4-6 მარტს ბათუმის სასპორტო სკოლაში 23 წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართება. საქართველოს ნაკრები 23-წლამდელთა შორის გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. 4 მარტს კენჭისყრები ჩატარდება, 5 და 6 მარტს შეხვედრები. ჩემპიონები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.
9-11 მარტს კი, თერჯოლა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საქართევლოს პირველობას უმასპინძლებს. ამ ასაკში საქართველოს ნაკრებმა გასულ წელს ევროპის ჩემპიონატზე ყველა, რვავე წონით კატეგორიაში შეძლო მედლის მოპოვება, გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ჩემპიონები აქაც 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.