სამშაბათი, იანვარი 21, 2025

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ნოემბრის თვის ინფლაციური მოლოდინების ანგარიშს, რომლის თანახმადაც გასული თვის განმავლობაში ეკონომიკური აქტორების მხრიდან ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. მიმოხილვის მიხედვით, შემცირებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. ხოლო, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4% ფარგლებში ელოდებიან.

“ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4% ფარგლებში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები დაკლებულია. ერთი მხრივ, ოქტომბერთან შედარებით, მკვეთრად შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ფარგლებში, ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში დაკლებულია. კერძოდ, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით შემცირებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას, შედარებით მაღალი ზრდის ფარგლებში 4%-6%-ისა და 6%-8%-ის ინტერვალში ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ფარგლებში, 0%-2%-ის მიდამოში ვარაუდობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, ნოემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ოქტომბერთან შედარებით შემცირებულია.“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ურსულა ფონ დერ ლაიენი – აშშ-სთან ჩვენ ვიქნებით პრაგმატულები, თუმცა ყოველთვის ვიდგებით ჩვენს პრინციპზე, დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ღირებულებები

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ურთიერთობები აშშ-სთან იქნება პრაგმატული, თუმცა ევროკავშირი თავის ინტერესებს დაიცავს. „ჩვენ გვინდა მეტი თანამშრომლობა ყველასთან, ვინც ამისთვის ღიაა. ეს მოიცავს ჩვენს უახლოეს პარტნიორებს. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, აშშ-ს. არცერთი ეკონომიკა მსოფლიოში არ არის ისე ინტეგრირებული, როგორც ჩვენ ვართ. ევროპულ კომპანიებში აშშ-ში დასაქმებულია 3,5 მილიონი ამერიკელი. კიდევ მილიონი სამუშაო ადგილი პირდაპირ დამოკიდებულია ევროპასთან ვაჭრობაზე. ჩვენს შორის ვაჭრობის მოცულობა 1,5 ტრილიონ ევროს შეადგენს, რაც გლობალური ვაჭრობის 30%-ს წარმოადგენს. ორივე მხარისთვის ბევრი რამ დევს სასწორზე. ასე რომ, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ადრეული ჩართულობა, საერთო ინტერესების განხილვა და მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ვიქნებით პრაგმატულები, თუმცა ყოველთვის ვიდგებით ჩვენს პრინციპზე, დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ღირებულებები – ეს არის ევროპული გზა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი. ამის შესახებ თურქული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. შემთხვევა ბოლუს პროვინციაში მდებარე კურორტ კარტალკაიაში მოხდა. ცეცხლი ადგილობრივი დროით ღამის 03:30 საათზე 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. სასტუმრო 161-ნომრიანია. სასტუმროს განლაგებამ საგანგებო სამსახურებს ცეცხლის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაცია გაურთულა. სტუმრები ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან თავის დაღწევას ფანჯრებიდან ცდილობდნენ. მედიის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურის ბრიგადები, მათ შორის 30 სახანძრო მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 28 მანქანა. ცეცხლის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციაში 231 სპეციალისტი იყო ჩართული. ბოლუს პროვინციის გუბერნატორის, აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ხანძარი იმ სართულზე გაჩნდა, სადაც რესტორანია განთავსებული. შემთხვევა თურქეთში არდადეგების პერიოდს დაემთხვა, რა დროსაც სამთო კურორტზე ბევრი ვიზიტორია. ინციდენტის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა. იუსტიციის მინისტრმა ხანძართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელმაც გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, ის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ერდოღანის განკარგულებით, კურორტზე ჩავიდნენ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ტურიზმის მინისტრები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი. კარტალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტი ქოროღლუს მთებში, ბოლუდან 38 კილომეტრში და სტამბოლიდან 270 კილომეტრში მდებარეობს.

ტრამპმა მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაარქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც მექსიკის ყურეს სახელწოდება ეცვლება და ის დღეიდან ამერიკის ყურედ უნდა მოიხსენიონ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „ყურე ამერიკისა და მსოფლიო ვაჭრობის გარიჟრაჟზე მნიშვნელოვანი არტერია იყო. ის არის მსოფლიოში ყველაზე დიდ ყურე, ხოლო შეერთებული შტატების სანაპირო ზოლი ამ შესანიშნავი ადგილი გასწვრივ 1 700 მილზე მეტს შეადგენს და დაახლოებით 160 მილიონი აკრია. მის ბუნებრივ რესურსებსა და ველურ ბუნებას დღეს ამერიკის ეკონომიკაში ცენტრალური ადგილი უკავია“, - აღნიშნულია განკარგულების ტექსტში. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც ბუნებრივ რესურსებს განკარგავს, დაევალა 30 დღის განმავლობაში სახელის შეცვლასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა მოაგვაროს. შემდეგ სამინისტრომ გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემაში (GNIS) მონაცემები უნდა განაახლოს, რის შემდეგაც ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს, რომ მთავრობის ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ყურეს ამერიკულის სახელით იხსენიებენ. ამავე განკარგულებით ტრამპმა ალასკაზე მდებარე ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალ მწვერვალს, დენალის სახელი გადაარქვა და მას აშშ-ის 25-ე პრეზიდენტის, უილიამ მაკკინლის სახელი დაარქვა.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ფედერალური მთავრობის იარაღად გამოყენების დასრულებას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ „ფედერალური მთავრობის იარაღად გამოყენების დასასრულებლად“. დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სამართლებრივ დევნის იარაღად გამოყენებაში და ამით დემოკრატიული პროცესის ხელყოფაში სდებს ბრალს. „ამერიკელი ხალხი გახდა თვითმხილველი, როგორ აწარმოებდა წინა ადმინისტრაცია სისტემურ კამპანიას პოლიტიკურ ოპონენტებად აღქმული პირების წინააღმდეგ, რა დროსაც იყენებდა მრავალ ფედერალურ სამართალდამცავ უწყებასა და დაზვერვის სამართლებრივ ძალას ამ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოძიების, დევნის, სამოქალაქო აღსრულების და სხვა მსგავსი ქმედებების სახით“, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მრავალი ამ ქმედებებისგან შეუთავსებელი იყო აშშ-ის კონსტიტუციასთან. დოკუმენტის თანახმად, წინა ადმინისტრაციის სამიზნეები ხდებოდნენ პირები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მის პოლიტიკას. მათ წინააღმდეგ გამოყენებული იყო ფედერალური გამოძიებები და დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური მოტივაციით. როგორც დონალდ ტრამპის განკარგულებაშია ნათქვამი, იუსტიციის დეპარტამენტმა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა 1500-ზე მეტი პირი მაშინ, როდესაც მოძრაობა „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ წევრების წინააღმდეგ არეულობაში მონაწილეობის თითქმის, ყველა საქმე დახურა. დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული დოკუმენტი წინა ფედერალური მთავრობის არამართლზომიერი ქმედებების გამოვლენას ითვალისწინებს და მათ გამოსასწორებლად შესაბამისი ზომების მიღებას. გენერალურ პროკურორს ევალება შეამოწმოს წინა დეპარტამენტებისა და სააგენტოების საქმიანობა, რომლებიც ახორციელებენ სამოქალაქო და სისხლის სამართლის უფლებამოსილებებს. ეროვნული დაზვერვის დირექტორმა უნდა შეისწავლოს სადაზვერვო საზოგადოების საქმიანობა ბოლო ოთხი წლის განმაბლობაში და გამოავლინოს ყველა შემთხვევა, სადაც მისი ქმედებები ეწინააღმდეგებოდა მის რეალურ მიზანსა და პოლიტიკას.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე დაიწყო. სტუდენტთა ნაწილი აკადემიური საბჭოს სხდომაზე შესვლას ცდილობდა. მათ პროტესტი კარზე ბრახუნით გამოხატეს. რექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, ესენი არიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების” წევრი ტიტე აროშიძე და ასოციაცია "ფლორა და ფაუნას" გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.

ბოლო სიახლეები