სამშაბათი, აპრილი 1, 2025

საქართველოსა და სერბეთს გააჩნიათ საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი. გვსურს, რომ თბილისში გაიხსნას სერბეთის საელჩო. გვსურს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა სერბეთში უკვე გადაიქცეს სრულფასოვან საელჩოდ – ნიკოლოზ სამხარაძე

საპარლამენტო დელეგაციის წევრები სერბეთში შეხვედრებს მართავენ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დეპუტატებთან ერთად, სერბ კოლეგას შეხვდა. სამხარაძემ ბელგრადში პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან დაგეგმილ სხვა შეხვედრებზეც ისაუბრა.

„ასევე შეხვედრები გვექნება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან. ხვალ დაგეგმილია თავდაცვისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრა. შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტის საგარეო მრჩეველს.

საქართველოსა და სერბეთს გააჩნიათ საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი. ორივე ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. ჩვენ საბოლოო, საგარეო-პოლიტიკური ამოცანა არის ევროკავშირში წევრობა. ასევე, ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. გამოწვევებია პოლარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც უნდა გადაითარგმნოს უფრო მეტ დაახლოებაში.

გვსურს, რომ თბილისში გაიხსნას სერბეთის საელჩო. გვსურს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა სერბეთში უკვე გადაიქცეს სრულფასოვან საელჩოდ. გვაქვს ეკონომიკურ საკითხებზე პერსპექტივები, რომ გავზარდოთ ვაჭრობა, ტურიზმი, ხალხთა შორის მიმოსვლა“, – განაცხადა სამხარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ვოლსკი – „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აზრით, რევოლუციური პროცესის განვითარების გზაზე სალომე ზურაბიშვილი ლიდერობისთვის არ გამოდგება, ამიტომ დაუდგეს გვერდით სააკაშვილის პორტრეტი

შეუთანხმებლობა ერთმანეთში მთავარ სტრატეგიულ გეგმას უკავშირდება. ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მიერ რევოლუციური პროცესის განვითარება. მათი თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილი ამ გზაზე ლიდერობისთვის არ გამოდგება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს სწორედ ამიტომ დაუდგეს გვერდით მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი.„უკვე არავისთვის დასამალი არ არის, რომ სცენარი სალომე ზურაბიშვილის გალიდერებას გულისხმობდა. მან ხან ქოლგის შესახებ განაცხადა და ხან ქარტია წარმოადგინა. ქარტიაზე ხელი მოაწერინეს ადამიანებს, ვინც სალომე ზურაბიშვილს უზნეოდ და უწმაწურად აგინებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ეს სცენარი ვერ დაიდგა და ვერ განხორციელდა. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმ ადამიანის უნიათობაა, რომელსაც ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, მაგრამ მეორე საკითხია ის, რასაც ვერასდროს დამალავ, ადამიანების შეუთანხმებლობა ერთმანეთში მთავარ სტრატეგიულ გეგმას უკავშირდება. ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მიერ რევოლუციური პროცესის განვითარება. მათი თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილი არ გამოდგება ამ გზაზე ლიდერობისთვის. სწორედ ამიტომ დაუდგეს მას გვერდით მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი. ამ პოზიციების შეუთავსებლობა მხოლოდ ერთი უბედურება არ არის, რასაც ჩვენ გუშინ ვადევნეთ თვალი – ლოზუნგების სიყალბე, თვალთმაქცობა, ადამიანების დამოკიდებულება არა მარტო ერთმანეთის, არამედ სახელმწიფოს, ხალხის, საზოგადოების ინტერესის მიმართ. ეს ყველაფერი აღრეულია და შეჯიბრი იმაზე, ვინ მეტი ზიანის მომტანია საკუთარი ქვეყნისთვის, სალომე ზურაბიშვილის წაგებით დასრულდა. მან ვერ წარმოადგინა ის რესურსი, რომლითაც შეიძლება, უკეთ დააზიანოს ქვეყანა, ვიდრე, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილმა და სწორედ ამან გამოიწვია უკმაყოფილება, რომელიც გუშინ ვიხილეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ძლიერმა ქარიშხალმა საბერძნეთის კუნძულებს – პაროსსა და მიკონოსს დაარტყა

ძლიერმა ქარიშხალმა საბერძნეთის კუნძულებს - პაროსსა და მიკონოსს დაარტყა.წყალდიდობის გამო, დაიხურა სკოლები, აკრძალულია საავტომობილო მოძრაობა.პაროსის მთავარ ქალაქებში დატბორილია ტურისტული უბნები. მაშველებმა სტიქიით დაზარალებული რაიონებიდან 13 ადამიანი გამოიყვანეს

დონალდ ტრამპი – ჩრდილოეთ კორეა დიდი ბირთვული ერია, კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანი ადამიანია და რაღაც ეტაპზე შესაძლოა, კონტაქტი შედგეს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კონტაქტს არ გამორიცხავს.ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა კონტაქტი ჩრდილოეთ კორეასთან, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლოა, რაღაც ეტაპზე მათთან კონტაქტი შედგეს.„დიდი ბირთვული ერია და კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანი ადამიანია“, – თქვა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე აღნიშნა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან.

100-150 ათასი კაცი გამოვედით და სალომე ზურაბიშვილმა ისტორია მოგვიყვა, როგორ მოხდა საქართველოს ჩამოყალიბება, უნდა ავირჩიოთ ახალგაზრდა, გამჭრიახი გონების პატრონი – პაატა ბურჭულაძე

ოთხი თვეა, ველოდებით და თურმე რაღაც პლატფორმის ჩამოყალიბებას აპირებს პრეზიდენტი და რაღაც უნდა შეიმუშაოს. რა ხდება საერთოდ, ვერ გავიგე, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა და რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.ბურჭულაძის თქმით, ხალხი თუ აირჩევს ლიდერს, „უნდა აირჩიოს ახალგაზრდა, გამჭრიახი გონების პატრონი“.„ძალიან გულდასაწყვეტი მომენტი იყო, როდესაც ათობით ათასი, შეიძლება ასი ათასი და მეტი ადამიანი მოვიდა, ყველამ გამოთქვა უკმაყოფილება, რადგან ისევ რაღაც გეგმა, რომელიც როდის იქნება კაცმა არ იცის. აქ არის ხალხი, რომელსაც აღარ აქვს დრო, ამდენი მოითმინოს. ქვეყანა იკარგება, ქვეყანა უკვე სხვა მიმართულებით მიდის. აქ დედები დგანან, რომელთა შვილებიც ციხეში სხედან. ახალი არჩევნებისთვის მზადება – რა არჩევნებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანა იკარგება. ჩვენ გამოგვირთეს მიკროფონები და მეგაფონით ვილაპარაკეთ. გამოვედი წინადადებით, რომ ჩვენ, ყველანი ვიკრიბებით 8 აპრილს, საღამოს და არ ვიშლებით, ვიდრე არ მივიღებთ დადებით პასუხს, რომ სასწრაფოდ ჩატარდეს არჩევნები, რაც მთავარია, გამოუშვან პოლიტპატიმრები. ამას დაემატება კიდევ რამდენიმე მოთხოვნა. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რადგან არავინ არაფერს აკეთებს. ვდგავართ, ველოდებით და უკვე ოთხი თვე გავიდა. ოთხი თვეა, ველოდებით და თურმე რაღაც პლატფორმის ჩამოყალიბებას აპირებს პრეზიდენტი და რაღაც უნდა შეიმუშაოს. რა ხდება საერთოდ, ვერ გავიგე. რაც დღეს ჩატარდა, ეს იყო დივერსია, 100-150 ათასი კაცი გამოვედით და ისტორია მოგვიყვა, თურმე როგორ მოხდა საქართველოს ჩამოყალიბება. ამის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ხალხი თუ აირჩევს ლიდერს, უნდა ავირჩიოთ ვიღაც ახალგაზრდა, გამჭრიახი გონების პატრონი და ამას ყველაფერს უხელმძღვანელოს, თუმცა ჩვენ ჯერ ამაზე არ გვისაუბრია, არც ვიცი, ვისთან ვისაუბრო. როგორც ოჯახის წევრებს, ისე ველაპარაკები ყველას რუსთაველზე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. „მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად არსებობდეს პოლიტიკური ფორმატიც, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინმა 160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ გამოაცხადა, მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ და საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მოვემზადოთ

160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას ევროპისთვის საფრთხის შემცველად აღიქვამს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სოციალურ ქსელ „იქსზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჟან-ნოელ ბარო აღნიშნავს, რომ „საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“ უნდა მოემზადონ.„დღეს ვლადიმერ პუტინმა 160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ გამოაცხადა. ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში სამხედრო მობილიზაციის ყველაზე მასშტაბური კამპანიაა. მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ და საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მოვემზადოთ“, - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.

ბოლო სიახლეები