სერბეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, სინიშა მალიმ Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა.
პროექტი მიხეილ ყაველაშვილმა მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა.
Belgrade Waterfront-ი სამი მილიარდი დოლარის ღირებულების მონუმენტური ურბანული აღორძინების პროექტია, რომელიც ქმნის ახალი ქალაქის ცენტრს და ახალ საერთაშორისო დანიშნულების ადგილს. პროექტი სერბეთის მთავრობასა და კომპანია „იგლ ჰილს პროპერთის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც ორიენტირებულია ახალი საქალაქო ჰაბების შექმნაზე.
საქართველოს დელეგაციის წევრები არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

