ორშაბათი, მაისი 12, 2025

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს – „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის თასი მეთექვსმეტედ მოიგეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა, 31:7 დაამარცხა და 19 მარტს პორტუგალიის წინააღმდეგ ფინალში ითამაშებს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის გარდა, „ბორჯღალოსნებმა“ მეთექვსმეტედ მოიპოვეს ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც 2002 წლიდან, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრებში (მსოფლიო თასის ეგიდით ჩატარებული მატჩების გარდა) თამაშდება. რუმინელებს ეს თასი 6-ჯერ აქვთ მოგებული.

პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ორი ლელო გაიტანეს (მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა), რომელიც თედო აბჟანდაძემ ორჯერვე ზუსტად გარდასახა, მანვე თამაშის დასაწყისში ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 17:0 მოიგეს.

„ბორჯღალოსნებმა“ მეორე ტაიმიც აქტიურად ჩაატარეს, ტაიმის დასაწყისში ტექნიკური ლელოთი კიდევ უფრო დაწინაურდნენ – 24:0, რასაც რუმინელებმა ერთი ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 31:7 მოუგო და ფინალის საგზურთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასი მე-16 მოიპოვა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი 4 მარტს გამოვლინდა – პორტუგალიის ნაკრებმა ლისაბონში ესპანეთი 27:10 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ამრიგად, 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, 20:15 საათზე „ბრინჯაოს ფინალში“ ერთმანეთს ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებები შეხვდებიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

GEO11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის მონაწილეთა საბოლოო შემადგენლობები ცნობილია

16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები (GEO11) „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.ცნობილია გუნდების საბოლოო განაცხადები.GEO11-ის შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი ლომაია, როინ კვასხვაძე;მცველები: კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ღუდუშაური, გიორგი ნავალოვსკი;ნახევარმცველები: სანდრო კობახიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, გოგიტა გოგუა;თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, გიორგი დემეტრაძე.მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.„ბარსელონას“ ლეგენდების შემადგენლობა:მეკარეები: ხესუს ანგოი, ხორდი მასიპი;მცველები: ოლეგერ პრესასი, სერხი ბარხუანი, ხუან პაბლო სორინი, კრისტანვალი, ფრედერიკ დეო, მაქსველი, ფერნანდო ნავარო;ნახევარმცველები: ფილიპ კოკუ, ჟერარ ლოპესი, იარი ლიტმანენი, ედგარ დავიდსი, ხოსე ედმილსონი, გაისკა მენდიეტა;თავდამსხმელბი: ლუდოვიკ ჟიული, ხავიერ სავიოლა, რონალდინიო.მწვრთნელი: ალბერტ ფერერი.

ილია მეორემ მერაბ კოკოჩაშვილი საპატრიარქო სიგელით დააჯილდოვა, რეჟისორს სპეციალური ჯილდო, ოქროს ჯვარი, მახათის ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი გადაეცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მერაბ კოკოჩაშვილი საპატრიარქო სიგელით დააჯილდოვა. როგორც მეუფე შიო მუჯირმა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში განაცხადა, რეჟისორს სპეციალური ჯილდო, ოქროს ჯვარი, მახათის ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი გადაეცა.„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აჯილდოებს ჩვენს სასიქადულო რეჟისორს, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ნება მომეცით, წაგიკითხოთ ეს სიგელი:„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. თანამედროვე ქართული კინოს ფრიად გამორჩეული რეჟისორი, პედაგოგი, უბადლო ესთეტი და ქვეყნის დიდი გულშემატკივარი, ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით.ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“.ასევე, ბატონ მერაბს გადაეცემა საზოგადოება „ივერიისას“ სახელით სპეციალური ჯილდო – ოქროს ჯვარი, მახათის ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი. ბატონო მერაბ, ღმერთმა გაგახაროთ და გადღეგრძელოთ. ყველას გვიყვარხართ და გისურვებთ დიდ ახალ შემოქმედებით წარმატებებს და დიდხანს სიცოცხლეს. დიდი მადლობა“,- განაცხადა მეუფე შიომ.მერაბ კოკოჩაშვილმა ჯილდოსთვის მადლობა გადაიხადა.„დღევანდელი დღე ჩემთვის არის განსაკუთრებული, ვინაიდან თქვენ მიერ ჩემთვის მოძღვნილი ჯვარი ეს არის ნიშანი იმისა, რომ უნდა იყო რწმენითა და სულიერებით სავსე, უნდა იყო სავსე სიმართლით და თავდადებული შენი ქვეყნისა და შენი ხალხისთვის. უღრმესი მადლობა“,- აღნიშნა მერაბ კოკოჩაშვილმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, ვოლოდიმირ ზელენსკის 15 მაისს სტამბოლში შეხვდეს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის ხუთშაბათს, 15 მაისს სტამბოლში. ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.„ამ შაბათ-კვირას კიევში ჩვენ გავხდით ევროპული ერთიანობისა და ძალის დემონსტრაციის თვითმხილველი, 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ ერთიანი მოწოდებით, შეერთებული შტატების მხარდაჭერით. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოიყენა შესაძლებლობა და გამოთქვა სტამბოლში პირადად ჩასვლის ინიციატივა. ახლა ჩვენ მოვუწოდებთ ვლადიმერ პუტინს, ასევე დათანხმდეს ამას“, – განაცხადა მინისტრმა ლონდონში რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არის წინასწარი პირობა უკრაინის საკითხზე ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.„ცხადია, რომ არ იქნება მოლაპარაკებები სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაზე ცეცხლის შეწყვეტის გარეშე, რადგან შეუძლებელია მშვიდობიანი მოლაპარაკებები ბომბებისა და დრონების თავდასხმის ქვეშ“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.გასული კვირის ბოლოს კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 12 მაისიდან უნდა გამოცხადდეს „ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში“. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთისგან ელოდება ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან და პირადად დაელოდება კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს.

მიხეილ ყაველაშვილი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო

12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და თბილისი მერთან, კახა კალაძესთან ერთად, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.პრეზიდენტმა საზოგადოებას ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა.საზეიმო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა.ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კაია კალასი – სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა

სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლონდონში ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავენ.„ჩვენ ვიხილეთ, რა თქვა პუტინმა, თუმცა ღამით უკრაინაზე ისევ 100-ზე მეტი დრონით შეტევა განხორციელდა. ამგვარად, სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ ასევე უნდა ვნახოთ, რომ რუსეთს სურს ეს, რომ მან აჩვენოს კეთილი ნება, რათა დაჯდეს და ელაპარაკოს უკრაინელებს. ეს არ ხდება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მას ნამდვილად მოუნდეს მშვიდობა და დაჯდეს უკრაინასთან სასაუბროდ“, – თქვა კალასმა.ლონდონში მიმდინარე შეხვედრაში, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობენ საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ბოლო სიახლეები