ორშაბათი, აპრილი 27, 2026

საქართველოსა და აზერბაიჯანის სპორტის კომიტეტებმა მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს პარლამენტის სპორტისა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა და მისმმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ფუად მურადოვმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი მხარეებს შორის ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში დაგროვილი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, სამომავლო თანამშრომლობასა და ორმხრივი პროექტების მომზადებას ისახავს მიზნად.

ფუად მურადოვმა ქართველ კოლეგებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დახმარება აღუთქვა.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საფეხბურთო გუნდები ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა მელია – მესმის, ციხეში მძიმე პირობებია, ვიდრე სახლში ან პალატაში, მაგრამ ყველანი ვუძლებთ, არავის მე, მე, მე, მე, მე არ გვესმის, მავანმაც უნდა...

თავისუფლებაზე მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრებისთვის, კრიტიკული მედიის ჟურნალისტებისთვის დღეს გარეთ ყოფნა უფრო რთულია, ვიდრე თუნდაც ამ კუბოსავით ვიწრო სამარტოო საკანში ყოფნაა, აი, საიდანაც ახლა ამ წერილს გწერთ, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერის, ნიკა მელიას წერილშია ნათქვამი, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.ნიკა მელიას შეფასებით, გარეთ მყოფებს დღეს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვთ.„გარეთ დარჩენილი ლიდერებისთვის და ბრძოლის ხაზზე მყოფი ადამიანებისთვის, იცით, რატომ არის ცხოვრება უფრო რთული, ვიდრე პატიმრებისა?! – გარეთ მყოფებს დღეს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა და ტვირთი აქვთ მხრებზე!გარდა ამისა, ოთხჯერ, ხუთჯერ და მეტჯერ დაჭერა ან მუდმივად დაჭერის საფრთხის წინაშე ყოფნა გაცილებით სტრესულია, ვიდრე ერთხელ, როცა დაგიჭერენ და ციხეში ხარ თუნდაც დიდი საპატიმრო სასჯელით. ყოველი ახალი დაჭერა და ამ რისკის გაუნელებელი შეგრძნება ფსიქოლოგიურად გაცილებით მძიმე გადასატანია და არამხოლოდ პოტენციური პატიმრებისთვის, პირველ რიგში, მათი ოჯახებისთვის. ვაი რომ, ეს მავანს და მავანს არ ესმის.მესმის, რომ ციხეში მძიმე პირობებია, ვიდრე სახლში ან საავადმყოფოს პალატაში. აქ სამარტოო საკანია, ფეხსალაგია და ა.შ., მაგრამ ყველანი ვუძლებთ. ბავშვებიც უძლებენ სხვა ციხეებში, ქალებიც უძლებენ ქალთა ციხეში. არავინ უკადრებელს არ კადრულობს, არავის გაუთავებელი ნაცვალსახელი მე, მე, მე, მე, მე არ გვესმის. ჰოდა, მავანმაც უნდა გაუძლოს და ცილისწამების ალეგორიას არ უნდა დაემსგავსოს.ახლო მეგობრებმა და თანამებრძოლებმა იციან, რომ სათქმელი და დასაწერი ძალიან ბევრი მაქვს. ვცდილობ, ისტორიული პასუხისმგებლობის შეგრძნებით ვიმოქმედო. ჯერჯერობით ვახერხებ, თუმცა მავანი და მავანი თითქოს ბედს სცდის.ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების ტალღა მეძალება ცილისმწამებლების მიმართ, რომელშიც არეულია სირცხვილი, სიბრალული და, იმავდროულად, სიხარული; სიხარულია იცოდე, რომ მათთან აღარაფერი გაკავშირებს…“ – წერს ნიკა მელია.

