საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი,დიასპორის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო – ამის შესახებ ზაალ სარაჯიშვილი საკუთარ ,,ფეისბუქის” გვერდზე წერს.
,,საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით კომიტეტის აპარატმა და მასთან არსებულმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ უკვე დაიწყო მუშაობა შესაბამის კანონპროექტზე, რომელიც ეხება დიასპორული ორგანიზაციების აღიარებისა და მათი სტატუსი ახლებულად გააზრებას.
კანონპროექტის სამუშაო ვარიანტის მომზადების შემდეგ იგეგმება მისი განხილვა დიასპორულ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებთან”- წერს ზაალ სარაჯიშვილი.