თბილისში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი პარაძიუდოში, რომლის ბოლო დღეს გუნდური შეჯიბრება გაიმართა და საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მცირემხედველთა შორის, J2 კატეგორიის ფინალში, ქართველმა პარაძიუდოისტებმა ნეიტრალური დროშით გამომსვლელი გუნდი 4:2 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური, ზურაბ ზურაბიანი, ლევანი გუგავა, და ბაჩუკი შელია ასპარეზობდნენ.
ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, მედია მხარდაჭერას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფდა. მსოფლიო ჩემპიონატში რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის, 312-მა პარაათლეტმა მიიღო მონაწილეობა.

