ხუთშაბათი, ოქტომბერი 23, 2025

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დღეების მთვლელი მობილური აპლიკაცია იქმნება

იუსტიციის სამინისტრო ახალი სერვისის – უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის Schengen/EU App-ის პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ 1tv წერს.

როგორც სამინისტროში განაცხადეს, “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ მობილური აპლიკაციის პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 27 თებერვალს გამართავს.

სამინისტროს ცნობით, მობილური აპლიკაცია მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, ჩაინიშნონ შენგენის, ევროკავშირის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა, რათა უნებურად არ დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის წესები.

აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელი იქნება: შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორიის შენახვა (მათ შორის, ქვეყნების მითითებით); დარჩენილი დღეების რაოდენობის გამოთვლა; კონკრეტული მოგზაურობის ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაციის გაზიარება სოციალურ ქსელებში.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.

2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა – 1570-მდე გაიზარდა.

ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა. პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებაც მოითხოვა.

მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვრის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი შარაშიძე – ჩვენ ვერავინ აგვიკრძალავს, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდეთ და ვიბრძოლოთ ამ მოძალადე ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ

ჩვენ ვერავინ აგვიკრძალავს იმას, თუნდაც, არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდეთ და ვიბრძოლოთ ამ მოძალადე ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.ამ განცხადებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აღიარებს თუ არა გახარიას პარტია პარლამენტის ლეგიტიმურობას, რადგან საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.„„ოცნება“, პარლამენტი არის არალეგიტიმური, ჩვენ აღიარების ნაწილში არაფერი შეგვიცვლია. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს „ოცნება“ რეალურად მართავს ქვეყანას, „ოცნება“ იღებს კანონებს და აკონტროლებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის, „ოცნების“ ხელშია კონსოლიდირებული ძალაუფლება სრულად და სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით, სამართალდამცავი სისტემის სრული კონტროლის პირობებში, ამ არალეგიტიმური პარლამენტის კანონების აღსრულებასაც ახდენს სრულად „ოცნება“. ამ ფაქტს და რეალობას ვაღიარებთ და ჩვენ ვერავინ ვერ აგვიკრძალავს იმას, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდეთ და ვიბრძოლოთ ამ მოძალადე ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა შარაშიძემ.თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორი სტატუსით უნდა წარადგინოს პარლამენტში შესვლის შემდეგ, როგორც არალეგიტიმური წევრები, თუ როგორ, გიორგი შარაშიძემ უპასუხა, რომ ეს თავად წამყვანის გადასაწყვეტია.„პარლამენტი ლეგიტიმურია, თუ არალეგიტიმური, დღეს ეს აქტუალური აღარ არის. დღეს თქვენ ინტერვიუ დაიწყეთ იმ კითხვებით, რაც ეხებოდა სუს-ში და პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგებს“, – განაცხადა შარაშიძემ.შარაშიძემ ასევე ისაუბრა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის განცხადებებზე, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით ხელისუფლების პოზიციას ამყარებს.„ამ ოპოზიციას ჩვენ ვპასუხობთ, თუ ვინმემ დღეს ლეგიტიმაცია მისცა „ოცნებას“, პირველ რიგში, არიან ისინი, საკუთარი უპასუხისმგებლო მოქმედებებით, რაც ჩაიდინეს 4 ოქტომბერს“, – აღნიშნა შარაშიძემ.შეკითხვაზე, ხომ არ იყენებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საბაბად 4 ოქტომბრის გეგმას, რადგან პარტიის ლიდერები მუდმივად ამბობენ, რომ ოთხმა ოქტომბერმა საბოლოოდ გაუმყარათ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ, თუმცა მანამდეც, ისინი გარკვეული ფრთხილი მიდგომებით მაინც მიდიოდნენ ამ გადაწყვეტილებამდე და საზოგადოებისთვის მათი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან ბოლომდე არ ჩახსნეს საპარლამენტო სია და დაიტოვეს თეორიული შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოში ნებისმიერ დროს შესვლის, ხოლო ორი თვის წინ თქვეს, რომ საპარლამენტო ბოიკოტი შეცდომა იყო, გიორგი შარაშიძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ველოდით“.„4 ოქტომბრამდეც ვამბობდით. მეტსაც გეტყვით, ამოიღეთ გიორგი გახარიას ინტერვიუ 4 ოქტომბრამდე სხვადასხვა სატელევიზიო არხზე, რასაც ამბობდა, ყველაფერი მოხდა ზუსტად ისე“, – განაცხადა შარაშიძემ.შეკითხვაზე, 4 ოქტომბერს პროცესები ისე რომ არ განვითარებულიყო, როგორც განვითარდა, მაინც შევიდოდნენ თუ არა პარლამენტში, მანამდეც თუ ჰქონდათ გადაწყვეტილი პარლამენტში შესვლა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ ეს რთული სათქმელია.„ჩვენთვის მთავარი იყო, დავლოდებოდით 4 ოქტომბერს, იმდენად დიდი იყო 4 ოქტომბრის მოლოდინი, ჩვენ ვამბობდით, რომ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მივიღებთ იმ პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რაც იქნება პოსტ 4 ოქტომბრის საქართველოში, ანუ, პოსტმუნიციპალური არჩევნების პერიოდში, მაგრამ მოხდა ის, რასაც, როგორ გითხრათ, ველოდით, მაგრამ ასეთ წარმოუდგენელ უპასუხისმგებლობასაც არ ველოდით“, – განაცხადა შარაშიძემ.ამასთან, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა შეფასებას გააკეთებს მას შემდეგ, რაც ბრიფინგზე მოისმინა, რომ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და არ ვიცით, კონკრეტულად რას ედავებიან ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ორ ყოფილ მაღალჩინოსანს, გრიგოლ ლილუაშვილს და ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ „ოცნებამ“ Შექმნა ამ ქვეყანაში სისტემური პოლიტიკური კორუფცია და ის, რასაც დღეს ვიგებთ, სხვა არაფერია, თუ არა იმის დასტური, რასაც ოპოზიცია ამბობდა, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში, „ოცნება“ ჩაფლული იყო კორუფციაში.„სისტემური პოლიტიკური კორუფცია ეს არის ჩვენი გუნდის მიერ შემოტანილი ტერმინი, ზოგადად. ეს არის პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ “ოცნებამ” შექმნა სისტემური პოლიტიკური კორუფცია“, – განაცხადა შარაშიძემ.შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ბრალდებულთა წრის გაფართოებას, შარაშიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი არის არა ის, გაფართოვდება თუ არა ეს წრე, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რამდენად რეალურად ებრძვის „ოცნება“ კორუფციას, ხოლო „ოცნება“ არ ებრძვის რეალურად კორუფციას.მისივე თქმით, მართლაც პარადოქსია, რომ ერთი მხრივ, იყოს საკმაოდ მისაღები და ნორმალური ეკონომიკური ზრდა, ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებული და ამ დროს, ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეები ისევ ისეთ გაჭირვებასა და სიღარიბეში ცხოვრობდნენ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მისიით იმყოფება მათი ლიდერი გიორგი გახარია გერმანიაში და უკავშირდება თუ არა მისი იქ ყოფნა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მის წინააღმდეგ აღიძრა, რადგან მმართველი გუნდი მის ქმედებას გაქცევად აფასებს, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა, უკავშირდება.„დღეს „ოცნება“ არის იმდენად არაადეკვატური ავტოკრატიული რეჟიმი, რომ ახლა ნამდვილად სჯობს, პოლიტიკოსმა ყველაფერი გააკეთოს, რათა შეინარჩუნოს ხალხთან კომუნიკაცია, შეინარჩუნოს პარტიის მართვა“, – განაცხადა შარაშიძემ.

მარიამ ქვრივიშვილი – ჭკვიანი მმართველობა, თანმიმდევრულობა, გამჭვირვალობა და უწყვეტობა, სწორედ ამ რამდენიმე ნიშანს ატარებს ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში

ჭკვიანი მმართველობა, თანმიმდევრულობა, გამჭვირვალობა და უწყვეტობა – წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ რამდენიმე ნიშანს ატარებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა.„ამ ყველაფერს ინვესტორები სამართლიანად აფასებენ და ამბობენ, რომ საქართველო ცალკეულ სირთულეებს სწორად მართავს. ბოლო რამდენი წელია, საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი მდგრადობა და მედეგობა, რაც აისახა საქართველოს ეკონომიკაზეც. შესაბამისად, ქართულმა ეკონომიკამ სტაბილურობა და სტაბილური ზრდა აჩვენა“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ინვესტიციების მხრივ მნიშვნელოვანი ზრდა და შემოსავლები დაფიქსირდეს.„ჩვენ ვაძლიერებთ და ვაუმჯობესებთ საქართველოს, ქვეყნის პოზიციონირებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით, ამასთანავე, ინვესტირებითა და თანაინვესტირებით ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ. ეს არის ის რეალობა, რასაც არა მარტო ჩვენ, არამედ ინვესტორებიც ხედავენ. ამას ხედავს ფართო საზოგადოებაც“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ისაუბრა ფაქტორებზე, თუ რატომ უნდა დაინტერესდეს ინვესტორი საქართველოში ფინანსური რესურსების ჩადებით.„საქართველოში ინვესტირებით თქვენ ინვესტიციას დებთ სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და პროგნოზირებადობაში. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ინვესტიციებიდან, საშუალოდ, ყველაზე მაღალი სარგებელი გამოიმუშაოს, ასევე მნიშვნელოვანია სწორი საგადასახადო პოლიტიკა და გამჭვირვალობა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლა სარკოზის მიმართ მკვლელობის მუქარის გამო სამი პატიმრის მიმართ გამოძიება დაიწყო

პარიზის პროკურატურამ დაადასტურა, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიმართ მკვლელობის მუქარის გამო სამი პატიმრის მიმართ გამოძიება დაიწყო.„ჩატარდა ადმინისტრაციული ჩხრეკა“, – განაცხადეს პროკურატურაში.მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისმის, როგორ ემუქრება სარკოზის მკვლელობით ლა სანტეს ციხის პატიმარი.საქმეზე გამოძიება „მკვლელობის მუქარის“ მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ორი მობილური ტელეფონი.საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ორი შეიარაღებული პოლიციელი იცავს, რომლებიც 12 საათში ერთხელ იცვლებიან.ცნობისთვის, პარიზის სასამართლომ 25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, სასამართლომ იგი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მიხეილ სააკაშვილი დაკავებული იყო საკუთარი დედისთვის ქონების გადაცემით – შალვა პაპუაშვილი

„2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მიხეილ სააკაშვილი დაკავებული იყო საკუთარი დედისთვის ქონების გადაცემით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი-საკმარისი დრო იყო, რომ ბრიუსელი გამიჯვნოდა ძალადობას, საკმარისი დრო იყო, რომ ბრიუსელს დაეგმო პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი

„საკმარისი დრო იყო, რომ ბრიუსელი გამიჯვნოდა ძალადობას, საკმარისი დრო იყო, რომ ბრიუსელს დაეგმო პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი “,  -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„მათ ეს არ გააკეთეს და ფაქტია, რომ  არ გააკეთეს განზრახ, ვინაიდან ეს არ დაგმობა არის მოწონება და წახალისება შემდგომი ძალადობის. ასე უნდა გავიგოთ ეს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ჩვენ, ქართველებმა ამ რეალობას უნდა შევხედოთ და ისე მივიღოთ, რომ დღეს ბრიუსელის სხვადასხვა სტურქტურები საქართველოში ძალადობას ახალისებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები