პარასკევი, მარტი 6, 2026

საქართველოს პენიტენციური სისტემა ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის – „ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკა პენიტენციურ დაწესებულებებში“ – მიხედვით, საქართველოს პენიტენციური სისტემა ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნებს შორის დასახელდა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზის პრევენცია და მართვა წარმატებით მიმდინარეობს. გატარებული რეფორმებისა და ღონისძიებების შედეგად ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. 2011 წლის მონაცემებით, ტუბერკულოზის 1169 რეგისტრირებული და 797 ახალი შემთხვევა, ხოლო 2017 წელს – 79 რეგისტრირებული და 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა ორი მიმართულებით წარმოჩინდა. ერთი მხრივ – პენიტენციურ სისტემაში უნივერსალური ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და ტუბერკულოზის პრევენციის და მართვის გაუმჯობესების მიზნით გატარებული რეფორმები; ხოლო მეორე მხრივ – ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექვივალენტური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისა და მკურნალობის უწყვეტობის შენარჩუნების (როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე გათავისუფლების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორში) კომპონენტით.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის თავდაცვის მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით,  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.„მათ მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო კავშირების მნიშვნელობა აღნიშნეს.კოლეგებმა ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კაია კალასი – ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არ არის

მთავრობა თუ თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოს უკვე ჩამოართვა დაფინანსება „დემოკრატიული უკუსვლის გამო“.„დღეს ევროპა ხელს უშლის მჩაგვრელ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის ქართველ დიპლომატებს ევროკავშირში თავისუფლად მოგზაურობაში. ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არ არის“, – განაცხადა კაია კალასმა.

შოკის მომგვრელი ამბავი თბილისის ცენტრში – შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა. გაუჩინარებულ დედას მხოლოდ მაშინ მიაგნეს, როცა შვილიც გარდაიცვალა...

შოკის მომგვრელი ამბავი თბილისის ცენტრში - შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა. გაუჩინარებულ დედას მხოლოდ მაშინ მიაგნეს, როცა შვილიც გარდაიცვალა - რა მოხდა საიდუმლოებით მოცულ ბინაში?!“კურიერი P.S “- კვირას, 8 მარტს 21:00 საათზე "რუსთავი2-ზე"წყარო:http://facebook.com/reel/1475598324172480/?s=single_unit

მარგუს ცაჰკნა უკრაინასა და უნგრეთს დიალოგის გზით გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა უკრაინასა და უნგრეთს დიალოგის გზით გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდებს.მისი თქმით, ესტონეთი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გამწვავებას შეშფოთებით აკვირდება.„უკრაინასა და უნგრეთს შორის მზარდ დაძაბულობას შეშფოთებით ვაკვირდებით. ვიმედოვნებთ, ფაქტები გაირკვევა და სიტუაცია დიალოგის გზით მოგვარდება“, – წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X-ზე.ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა. უნგრული მედიის ცნობით კი, უნგრეთის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები შეამოწმა, შავებში ჩაცმული ადამიანები მანქანებიდან გადმოიყვანეს და მიწაზე დააწვინეს. ამის შემდეგ უნგრეთის კონტრტერორისტული ცენტრის კოლონა ბუდაპეშტისკენ გაემართა.ამასთან, უნგრეთის პრემიერის ოფისში განაცხადეს, რომ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულ უკრაინის შვიდივე მოქალაქეს უნგრეთიდან გააძევებენ.

გია ვოლსკი: თინა ხიდაშელის გეგმაა, როგორმე საქართველოში ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უნდობლობა გაჩნდეს ამერიკის მხრიდან

თინა ხიდაშელის ჩანაფიქრი და გეგმაა, როგორმე საქართველოში ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უნდობლობა გაჩნდეს ამერიკის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.კერძოდ, ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა „ტვ პირველის“ ეთერში თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.„ასეთი განცხადების ამოცანაა, რომ პარტნიორებს, განსაკუთრებით ამერიკას ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდეთ საქართველოს მიმართ. ამ ამოცანას რეალური წინაპირობა არ აქვს, ამ სიცრუეზე ვერავინ წამოეგება. არ შეიძლება, ირანული გავლენა იყოს, არ და ვერ დაიშვება. ეს მაშინ არ იყო წარმოუდგენელი, როცა ხელისუფლებაში სააკაშვილი, კანდელაკი და მათი გუნდი იყო. რასაკვირველია, ნებისმიერი გადაცდომა აღკვეთილი იქნება. დღეს მთავარი სამიზნეა, როგორმე საქართველოში დააპირისპირონ შიიტი და სუნიტი, ეთნიკურად ქართველი მუსლიმი არაქართველ მუსლიმთან, მართლმადიდებლობას დაუპირისპირონ სხვადასხვა კონფესიები. ამის მცდელობა მუდმივად მიმდინარეობს. ახლა ახალი ძალით წამოიწია, ისევ დღის წესრიგში დადგა, რათა როგორმე საქართველოში ბომბები ჩამოვარდეს, რა წყაროდან იქნება გამოშვებული, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, როგორმე შიდა დაპირისპირებების ისეთი გარემო შეიქმნას, რომელიც სახელმწიფოს მოარყევს. მათი მცდელობები უნდა იყოს განხილული, როგორც ბოროტების მანიფესტაცია, რომელიც უნდათ, რომ საქართველოში განხორციელდეს. თინა ხიდაშელს რაც შეეხება, მისი ჩანაფიქრი და გეგმაა, როგორმე საქართველოში ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უნდობლობა გაჩნდეს ამერიკის მხრიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები