პარასკევი, ივლისი 18, 2025

პარლამენტის თავმჯდომარემ საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი, ეთერ სვიანაიძე, პარლამენტის მიერ საქმიანობის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პარლამენტის მედლით დააჯილდოვა.

ირაკლი კობახიძემ მედალი ეთერ სვიანაიძეს მისი პარლამენტში საქმიანობის 50 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გადასცა.

„ეთერ სვიანაიძე ჯერ კიდევ მაშინ ემსახურებოდა საქართველოში პარლამენტის დამკვიდრებას, მის განვითარებას, როდესაც პარლამენტი ჯერ კიდევ, როგორც ასეთი, არ არსებობდა. ეს 50 წელი არ იყო მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტში მუშაობის 50 წელი. ამ წლების უკან არ დგას მხოლოდ სამუშაო სტაჟი, ამ 50 წლის უკან დგას სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს ერთგულება და პარლამენტის წინაშე ძალიან დიდი წვლილი, რასაც ყველა ვაფასებთ ყველა ის ადამიანი, რომლებიც პირადად ვიცნობთ ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს და ვისაც მის შესახებ სმენია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეთერ სვიანაიძის საპატივცემულოდ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

ირაკლი კობახიძე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეთერ სვიანაიძე, საუკეთესო მაგალითს აძლევს საჯარო მოხელეთა მომავალ თაობებს.

„გარდა იმისა, რომ ის არის ძალიან დიდი პროფესიონალი, რომელიც საუკეთესო მაგალითს აძლევს მომავალ თაობას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა იწყებს საჯარო სამსახურს, ქვეყნის სამსახურს, ამასთან ერთად, ქალბატონი ეთერ სვიანაიძე არის შესანიშნავი პიროვნება, ბრწყინვალე პიროვნება და ამაში დამერწმუნება ყველა, ვინც მას პირადად იცნობს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას სახელით, მადლობის სიტყვებში ყველა შემომიერთდება, მადლობა გადავუხადო ძალიან დიდი წვლილისთვის, ძალიან ერთგული სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, საქართველოს პარლამენტის წინაშე, მინდა ვუსურვო დღეგრძელობა, დიდხანს სიცოცხლე და საქართველოს პარლამენტში ჩვენი ქვეყნის სამსახურში ძალიან დიდხანს ყოფნა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეთერ სვიანაიძე პირველია, რომელსაც წლების წინ დაწესებული ეს საგანგებო ჯილდო – პარლამენტის მედალი გადაეცა.

„რამდენიმე წლის წინ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დაწესდა საგანგებო ჯილდო – საქართველოს პარლამენტის მედალი. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ეს ჯილდო ჯერჯერობით არავის გადასცემია და პირველი კავალერიის სტატუსის მინიჭების ერთადერთი კანდიდატი, რა თქმა უნდა, იყო ქალბატონი ეთერ სვიანაიძე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ შემიძლია, საქართველოს პარლამენტის სახელით, ქალბატონ ეთერს გადავცე ეს ძალიან საპატიო ჯილდო“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ეთერ სვიანაიძემ დამსწრეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „პარლამენტი მისი ოჯახია. “

„ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის. იცოდეთ, რომ ეს ჩემი ოჯახია. 50 წელი ცოტა არ არის. მთელი ცხოვრება აქ ვმუშაობდი და მთელი ჩემი ძალა და ენერგია ამ სამსახურს შევალიე. თუ ენერგია მეყოფა, რა თქმა უნდა, მუშაობას გავაგრძელებ“,- განაცხადა საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსმა.

ეთერ სვიანაიძეს პარლამენტში მუშაობის საიუბილეო თარიღი 2018 წელს შეუსრულდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„როიტერი” – საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია ირანს აფრთხილებენ, რომ ბირთვულ მოლაპარაკებებზე კონკრეტული პროგრესის გარეშე გაერო-ს სანქციებს აღადგენენ

ევროპელები ირანს აფრთხილებენ, რომ ბირთვულ მოლაპარაკებებზე კონკრეტული პროგრესის გარეშე გაერო-ს სანქციებს აღადგენენ, – ამის შესახებ „როიტერი” წერს.საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ირანს განუცხადეს, რომ სურთ თეირანმა დაუყოვნებლივ განაახლოს დიპლომატია თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ და გააფრთხილეს, რომ ზაფხულის ბოლოსთვის, კონკრეტული ნაბიჯების გარეშე, ისინი აღადგენენ გაერო-ს სანქციებს.საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან. ზარის შემდეგ, ფრანგი დიპლომატიური წყაროს განცხადებით, მინისტრებმა ირანს მოუწოდეს დაუყოვნებლივ განეახლებინა დიპლომატიური ძალისხმევა ხანგრძლივი ბირთვული შეთანხმების მისაღწევად.წყარომ არ განმარტა, რა იგულისხმებოდა კონკრეტულ პროგრესში. დიპლომატები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაშიც კი, ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევა აგვისტოს ბოლომდე არარეალისტურია.

მოგეკითხებათ!  მოსამართლე ხარ თუ ჯალათი?

