საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

Read Time:25 Second

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შემდეგ კი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ.

ოფიციალურ შეხვედრებამდე თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, „საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, აკადემიკოს ზარიფა ალიევას საფლავები. დელეგაციის თანხლებით ირაკლი ჩიქოვანმა ასევე, ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალის კომპლექსი, ასევე „მარადიული ცეცხლის“ მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი გზავნილი არის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან უნდა მოხდეს საერთო ევროპულ ინტერესზე შეთანხმება და არა პირიქით
Next post შალვა პაპუაშვილი: ევროპული და ამერიკული ფონდები საქართველოში გაუმჭვირვალედ ხარჯავენ ფულს, რომელიც მიდის რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაზე, ყველას მოვუწოდებ ფინანსების გამჭვირვალობისკენ