პარასკევი, ნოემბერი 13, 2026

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სპეციალური ოპერაციებისა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობებში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის, ხოლო მახათას მთაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფები მოინახულა. მინისტრი სამხედრო ბაზებს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესტუმრა.

ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები მიმდინარეობს სპეციალური ოპერაციების სარდლობისა და საწვრთნელი ცენტრის შტაბების შენობებში, სპეციალური ოპერაციების, სპეციალური დანიშნულების სკოლის, რეინჯერთა სკოლის და უზრუნველყოფის ასეულის შენობებში, რეინჯერთა ბატალიონისა და სპეციალური ოპერაციების ბატალიონის ყაზარმებში, ასევე სასადილოს, ლაზარეთსა და სხვა დამხმარე შენობების. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უპრეცედენტო  ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ  თავდაცვის ძალები სრულად იქნება უზრუნველყოფილი იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურით, რომელიც  უფრო მაღალეფექტიანი თავდაცვის უნარიანობისთვისაა საჭირო.

მუხროვანის ბაზაზე მინისტრი სპეციალური ოპერაციების სარდლობის შეიარაღებისა და აღჭურვილობის ნიმუშებსაც გაეცნო. ადგილზე გამოფენილი იყო თავისუფალი ვარდნისა და სტატიკური ხაზით ხტომის საპარაშუტო, ასევე სნაიპერისა და სახმელეთო სპეცდანიშნულების  აღჭურვილობა. ირაკლი ჩიქოვანი მუხროვანში, ასევე ესტუმრა ბაზაზე არსებულ ეკლესიას და სამხედრო კაპელანს გაესაუბრა.

თავდაცვის მინისტრმა მუხროვანის ბაზის შემდეგ მახათას მთაზე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. სამუშაოები მიმდინარეობს ოთხ საცხოვრებელ ყაზარმაში, სამ  ბატალიონის შტაბში,  სარდლობისა და ბრიგადის  შტაბებში,

სპორტულ დარბაზში,  სასწავლო კლასების შენობაში,  ლაზარეთში, საკონტროლო გამშვებ პუნქტსა და სასადილოში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხუთი წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ხუთი წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ოჯახის ინფორმაციით, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გიორგის ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა განუვითარდა და წელიწადნახევრიანი მკურნალობის შემდეგ დაეწყო გაურკვეველი ხასიათის გულყრები.ხუთი წლის გიორგისთვის აუცილებელია მხედველობის მდგომარეობის დამატებით გამოკვლევა, სასწრაფო მკურნალობა და კვლევების მიხედვით დადგენილი დამატებით სამედიცინო ჩარევები, ასევე თურქეთში სამ თვეში ერთხელ გამგზავრება.გიორგის დასახმარებლად საჭიროა 64,000 აშშ დოლარის შეგროვება, რისთვისაც ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.მიმღები: ნინო ბარაბაძე (დედა)„საქართველოს ბანკი“: GE55BG0000000611323211„თიბისი“ ბანკი: GE11TB7309545063300011PayPal: #paypal.me/NutsaBarabadze

გია ვოლსკი – დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა, ვინ უნდა განაგებდეს ამ ტერიტორიას

დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა განაგებდეს ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ბრიუსელის აზრით, ამ ტერიტორიას მარინენტული ხელისუფლება უნდა განაგებდეს.„დაკავშირებადობის ფორუმზე საქართველოს დასახელება, როგორც დაბალი რანგის სტუმარი, საკმაოდ პრობლემურია, რადგან შუა დერეფანში, დაკავშირებადობაში ჩვენს როლს სიდაბლე არ ახასიათებს. საქართველო არის, იყო და მომავალშიც საკვანძო ტერიტორიად დარჩება, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ზოგს სურვილი აქვს, რომ მმართველი მარიოენტული ხელისუფლება იყოს და არა „ქართველი ოცნება“, რომელიც ეროვნულ ინტერესებს იცავს და სერიოზულ შემოტევებს საკმაოდ ხისტადაც პასუხობს. დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა იმასთან დაკავშირებით, ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას თუ ვინ უნდა განაგებდეს. მათი აზრით, ამ ტერიტორიას მარინენტული ხელისუფლება უნდა განაგებდეს, რომელსაც ნებისმიერი ბრძანების შესრულებისათვის მზადყოფნა აქვს, რომ ცალ ფეხზე დადგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მოკრივე ემილ ისმაილოვი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია

სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიმდინარე IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ემილ ისმაილოვი კრივში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.55 კგ. წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში მან ავსტრალიელი მარლი დოდი 5:0 დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.ტურნირის პირველ შეხვედრაში ისმაილოვმა დომინიკელ მაიკლ რეიესს 4:1 მოუგო. მეოთხედფინალში ლიბანელ რამზი ჰილალს 5:0 სძლია.ნახევარფინალში კანადელმა ლისანდრო გარსია რებელომ ხელის ტრავმის გამო ასპარეზობა ვერ შეძლო და ისმაილოვი პირდაპირ ფინალში გავიდა.ეს არის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მეორე ოქროს მედალი. 2018 წელს ბუენოს აირესში ჩემპიონი გახდა გიორგი ჩხიკვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

16 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 16 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა  კოდი).აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ.

პროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ.ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა.საქმე დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეს ეხება.

ბოლო სიახლეები