პარასკევი, ივნისი 19, 2026

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შეკრება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შეკრება დაიწყო. შესაბამის ვიდეოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

7 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე ქართველი ფეხბურთელები ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, სამ დღეში კი სტუმრად ალბანელებს შეხვდებიან. „ჯვაროსნების“ შემადგენლობა ამ მატჩებისთვის ვილი სანიოლმა რამდენიმე დღით ადრე დაასახელა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურმე, ევროპარლამენტმა და ევრო-რეზოლუციებმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება და ვინ არა, რა კანონები იქნება მიღებული და რა არა – გურამ მაჭარაშვილი რეზოლუციაზე

თბილისში ისევ განხილვის თემაა ევროპარლამენტის რიგით მერვე რეზოლუცია და ანალოგიური მოთხოვნები - სააკაშვილის გათავისუფლება, პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების მიმართ.მიღებული დოკუმენტით ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ მხოლოდ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს.საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატებს სურთ რეზოლუციების მეშვეობით გადაწყვიტონ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და ვინ არა."თურმე, ევრო პარლამენტმა და ევრო რეზოლუციებმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება და ვინ არა, რა კანონები იქნება მიღებული და რა არა. უკვე აღარ მალავენ საჯაროდ, რომ თავიანთი წარმომადგენლობა, აგენტურა, საქართველოში ვინც არის მათ NGO სექტორი, მათი ჟურნალისტები, თავიდან ბოლომდე მათ აგენტურა, უნდათ რომ მათ ხელი გადააფარონ. მხოლოდ მათთვის უნდა დაიტოვოს ევროპამ უვიზო მიმოსვლა, მათთვის უნდა იყოს გარკვეული თანხები. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ გეუბნებიან - როგორც ადრე მეფის ნაცვალი იყო, ახლა უკვე ევრობიუროკრატიის წარმომადგენლობა უნდა იყოს აქ პრივილეგირებულ მდგომარეობაში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თურმე, ევროპარლამენტმა და ევრო-რეზოლუციებმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება და ვინ არა, რა კანონები იქნება მიღებული და რა არა – გურამ მაჭარაშვილი რეზოლუციაზე

ელენე ხოშტარიას არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება - თავისუფლებაზე ყოფნის დროს, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და სწორედ საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც სწორედ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას, - ეს განცხადება ქალმა პოლიტიკოსებმა რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან გააკეთეს, რითაც ამავე დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფ „დროას“ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.ციხესთან მყოფმა ქალმა პოლიტიკოსებმა ერთობლივი განცხადებით აღნიშნეს, რომ ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნის პერიოდში მისი ქრონიკული დაავადებების მართვისათვის გადაუდებლად საჭირო სამედიცინო პროცედურები არ უტარდება.„დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის, ოთხი შვილის დედის, უკანონოდ დაპატიმრებული ელენე ხოშტარიას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ელენე უკვე ათი თვეა იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში და, ამავდროულად, მას არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.მშვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვისთვის ელენე ხოშტარიასთვის 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სცილდება ნებისმიერ სამართლებრივ ჩარჩოს. ამას გარდა, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მას არ უტარდება მისი ქრონიკული დაავადებების მართვისათვის გადაუდებლად საჭირო და სპეციალური სამედიცინო პროტოკოლებით გათვალისწინებული პროცედურები, რითაც მის ჯანმრთელობას შეუქცევადი ზიანი ადგება. აღსანიშნავია, რომ თავისუფლებაზე ყოფნის დროს, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და სწორედ საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც სწორედ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას.ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს და არღვევს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს. თავისუფლება ელენე ხოშტარიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“, -ნათქვამია განცხადებაში.ერთობლივ განცხადებას უერთდებიან ქალი პოლიტიკოსები: მარიკა არევაძე; თეონა ჭალიძე; დეა მეტრეველი; თინა ბოკუჩავა; თამი ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; ანა ნაცვლიშვილი; ნანა ტოხვაძე; ანა კობახიძე; ანი ქავთარაძე; სევდია უგრეხელიძე; ქეთი თურაზაშვილი; ეკა მიშველაძე; თეონა აქუბარდია; თამარ ყორღანაშვილი; მარი გელაშვილი; მაია კოპალეიშვილი; ნანა მალაშხია; თამარ ლალიაშვილი; რუსუდან თევზაძე; ეკატერინე მაისაია; თამთა ჯოლოხავა, ნინო კვიტაიშვილი, ანა ჩიქოვანი, მედეა ტურაშვილი, თამუნა გამყრელიძე, მარიამ კუკავა.

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.ის ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებოდა.ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.შეგახსენებთ იმასაც, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. საერთო ჯამში, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 64 პირიდან საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.

„ჩემი 6 წლის ოცნება რეალობად ვაქციეთ“ – ნინი ქარსელაძე ონკოპაციენტებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში ფონდის დაარსების შესახებ წერს, რომელიც ონკოპაციენტების მხარდაჭერასა და მათთვის საჭირო დახმარების გაწევას ისახავს მიზნად.„ჩემი 6 წლის ოცნება, რომელზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ბევრი ვიმუშავე - რეალობად ვაქციეთ. დღეს, დარეგისტრირდა ჩვენი ფონდი „არ დანებდე“, რომელიც დაეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს და არა მხოლოდ. დანარჩენ დეტალებს ძალიან მალე მოგიყვებით,“ - წერს მომღერალი.

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირის, მათ შორის ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 7 პირის, მათ შორის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს, 19 ივნისს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ.აღნიშნულ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, რვამ ბრალი აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. რაც შეეხებათ, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას, მათ ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ.თუკი, დღევანდელ პროცესზე, რომელიმე მათგანი სურვილს გამოთქვამს, არაა გამორიცხული, პროკურატურამ მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმოს.რაც შეეხება ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას მათ საპროცესო შეთანხმება გასულ კვირას გაუფორმდათ.ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები