სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026

საქართველოს პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტმა ანრი ოხანაშვილი თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა. ოხანაშვილი მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“სასტიკად დაიჟინა, რომ სიცოცხლე უნდა” – 6 წლის მახარეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის მა­ხა­რე ყვა­ვა­ძეს, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა. მა­ხა­რეს მწვა­ვე ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში და­უს­ვეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლობ­და, თუმ­ცა ორ­თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბავ­შვის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა დიდ რისკთან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ოჯახ­მა ის თურ­ქეთ­ში წა­იყ­ვა­ნა, მკურ­ნა­ლო­ბა კი ისეთ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მის გა­რე­შე, არა­ფე­რი გა­მო­ვა. მა­ხა­რეს შე­სა­ხებ მისი ოჯა­ხის წევ­რი, ლანა კურ­ტა­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს: "ძა­ლი­ან ვე­რი­დე­ბო­დი მსგავ­სი ფოტო/ვი­დე­ო­ე­ბის ჩემი მხრი­დან გავ­რცე­ლე­ბას, მინ­დო­და გა­გფრ­თხი­ლე­ბო­დით, ისე­დაც ყვე­ლამ ვი­ცით-ახლა რას გავ­დი­ვართ, არ მინ­დო­და უფრო და­მემ­ძი­მე­ბი­ნეთ, მაგ­რამ ვერ გა­მომ­დის.ვერ გა­მომ­დის, რად­გან და­ნის (მა­ხა­რეს) მა­მამ ორ­თვე­ნა­ხევ­რის წინ რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი ჩა­იც­ვა და მას შემ­დეგ უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვით უმკლავ­დე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს,უძ­ლებს და თან გზად უამ­რა­ვი ამ­ბის ჩა­მო­ტო­ვე­ბა უწევს. ჩვენც ყვე­ლა ჩვე­ნი მხრივ ვცდი­ლობთ შე­ვე­ხი­დოთ ამ დიდ ბრძო­ლა­ში და ყვე­ლამ ჩვე­ნი წილი “რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი” ვა­ტა­როთ.ადრე ერთი ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნის­გან მო­ვის­მი­ნე, შენს შვილს რომ დას­ჭირ­დეს, რკი­ნას კბი­ლე­ბი­თაც დაფ­ლე­თო, ჰოდა ახლა ვნა­ხე-რას ნიშ­ნავს რკი­ნის კბი­ლე­ბით დაფ­ლე­თა. ამ წლებს უკან რომ მო­ვი­ტო­ვებთ, დანი (მა­ხა­რე) ძა­ლი­ან ამა­ყი იქ­ნე­ბა მა­მა­მი­სით და იმა­საც მიხ­ვდე­ბა, რომ მას­ზე უკე­თე­სი მე­გო­ბა­რიც არა­ვინ ეყო­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში.ჩემი დანი (მა­ხა­რე) კი­დევ რა ყო­ჩა­ღი ბიჭი ყო­ფი­ლა!!!სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი-ნუ ხარ ჯი­უ­ტი, ნუ იჟი­ნებ ყვე­ლა­ფერს-მეთ­ქი და თურ­მე რა კარ­გია, ასე­თი ჯი­უ­ტი რომ არის და ასე სას­ტი­კად და­ი­ჟი­ნა რომ სი­ცო­ცხლე უნდა!და მე ზუს­ტად ვიცი, რომ აქ მხო­ლოდ ერთი გზა გვაქვს და არ არ­სე­ბობს ბ ვა­რი­ან­ტი!ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვეხ­მა­როთ ამ უდი­დეს ბრძო­ლა­ში და­ნი­საც (მა­ხა­რე) და გი­ა­საც (მა­ხა­რეს მამა).პოს­ტის გა­ზი­ა­რე­ბაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.მიმ­ღე­ბი: პა­ა­ტა ქურ­ცი­კი­ძე (ბიძა)პი­რა­დი ნო­მე­რი: #41001015926თი­ბი­სი ბან­კი: #GE14TB7263736010300007საქ. ბან­კი: #GE88BG0000000027396100მიმ­ღე­ბი: გი­ორ­გი ყვა­ვა­ძე (მამა)თი­ბი­სი ბან­კი: #GE42TB7799245068100039

სოზარ სუბარი: საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები არის აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი მიღება და გათვალისწინება არ...

„ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. სინამდვილეში, ასე არ არის და ყველა მსგავს რეზოლუციას აქვს თავისი უარყოფითი ეფექტი, რადგან, საბოლოო ჯამში, ისინი გავლენას ახდენს იმ პოლიტიკაზე, რაც საქართველოს მიმართ ხორციელდება და აყალიბებს იმ არასწორ აღქმებს, თუ რა ხდება ჩვენს სამშობლოში,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით ევრობიუროკრატების მხრიდან უსამართლო და ხშირად მტრულმა პოლიტიკამ, შედეგად მოიტანა ის, რომ ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად დაეცა ნდობა როგორც ევრობიუროკრატიის, ისე საქართველოში მათ მიერვე მხარდაჭერილი პარტიებისა თუ ენჯეოების მიმართ.„ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. სინამდვილეში, ასე არ არის და ყველა მსგავს რეზოლუციას აქვს თავისი უარყოფითი ეფექტი, რადგან, საბოლოო ჯამში, ისინი გავლენას ახდენს იმ პოლიტიკაზე, რაც საქართველოს მიმართ ხორციელდება და აყალიბებს იმ არასწორ აღქმებს, თუ რა ხდება ჩვენს სამშობლოში.მეორე მხრივ, ეს რეზოლუციები, როგორც წესი, არის აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი მიღება და გათვალისწინება არ და ვერ მოხდება. ბუნებრივია, ვისურვებდით, რომ ევრობიუროკრატებს უფრო სამართლიანი და პატიოსანი დამოკიდებულება ჰქონდეთ საქართველოს მიმართ, მაგრამ, მეორე მხრივ, მათი მხრიდან ასეთმა უსამართლო და ხშირად მტრულმა პოლიტიკამ მათი მოლოდინების სრულიად საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად დაეცა ნდობა როგორც ევრობიუროკრატიის, ისე საქართველოში მათ მიერ მხარდაჭერილი პარტიებისა თუ ენჯეოების მიმართ, რადგან ხალხი კარგად ხედავს, სად არის სიმართლე და სად - ტყუილი, სად არის სამართლიანობა და სად - უსამართლობა, და, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს.საზოგადოების სწორად ინფორმირების საქმეში ჩვენმა პარტიამ, „ხალხის ძალამ“, მართლაც ყინულმჭრელის როლი შევასრულეთ და ლომის წვლილი მიგვიძღვის იმაში, რომ ჩვენს სამშობლოს უდიდესი საფრთხე ავაცილეთ თავიდან. ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობებს, რასაც თავდაუზოგავად ცდილობდნენ ჩვენი ე.წ. უცხოელი „მეგობრები“ და მათი ადგილობრივი აგენტურა რადიკალური ოპოზიციის, არანაკლებ რადიკალური ენჯეოებისა და ე.წ. ექსპერტების სახით. როდესაც ჩვენ ამ საფრთხეზე ღიად დავიწყეთ ლაპარაკი, არ ვიყავით დარწმუნებული, რამდენად დაიჯერებდა ხალხი ამ სიმართლეს. მაგრამ მოხდა საოცრება - პოლიტიკურ სპექტრს გაცილებით უფრო გაუჭირდა ამ სიმართლის მიღება, ვიდრე ქართველ ხალხს. საზოგადოება ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ საფრთხე კარს იყო მომდგარი და, როდესაც რეალური ინფორმაცია მიიღო, შესაბამისი დასკვნები გააკეთა. სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს ხალხი გადაწყვეტილებებს ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და არა ევრორეზოლუციების ან ევრობიუროკრატების განცხადებების გავლენით,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დონალდ ტრამპი – არ მჯერა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან, ამის შესახებ აუცილებლად გვეცოდინებოდა, მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ დასაკარგი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სჯერა, ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან.ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაეცნო კრიტიკოსებისა და ოპონენტების განცხადებებს, რომლს მიხედვით, ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან.„თუკი ასეა, ეს ძალიან დაბალ დონეზე ხდება, თუმცა არ მჯერა, მსგავსი რამ საერთოდ ხდება. მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ დასაკარგი. ამის შესახებ აუცილებლად გვეცოდინებოდა, თანაც, ძალიან სწრაფად“, – დაწერა ტრამპმა.

„სიენენი“ – ილონ მასკმა რესპუბლიკურ პარტიას, სულ მცირე, 276 მილიონი დოლარი შესწირა და კვლავ მათი ყველაზე მსხვილი დონორი გახდა

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა ზაფხულიდან მოყოლებული, ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნებისთვის რესპუბლიკელებისთვის, სულ მცირე, 276 მილიონი დოლარი გამოყო, რითაც კვლავ რესპუბლური პარტიის ყველაზე მსხვილ ცნობილ დონორად იქცა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.მასკის მთავარმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, America PAC-მა ეს მონაცემები დაადასტურა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, მასკის ბოლო შემოწირულობების უდიდესი ნაწილი – 158 მილიონი დოლარი Senate Leadership Fund-ს მოხმარდა. ეს სენატის არჩევნებში რესპუბლიკელების მხარდამჭერი უმსხვილესი პოლიტიკური კომიტეტია.„სიენენის” ცნობით, ამჟამად ორგანიზაცია დიდ თანხებს ხარჯავს ტეხასის შტატში სენატის მანდატის შესანარჩუნებლად. სწორედ ამ შტატში ცხოვრობს მილიარდერი და აქ მდებარეობს მისი კომპანიების ქარხნები და სათავო ოფისები.

ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.მისი თქმით, ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კალასის აღიარება უნდა მოისმინოს.“ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს: ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიისთვის უკრაინა და საქართველო სხვისი ხელით გველის დაჭერის მცდელობაა”,- წერს ცოტნე ანანიძე.ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია.

ბოლო სიახლეები