მოგეკითხებათ!  მოსამართლე ხარ თუ ჯალათი? -პერფორმანსი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.მოსამართლის განმარტებით, განაჩენი სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლის სტანდარტს, არ იყო მარტივი საქმე, რომელსაც განაჩენში უნდა გაეცეს პასუხი.ბრალდებულმა ისარგებლა საბოლოო სიტყვის უფლებითაც.ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

რას ამოჰყავს სული ჯოჯოხეთიდან – ნახეთ, რა წერია მამა გაბრიელის ქადაგებაში

საეკლესიო გვერდი მამა გაბრიელის ქადაგების ამონარიდს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„მიცვალებულის სახელზე რომ პანაშვიდი გადაახდევინო, ისეა, თითქოს პატიმარი გაასეირნო დღის სინათლეზე, ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, მაშინ არწივივით აფრინდება! შვიდ შეკვეთილ წირვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ხოლო თორმეტ შეკვეთილ წირვას ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს სული, რანაირი ცოდვილიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გარდა ღვთის გმობელისა, მათზე ლოცვაც არ შეიძლება.მხოლოდ კეთილი საქმეები. თქვენ რომ ხედავდეთ, როგორი მადლი გადმოდის წირვის დროს, მზად იქნებოდით ტაძრის იატაკზე მტვერი შეგეგროვებინათ და იმითი სახე დაგებანათ“.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას, რომელსაც პოლიციელებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.მოსამართლის განმარტებით, განაჩენი სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლის სტანდარტს, არ იყო მარტივი საქმე, რომელსაც განაჩენში უნდა გაეცეს პასუხი.ბრალდებულმა ისარგებლა საბოლოო სიტყვის უფლებითაც.ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

შალვა პაპუაშვილი: ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს...

ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს არის სინამდვილეში, ერეტიკოსებად გვაცხადებენ და იდეოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართველ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონსა და ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას.მისი თქმით, ცრუ დილემას უყენებენ ქართველ ხალხს, როდესაც ეუბნებიან, რომ ევროკავშირი გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა თქვათ - კაცი შეიძლება გახდეს ქალი.„ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ ყოველ წელს მზადდება ანგარიში, წლის ბოლოს და არა აგვისტოში, მაგრამ პერიოდულად ვაწვდით ანგარიშს, მათ შორის, შუალედური ანგარიშები გაგზავნილია უკვე ევროკავშირში, ევროკომისიაში და ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა გვექნება თანამშრომლობა. თუმცა, საქმე იმაშია საიდან აღმოჩნდა ეს აბსოლუტურად დაუკავშირებელი საკითხები ვიზალიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით და რაც შეეხება ბრტყელ დედამიწას. რას გვეუბნებიან, რომ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი გააუქმეთ. არა შეცვალეთ, რაღაც ასე შეცვალეთ ან ცოტა სხვანაირად მოაწესრიგეთ. პირდაპირ გააუქმეთ, ანუ არის მიუღებელი და მიუღებელი ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი ევროკავშირისთვის. ახლა ვნახოთ მაშინ რა არის ევროპული ღირებულება.რას აწესრიგებს ოჯახური ღირებულების შესახებ კანონი. არის სულ რამდენიმე პუნქტი. სულ არის 5 გვერდიანი კანონი, უმარტივესი კანონია. კერძოდ, ქორწინება დასაშვებია მხოლოდ კაცსა და ქალს შორის. რაიმე პრეტენზია ამ მხრივ არსებობს? ლგბტ პირს არ შეუძლია არასრულწლოვანის შვილად აყვანა. აკრძალულია ე.წ. სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება. ყველა დოკუმენტში უნდა იყოს ბიოლოგიური სქესი მითითებული, რაც აქვს ადამიანს. ბაღებში, სკოლებში არ შეიძლება პროპაგანდა. ამ საკითხების მიმართ რა პრეტენზიები არსებობს. ეს ნაწილია ჩვენი საზოგადოების მოთხოვნის. მათ შორის, ამ კანონებით გავედით ჩვენ არჩევნებზე და იმ რეფერენდუმში, რომელიც გამოაცხადეს, ამ კანონებით გავიმარჯვეთ. ანუ, რა გამოდის საერთო ჯამში, როდესაც გვეუბნებიან, რომ გააუქმეთ ეს კანონი, თუ უნდა გავაუქმოთ ამის საპირისპირო უნდა იყოს დაშვებული. დაშვებული უნდა იყოს ქორწინება კაცსა და კაცს შორის, ქალსა და ქალს შორის. ანუ, ეს არის მოთხოვნა. დაშვებული უნდა იყოს არასრულწლოვანის აყვანა ლგბტ პირის მიერ, შვილად აყვანა. დაშვებული უნდა იყოს, რომ პასპორტში ჩაწერილი იყოს არა მისი ბიოლოგიური სქესი, არამედ, მისი სურვილისამებრ ჩაწერონ სქესი და ა.შ. ის, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, ქალი შეიძლება გახდეს კაცი. ის აბსოლუტური ანტიმეცნიერება და მეცნიერული აბსურდი, რასაც წლებია ამტკიცებდნენ და რასაც დღეს ტრამპის ადმინისტრაციამ გასცა მკვეთრი პასუხი, როდესაც ითქვა, რომ ეს არის აბსოლუტური ცრუ იდეოლოგია, რომელსაც ნერგავდნენ, მათ შორის, ამერიკული ფულით, რომელიც ახლა ჩახსნილია, თუმცა დარჩენილია ევროპული ფული. ანუ, რა არის პრინციპი, რომ სქესი დამოკიდებულია ბიოლოგიაზე თუ სქესი დამოკიდებულია სურვილზე. აი, ამას გვეუბნებიან. რა კავშირშია ახლა ეს ვიზალიბერალიზაციასთან.მეორე, ამ ცრუ დილემას უყენებენ ქართველ ხალხს, როდესაც ეუბნებიან, რომ ევროკავშირი გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა თქვათ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ანუ, მრგვალი კი არ არის დედამიწა, დედამიწა არის ბრტყელი. დღესაც ვთქვი, რომ ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს არის სინამდვილეში, ერეტიკოსებად გვაცხადებენ და იდეოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართველ ხალხს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები