პარასკევი, ოქტომბერი 24, 2025

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის სიტყვით გამოსვლა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე

ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობამაც უპრეცედენტო წინსვლა განიცადა. ჩვენ, დავპირდით იაფ ფულად რესურსებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში 2 მილიარდ ლარზე მეტი თანხის 42 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა. პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში საქართველოში მრავალწლიანი ბაღების 9500ზე მეტი ჰექტარი ახალი ინტენსიური მეურნეობები შეიქმნა, რომელშიც დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. პროგრამის „ქართული ჩაის“ ფარგლებში 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის რეაბილიტაცია მოხდა, შეიქმნა 200 ზე მეტი ახალი საწარმო და გადაიარაღდა 900-ზე მეტი საწარმო. ასევე, შეიქმნა 99 შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 100 ათასი ჰა ფართობის მიწის დაზღვევა განხორციელდა, ხოლო ანაზღაურებული ზარალი დაახლოებით, 38 მლნ ლარი იყო. განხორციელდა 95 ათასი ჰა წყალუზრუნველყოფა. კახეთი უზრუნველყოფილი იქნა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით, 500-დან 900 მლნ-მდე გაიზარდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი. 750 მლნ ლარიდან 350 მლნ ლარამდე შემცირდა უცხოური სავაჭრო დეფიციტი. 5 ჯერ გაიზარდა თითქმის გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა, ასევე 5ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, გამოწვევები სოფლის მეურნეობაში ბევრია. ამისთვის ჩვენ გავქვს გეგმა, რომ გავაგრძელოთ კერძო სექტორის, ჩვენი ფერმერების მხარდაჭერა და ფინანსური უზრუნველყოფა. ამისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს. სახელმწიფო განახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მასშტაბურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, ჩვენ გავაგრძელებთ მრავალწლიანი კულტურების შემდგომი გაშენების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების სათბურების შექმნის მოსავლის ამღები ტექნიკისა და მეცხოველეობის განვითარების მხარდაჭერას. განხორციელდება დამატებით 40 ათასი ჰა-ს უზრუნველყოფა და 20 ჰა-ს დაშრობა. აქტიურად გაგრძელდება ახალი ბაზრების ათვისება და არსებულ ბაზრებზე საქართველოს პოზიციების განმტკიცება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ხელისუფლება მიწის ბალანსის შედგენას მოახერხებს, მიწის რესურსების აღრიცხვას მოვახერხებთ და ასევე, 1 200 000 ჰა-ს სისტემური რეგისტრაცია განხორციელება, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების და სასოფლო მიწის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ინდოეთში ავტობუსისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად გაჩენილ ხანძარს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში კერძო ავტობუსისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად გაჩენილ ხანძარს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, შეჯახება ქვეყნის სამხრეთით მდებარე ტექნოლოგიურ ქალაქებს – ბენგალურუსა და ჰაიდარაბადს შორის მარშრუტზე მოხდა. შეჯახებამ საწვავის გაჟონვა და ხანძარი გამოიწვია.„როიტერის“ ცნობით, 41 მგზავრიდან 21 გადარჩა. ამ დროის მონაცემებით, ჯერ მხოლოდ 11 ცხედარია იდენტიფიცირებული.ცნობისთვის, მსგავსი ავარიის შედეგად, გასულ თვეს ქვეყანაში 19 ადამიანი დაიღუპა. გასული წლის მონაცემებით კი, საგზაო შემთხვევების შედეგად ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 180 ათასი ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა.სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალი ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფუნქციებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო განახორციელებს. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იქნება წარმოდგენილი და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.სიახლეებია ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობელთა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული - სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი.

30 წლის კაცმა 14 წლის გერის და ნათესავი ბავშვის მიმართ გარყვნილი და სექსუალური ქმედება ჩაიდინა – დანაშაულის დეტალებს შსს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ლ.ხ. 14 წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისთვის წინასწარი შეცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე დადგენილია, რომ ლ.ხ-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა სტუმრად მყოფი, 14 წლის ასაკს მიუღწეველი ნათესავის მიმართაც.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ლ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, სადაც ლ.ხ. მის მიერ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს ინახავდა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლის მეორე ნაწილით და 11 პრიმა 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს.ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტს.ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.22 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას პირველად 2013-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან თანამდებობა დატოვა და მთავრობაში 2019 წელს თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა, 2024 წლის 29 იანვარს კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა, რომელსაც გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე გამართავს

ბოლო სიახლეები