სამშაბათი, აგვისტო 12, 2025

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე უნგრელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ტამაშ ვარგას შეხვდა. პაატა პატიაშვილმა უნგრელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის უწყების ცნობით, ხაზი გაუსვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს; მხარეებმა ისაუბრეს უნგრეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.

„ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციისა და თავდაცვის კუთხით არსებული თანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობას, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.

პაატა პატიაშვილმა ტამაშ ვარგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესი გააცნო, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს. მან უნგრული მხარის მიერ არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის კოლეგას მადლობა გადაუხადა.

უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქვეყანაში საქართველო- უნგრეთის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში იმყოფება“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელში, გალილეის ზღვა წითლად შეიღება – ექსპერტები მიზეზებს განმარტავენ

ისრაელში, გალილეის ზღვა წითლად შეიღება. უჩვეულო მოვლენა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.ქვეყნის წყლის რესურსების სამინისტრომ ორშაბათს დაადასტურა, რომ გალილეის ზღვის წყლები ცურვისთვის უსაფრთხოა, მიუხედავად მისი კაშკაშა წითელი ფერისა. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.სამინისტროს განმარტებით, ზღვაში წითელი ლაქები წყალმცენარე Botryococcus braunii-ს აქტივობის შედეგია.როგორ აქცევს მწვანე წყალმცენარეები წყალს წითლად?სამინისტროს ინფორმაციით, წითელი ფერი წყალმცენარეების მიერ ინტენსიური მზის სხივების ზემოქმედებისას წარმოქმნილი ბუნებრივი პიგმენტის დაგროვების შედეგია.მათივე ცნობით, პიგმენტი არატოქსიკურია და გალილეის ზღვაში ჩატარებულმა პროფესიონალურმა ტესტებმა დაადასტურა, რომ მოცურავეებისთვის წყლის წითელი ფერი საშიში არ არის.

სომხეთის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს სატელეფონო საუბრისას ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.„ნიკოლ ფაშინიანმა თავის კოლეგას 8 აგვისტოს, აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო, კერძოდ, „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმება“, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის შესახებ ეუთო-სთვის ერთობლივი მიმართვა, ასევე რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ასევე პროექტი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ მისალმებისთვის.სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე.„ისინი იზიარებდნენ მოსაზრებას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა – დედაქალაქი კრიმინალებმა, ნარკოტიკებით გაბრუებულმა მანიაკებმა, უსახლკაროებმა ჩაიგდეს ხელში, ამას აღარ დავუშვებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა.ტრამპმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტს ფედერალური კონტროლის ქვეშ მოაქცევს“ და „ვაშინგტონში კანონის, წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღდგენის მიზნით ეროვნულ გვარდიას განათავსებს“.ტრამპის თქმით, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიიის 800 წევრს გაგზავნის.„ვაშინგტონში კანონის, წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღსადგენად, მე ეროვნულ გვარდიას ვგზავნი. ჩვენი დედაქალაქი ძალადობრივმა დაჯგუფებებმა, კრიმინალებმა, ნარკოტიკებით გაბრუებულმა მანიაკებმა და უსახლკარო ადამიანებმა ჩაიგდეს ხელში და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ საჭირო გახდა, იმავეს გააკეთებს ჩიკაგოშიც, სადაც მისი თქმით, კატასტროფული სიტუაციაა.„თუ საჭირო გახდება, იმავეს გავაკეთებთ ჩიკაგოშიც, სადაც კატასტროფაა. იმედია, ლოს ანჯელესი უყურებს“, – განაცხადა ტრამპმა.

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციური პარტიები, მაქსიმუმ, სხვადასხვა საკრებულოში დეპუტატის შეყვანას ან ფრაქციის შექმნას შეძლებენ, ეს საბოტაჟის შედეგია, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებდნენ

დღევანდელი კვლევებიდან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს არავითარი შანსი არ აქვთ მერის არჩევნებში მოგების, მაქსიმუმ, ისინი შეძლებენ, სხვადასხვა საკრებულოში დეპუტატის შეყვანას ან ფრაქციის შექმნას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეგიონებში მერობის კანდიდატები დასახელების შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, ეს არის იმ საბოტაჟის შედეგი, რომელსაც ოპოზიცია საკუთარი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ახორციელებდა.„ერთადერთი რეალური ამოცანა, რაც შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის დეპუტატის შეყვანა, მაქსიმუმ, ფრაქციის შექმნა სხვადასხვა საკრებულოში. დღევანდელი კვლევებიდან გამომდინარე  ეს არის რეალური სურათი. არავითარი შანსი არ აქვთ, რომ მოიგონ მერის არჩევნები. ეს არის იმ საბოტაჟის შედეგი, რომელსაც ახორციელებდნენ საკუთარი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. ამ საბოტაჟმა დაასუსტა ოპოზიციური პარტიები, რადიკალური ოპოზიცია. ამის შედეგებს იხილავენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ვაშინგტონში გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაციის სრული ტექსტი გამოაქვეყნეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ვაშინგტონში გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაციის სრული ტექსტი გამოაქვეყნეს. დოკუმენტის ტექსტი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 8 აგვისტოს თეთრ სახლში მოაწერეს ხელი.დოკუმენტში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ, აღიარონ და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.„მხარეები ადასტურებენ, რომ ყოფილი სსრკ-ის სოციალისტური რესპუბლიკების საზღვრები გახდა შესაბამისი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრები და აღიარებულია, როგორც ასეთად საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მხარეები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.ამასთან, სომხეთი და აზერბაიჯანი ადასტურებენ, რომ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ და არ წამოაყენებენ ასეთ პრეტენზიებს მომავალშიც.„მხარეები არ ახორციელებენ არანაირ ქმედებებს, მათ შორის დაგეგმვას, მომზადებას, წახალისებას და ისეთი ქმედებების მხარდაჭერას, რომლებიც მიმართულია მეორე მხარის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური ერთიანობის დაშლისა ან დარღვევისკენ, მთლიანად ან ნაწილობრივ“, – ვკითხულობთ ტექსტში.ამასთან, მიღწეულია შეთანხმება, რომ მხარეები თავს შეიკავებენ ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარისგან, რომელიც მიმართული იქნება ტერიტორიული მთლიანობისა ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.ამავე მუხლში ნათქვამია, რომ „მხარეები რ დაუშვებენ მესამე მხარის მიერ თავიანთი ტერიტორიის გამოყენებას მეორე მხარის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად, რაც შეუთავსებელია გაერო-ს ორგანიზაციის წესდებასთან“.ტექსტის მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი თავს შეიკავებენ ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე, თუმცა დეკლარაციაში არ არის მითითებული კონკრეტული ვადა.მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ გააგრძელებენ მუშაობას საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაზე და ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი თანხმდებიან, რომ არ განალაგებენ საზღვრის გასწვრივ ნებისმიერი მესამე ქვეყნის სამხედრო ძალებს.„საერთო საზღვრის დემარკაციამდე და მომდევნო დემარკაციამდე მხარეები განახორციელებენ ურთიერთშეთანხმებულ უსაფრთხოების ღონისძიებებსა და ნდობის განმტკიცების ზომებს, მათ შორის სამხედრო სფეროში, სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – ვკითხულობთ ტექსტში.ამასთან, მხარეები პირობას დებენ, რომ „მხარეები გმობენ და იბრძოლებენ შეუწყნარებლობას, რასობრივ სიძულვილს და დისკრიმინაციას, სეპარატიზმს, ძალადობრივ ექსტრემიზმსა და ტერორიზმს მათი ყველა გამოვლინებით, თითოეული თავისი იურისდიქციის ფარგლებში“.მხარეები ასევე იღებენ ვალდებულებას „გადაწყვიტონ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და ძალადობრივი გაუჩინარების საკითხები, მათ შორის ასეთ პირებზე ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაციის გაცვლის გზით, პირდაპირ ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით“.ასევე ტექსტში ნათქვამია, რომ „მხარეებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებები სხვადასხვა სფეროში, რომელიც წარმოადგენს საერთო ინტერესს, მათ შორის ეკონომიკის, სატრანზიტო-სატრანსპორტო, ეკოლოგის, ჰუმანიტარული და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“.ამავე დეკლარაციაში სომხეთი და აზერბაიჯანი პირობას დებენ, რომ უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების სრულად იმპლემენტაციას და შექმნიან ორმხრივ კომისიას, რომელიც ამ პროცესს მონიტორინგს გაუწევს.ამასთან, მხარეები პირობას დებენ, რომ „ეს შეთანხმება არ შეზღუდავს მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და ხელშეკრულებებიდან, რომლებიც დაიდო თითოეული მხარის მიერ გაერო-ს ორგანიზაციის სხვა წევრ სახელმწიფოებთან“.ამასთან ერთად, „მხარეები უზრუნველყოფენ, რომ მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებები მათსა და ნებისმიერ მესამე მხარეს შორის არ მიაყენებს ზიანს ამ შეთანხმების მიხედვით გაწერილი ვალდებულებების შესრულებას“.„თავიანთ ორმხრივ ურთიერთობებში მხარეები ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და ამ შეთანხმებით. არცერთ მხარეს არ აქვს უფლება, მიმართოს თავის ეროვნულ კანონმდებლობის დებულებებს, როგორც ამ შეთანხმების დაუცველობის გამართლებას. მხარეები „საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ ვენის კონვენციის“ შესაბამისად თავს შეიკავებენ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების მიზნებსა და ამოცანებს, მისი ძალაში შესვლამდე“, – ნათქვამია ტექსტში.ამ შეთანხმების ძალში შესვლიდან ერთ თვეში მხარეებმა უნდა გაიწვიონ ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი პრეტენზიები, საჩივრები, აპელაციები, დავები, რომლებიც შეტანილია ნებისმიერ სამართლებრივ ფორუმზე და რომლებიც ეხება ამ შეთანხმების ხელმოწერამდე არსებულ საკითხებს.„ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში მხარეებმა უნდა გაიწვიონ უკან, გააუქმონ ან სხვაგვარად მოაგვარონ ნებისმიერი და ყველა სახელმწიფოთაშორისი პრეტენზია, საჩივარი, აპელაცია, საქმისწარმოება და დავა, რომელიც შეტანილია ნებისმიერ იურიდიულ ფორუმზე ამ შეთანხმების ხელმოწერამდე მხარეებს შორის არსებულ საკითხებთან დაკავშირებით და არ უნდა მოახდინონ ინიცირება ასეთ პრეტენზიებს, საჩივრებს, აპელაციებს, საქმისწარმოებისა და არ უნდა იყვნენ ჩართულნი ნებისმიერი ასეთი პრეტენზიების, საჩივრების, აპელაციებსა და საქმისწარმოებაში, რომელიც შეტანილია რომელიმე მესამე მხარის მიერ მეორე მხარის წინააღმდეგ. მხარეები არანაირი ფორმით არ განახორციელებენ, წაახალისებენ ან არ მიიღებენ მონაწილეობას ერთმანეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებში დიპლომატიურ, საინფორმაციო ან სხვა სფეროებში, რომელიც ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას და ჩაატარებენ რეგულარულ კონსულტაციებს ამ მიზნით“, – ვკითხულობთ ტექსტში.დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც მხარეები გაცვლიან შეტყობინებებს შიდა პროცედურების დასრულების შესახებ, რომლებსაც ითვალისწინებს ხელმომწერი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობა.

ბოლო სიახლეები