ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

საქართველოს ნაკრებმა დანია მეორედაც დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა

89:60 – ასეთი ანგარიშით დაამარცხა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია თბილისში და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

 

მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში სავსე ტრიბუნების წინაშე გაიმართა და როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდისთვის ძალიან ბევრს წყვეტდა. წაგების შემთხვევაში დანიელები ჯგუფს მეოთხე ადგილზე (მიუხედავად იმისა, რომ ივლისში კიდევ ორი ტურია) დაასრულებდნენ. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას კი ოთხგუნდიანი ჯგუფებიდან საუკეთესო სამ-სამი ნაკრები განაგრძობს.

A ჯგუფიდან გავიდნენ ესპანეთი, უკრაინა და საქართველო. ბოლო ორ ტურში და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვინც მეტ ქულას დააგროვებს, ფინალურ ეტაპზეც ის ითამაშებს. აქვე გეტყვით: მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ჯგუფის ტრიო B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) სამეულს შეუერთდება, ექვსგუნდიანი ჯგუფიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მოხვდება.

მატჩის სურათი წინასწარვე გამოსაცნობი იყო: დანიის ნაკრებს ევროლიგის კალათბურთელები იფე ლუნდბერგი და შეივონ შილდსი აკლდა. უმეტესად დანიის ჩემპიონატის ახალგაზრდები თამაშობენ და შენგელიას, რიდის, სანაძის დარ გამოცდილ მოთამაშეებთან კლასში სხვაობა ნამდვილად იგრძნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად განსწავლული, ენერგიული გუნდია, დანია საქართველოს პირველივე ტაიმში ჩამორჩა და ჩვენი გუნდი დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა (43:31). მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა იმდენად გაიზარდა (58:34), რომ ბოლო 15-მა წუთმა ფორმალური სახე მიიღო. ცხადი იყო, რომ დანიელები თამაშს ვეღარ შემოატრიალებდნენ.

პირველი თამაშის შემდეგ კიდევ უკეთ გაიხსნა ახალი ლეგიონერი მარკის რიდი, რომელმაც სამ მეოთხედში 25 ქულა ჩააგდო, ხოლო მატჩი 29 ქულით დაასრულა. ორმაგი დუბლი შეასრულა თორნიკე შენგელიამ – 27 ქულა, 11 მოხსნა. ფარქვეშ კარგად იბრძოდა გიორგი შერმადინის შემცვლელი გიორგი ტურძილაძე. დუდა სანაძე იმდენად სასარგებლო იყო, რომ ალექსანდრ ჯიკიჩი იშვიათად ცვლიდა. რაც შეეხება ალექსანდრე მერკვილაძეს, მან სანაკრებო სტატისტიკა არ გაიფუჭა: დანიაში ჩაგდებული ოთხიდან ოთხი სამქულიანის შემდეგ თბილისში სამიდან სამი სამიანი ჩააგდო.

ჯგუფის მომდევნო ორი მატჩი ივლისში გაიმართება: საქართველოს ნაკრები უკრაინასთან სტუმრად (მატჩი ლატვიაში შედგება) 2 ივლისს ითამაშებს, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს. იმ მატჩებში ჩვენს გუნდს სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძეც დაეხმარებიან.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში

რეალურად რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში, - თემაზე პედიატრი, თემურ მიქელაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.თემურ მიქელაძის თქმით, ერთი დაავადების მართვისას სამ მედიკამენტზე მეტი პოლიპრაგმაზიაა. 

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება ახლავე შეწყვიტოს

რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება არა ერთ თვეში, არამედ ახლავე შეწყვიტოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის მიერ გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის განზრახვის გათვალისწინებით, რუსეთს, შეუძლია, ევროპული ბაზრიდან ადრეული გასვლა დაიწყოს და უფრო საინტერესო მყიდველებზე გადაერთოს.„ისინი გეგმავენ რუსული გაზის, მათ შორის თხევადი გაზის შესყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას ერთ თვეში. ხოლო ერთი წლის შემდეგ, 2027 წელს, შემდგომი შეზღუდვების დაწესებას, სრულ აკრძალვამდე. ახლა კი სხვა ბაზრები იხსნება. შესაძლოა, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იყოს ევროპულ ბაზარზე მიწოდება ახლავე შევწყვიტოთ. შევიდეთ იმ ბაზრებზე, რომლებიც იხსნება და იქ დავიმკვიდროთ თავი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს არა გადაწყვეტილება, არამედ „ხმამაღლა ფიქრია“.„მინდა, ნათელი იყოს, რომ პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. თუ ერთ ან ორ თვეში მაინც უნდა დახურონ ბაზარი, მაშინ არ სჯობს, რომ ახლავე შევწყვიტოთ მიწოდება და იმ ქვეყნებში წავიდეთ, რომლებიც სანდო პარტნიორები არიან და იქ გავმყარდეთ? მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის. ამ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ეს უბრალოდ ხმამაღლა ფიქრია“, – აღნიშნა პუტინმა.ცნობისთვის, იანვარში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკავშირში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო გაზის იმპორტის – 2027 წლის სექტემბრიდან.

თეიმურაზ მღებრიშვილი – დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის ინფორმაციით, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაიწვა დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართი.მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.„ამ დროისთვის შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა საამქროს დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არაა. მობილიზებულია 21 ავტო სპეციალური ტექნიკა. მიზეზებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

„რეგიონში ყველა სახელმწიფო აფასებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, გარდა ჩვენი ოპონენტებისა. ისინი ვერ ხედავენ თუ არ უნდათ დაინახონ, რა მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს რეგიონული სტაბილურობისთვის“...

"ჩვენი ადგილობრივი პანიკიორები, რომლებსაც ყველაფერზე განსაკუთრებული რეაქცია აქვთ ხოლმე, დააკვირდნენ სომხეთის მთავრობის პოლიტიკას და ნახონ, რა გამოწვევების წინაშეა სომხეთი და როგორც ცდილობს ამ გამოწვევებს უპასუხოს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს.შალვა პაპუაშვილი გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოში სომხეთის დელეგაციის ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს."რას ნიშნავს ინტერესი, სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკაში ძალიან კარგად ჩანს. ეს არის უპირველეს ყოვლისა, ზუსტად იგივე ამოცანები, რაც საქართველოს აქვს. ეს არის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი მოსახლეობისთვის. ჩვენთან ცალკე არის კიდევ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ვხედავთ დღეს სომხეთის პოლიტიკას. ჩვენი ადგილობრივი უცხო ქვეყნების დროშების მოფრიალე ხალხი რომ გვყავს, დააკვირდნენ სომხეთის პოლიტიკას, რომელიც დსთ-ს წევრიც არის და ევროკავშირთანაც ურთიერთობას აძლიერებს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება უნდა, საომარ მოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობის წარმომადგენლები ირანში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ასე რომ ეს ჩვენი ადგილობრივი პანიკიორები, რომლებსაც ყველაფერზე განსაკუთრებული რეაქცია აქვთ ხოლმე, დააკვირდნენ სომხეთის მთავრობის პოლიტიკას და ნახონ, რა გამოწვევების წინაშეა სომხეთი და როგორც ცდილობს, ამ გამოწვევებს უპასუხოს.რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ინტერესი არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ამ საერთო ინტერესის ნაწილია მათ შორის, სატრანსპორტო დერეფანი, საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა ხდება შესაძლებელი. პირიქით, რაც უფრო სტაბილური იქნება გარემო რეგიონში, მით უფრო მიმზიდველი იქნება ტრანსპორტირებისთვის და მით უფრო ტვირთიც მოიმატებს. რეგიონში ყველა სახელმწიფო აფასებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, გარდა ჩვენი ოპონენტებისა. ისინი ვერ ხედავენ თუ არ უნდათ რომ დაინახონ, რა მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს რეგიონული სტაბილურობისთვის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დიდ დიღომში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, -ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.„შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის გავრცელების საფრთხის მოხსნა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 21 ერთეული სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები