ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 23-26 აპრილს ძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით იასპარეზებს. ჩვენი გუნდიდან ტურნირზე ცხრა მამაკაცი და ექვსი ქალი იჭიდავებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

კაცები:

60 კგ – გიორგი სარდალაშვილი

66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ – ტატო გრიგალაშვილი

90 კგ – ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

100 კგ – ილია სულამანიძე

+100 კგ – გურამ თუშიშვილი

ქალები:

48 კგ – ჯულიეტა როდონაია

57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ნოზაძე

63 კგ – ეთერ ასკილაშვილი

70 კგ – მარიამ ჭანტურია

+78 კგ – სოფიო სომხიშვილი

ევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური პირველობისთვის საქართველოს ნაკრებს მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ), გიორგი ჯაბნიშვილი (90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) დაემატებიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას კომისიის სხდომაზე იბარებს

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას კომისიის სხდომაზე იბარებს- ამის შესახებ თეა წულუკიანმა კომისიაზე განაცხადა.

ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, მოულოდნელად გარდაიცვალა

ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას ანდრია ბაუჟაძის გარდაცვალების შესახებ ქვედა სამების საჯარო სკოლა ავრცელებს.„ქვედა სამების საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილით და მწუხარებით იუწყება ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ანდრიანოს (რომლის ორსული მეუღლე რამდენიმე თვის წინ ტრაგიკულად დაიღუპა) ნაადრევი გარდაცვალების შესახებ.ანდრიანო იყო კეთილი, ნიჭიერი და სიცოცხლით სავსე ბიჭი. მისი დაკარგვა უდიდესი ტკივილია ჩვენი სკოლის საზოგადოებისათვის.ვუსამძიმრებთ ანდრიანოს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და კლასელებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ვდგავართ მათ გვერდით ამ რთულ დროს. მშვიდად განისვენე, ანდრიანო…“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.ცნობისთვის, 20 წლის ანდრია ბაუჟაძე 6 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ავარიაში 2024 წლის ოქტომბერში მოყვა. ქობულეთში, მანქანით ნაძვს შეეჯახნენ. სამწუხაროდ, ანანო ხურციძე ადგილზევე დაიღუპა.როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, ბიჭი ბათუმში, „ბაუს“ კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც ურთულესი ოპერაციები გაუკეთდა თავზე. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და აპარატზე ჰყავდათ შეერთებული.

მარიამ ქვრივიშვილმა AIM Congress – ის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საინვესტიციო კონგრესის (AIM Congress) ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის ორგანიზებით ქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა. ღონისძიება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ერთობლივი მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და მაღალი რანგის პირები, მათ შორის, ბაჰრეინიდან, მონტენეგროდან, ეგვიპტიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.მინისტერიალის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე გამოსვლისას, მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე, მიმდინარე სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე, სამთავრობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ტურიზმის ხელშეწყობის სტრატეგიაზე, რომლის შემადგენელი ნაწილია ქვეყნის სახმელეთო და საავიაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განვითარება. მისი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება ხელს უწყობს დაკავშირებადობას, რაც დადებითად აისახება როგორც უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიაზე, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე.„საქართველოს მთავრობის მიზნობრივმა და ეფექტურმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ზრდას, რაც, საბოლოო ჯამში, ტურიზმის სტატისტიკაზე დადებითად აისახება. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის მატებას ასევე იწვევს გაზრდილი ინვესტიციები ტურიზმში, ახალი საწოლი ადგილების შექმნა, ლიბერალური სავიზო რეჟიმების შემოღება და ღია ცის პოლიტიკა ავიაციაში და სხვ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს. მისი თქმით, ყოველწლიურად იზრდება დარგის კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში - 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 300 მლნ. აშშ დოლარით, 7.3%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია ინვესტიციებისთვის, რასაც ხელს უწყობს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დარგში საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებზე, მათ შორის, მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობაზე“ (Business READY), რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოს 50 ქვეყანას შორის საუკეთესო სამეულშია, ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევას „Investment Policy Review“ და Fraser Institute-ის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2024“ რეიტინგს, სადაც საქართველო უპირობო ლიდერია ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანასა და ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის.ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ზელენსკი: უკრაინაში რუსეთის მხარეს ჩინეთის 155 მოქალაქე ომობს

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის შემადგენლობაში ჩინეთის 155 მოქალაქე ომობს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.„ჩვენ ინფორმაციას ვაგროვებთ და ვფიქრობთ, რომ მათი რიცხვი დიდია. ჩვენ გვაქვს 155 საპასპორტო მონაცემი, სადაც წერია მათი ასაკი და ადგილები, სადაც ისინი მსახურობენ: 70-ე, 71-ე და 225-ე მოტომსროლელი პოლკები და ასე შემდეგ“, - თქვა ზელენსკიმ.უკრაინის ლიდერმა აგრეთვე თქვა, რომ ჩინელებს სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკის“ მეშვეობით იბირებენ. მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლებამ ამის შესახებ არაფერი იცის. ზელენსკის აზრით, გადაბირების სხვა სქემებიც არსებობს.ჩინეთის გადაბირებული მოქალაქეები მოსკოვში ჩაჰყავთ. იქ ისინი სამედიცინო შემოწმებას გადიან, ხოლო შემდეგ ერთი-ორი თვით საწვრთნელ ცენტრში სამხედრო მომზადებას გადიან. ჩინელებს აძლევენ მიგრაციულ და საბანკო ბარათებს, აღნიშნა ზელენსკიმ.ცნობისთვის, ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ჩინეთის ორი მოქალაქე დაატყვევეს, რომლებიც რუსული ჯარის შემადგენლობაში იბრძოდნენ.

საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რუსეთში, დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 49კმ-ში მოხდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბოლო სიახლეები