და აწ უკვე ქრისტიანულ ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.ვიდეოს სოციალურ ქსელში გოგონა მშობელი ავრცელებს და წერს:„რომ ვუთხარი მძიმეა ეს ჯაჭვი მისთვის, ასეთი პასუხი გამცა, რისთვის გამოვიარე ამხელა გზაო. მადლობელი ვარ  ბიჭებო, რომ არ დასწყვიტეთ გული ჩემს კუდრაჭას...“  

ბოლო სიახლეები