ირაკლი ქადაგიშვილი – ჰერჩინსკის განცხადება იყო დიპლომატიური სკანდალი, კარგია, რომ რეაგირება მოხდა, ოფიციალურ დონეზე ამან დამოკიდებულებებისა და განცხადებების დაკორექტირებას ხელი უნდა შეუწყოს

პაველ ჰერჩინსკის განცხადება იყო დიპლომატიური სკანდალი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება ევროკავშირის სასაუბრო ენას და იმ სულისკვეთებას, რა სულისკვეთებაც საქართველოს უნდა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში ჰქონდეს.„აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ელჩის დაბარებას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ საქართველოს ეს პოზიცია მკაფიოდ იყოს გამოხატული და ნათქვამი ოფიციალურ, სახელმწიფო დონეზე და არამარტო საზოგადოებრივ თუ პოლიტიკოსების დონეზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სწორად იყო გაცხადებული, რომ ეს საქართველოში ევროკავშირის იდეას აზიანებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გეგმებს გარკვეულწილად ძირს უთხრის და ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის მკვებავია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.ჟურნალისტის კითხვაზე, რა მიზანი ჰქონდა პაველ ჰერჩინსკის, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი გარკვეულწილად პოლარიზაციის ტყვეობაში იმყოფება და თავიდან ბოლომდე იმ ნარატივზეა, რა ნარატივიც რადიკალურ ოპოზიციას და, მათ შორის, ევროკავშირში გარკვეულ ძალებს აქვთ.„მისი განცხადება ამის ერთგვარი გამოხატულება იყო. იმ ნარატივის, რა ნარატივითაც ხდება ხოლმე საქართველოში ხშირ შემთხვევაში დაპირისპირების გაღვივება. კარგია, რომ ამაზე რეაგირება მოხდა. ამან ოფიციალურ დონეზე საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულებებისა და, მათ შორის, განცხადებების დაკორექტირებას ხელი უნდა შეუწყოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე დაიბარეს. მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით,  მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა: „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები თბილისის N86-ე და N52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, გაეცნენ თანამედროვე სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას, ასევე დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ შეხვედროდნენ აკადემიურ პერსონალს, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და უფრო ახლოს გაცნობოდნენ უნივერსიტეტში სწავლის პერსპექტივებს. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მიზნად ისახავს აბიტურიენტების პროფესიულ ორიენტაციას და უმაღლესი განათლების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას.„ჩვენი ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც სრულად პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს. სასწავლო პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში ეფექტურად გამოიყენონ. ისინი აქტიურად ერთვებიან პროექტებში, მუშაობენ ინოვაციურ იდეებზე, ეცნობიან უახლეს ტექნოლოგიებს და იძენენ იმ კრიტიკულ და პროფესიულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებული კარიერისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდა საუბარი სკოლის მოსწავლეებთან. მათი მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესი, ჩართულობა და მოტივაცია გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მომავალი თაობა უკვე გააზრებულად ეკიდება პროფესიის არჩევას და მზად არის, საკუთარ განვითარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ნახონ უნივერსიტეტის გარემო, გაეცნონ სასწავლო პროცესს და უფრო გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილება პროფესიის არჩევისას. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ახალგაზრდებს სწორი მიმართულება შევთავაზოთ და დავეხმაროთ მათი ინტერესების აღმოჩენაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს კარინა გიორგაძეს, თბილისის N60-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს და შორენა ხორავას, თბილისის N52-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. სწორედ ასეთი ერთობლივი ძალისხმევა გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო მეტად დავუახლოვდეთ მომავალ თაობას და მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში დავეხმაროთ“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.ცნობისთვის, 73 წლის წინ, 1953 წელს, პროფესორ ნიკოლოზ გაბაშვილის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიხსნა ახალი კათედრა - „საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია" და მას შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფლაგმანია.

ამინდი ისევ გაუარესდება – როგორია სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.„27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.ქ. თბილისში: 27 აპრილს ხანმოკლე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება“, – ვკითხულობთ ტექსტში.

აბას არაღჩი აცხადებს, რომ რუს კოლეგებთან განიხილავს ომის მიმდინარეობასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, რუს კოლეგებთან განიხილავს ომის მიმდინარეობასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებს.„ეს კარგი შესაძლებლობაა, რუს მეგობრებთან კონსულტაციები გავმართოთ ომთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე და ამჟამინდელ ვითარებაზე“, – განაცხადა არაღჩიმ.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პაკისტანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.„ამერიკელების მიდგომამ და ზედმეტმა მოთხოვნებმა ის გამოიწვია, რომ წინა რაუნდში, პროგრესის მიუხედავად, შედეგს ვერ მივაღწიეთ“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.ომანთან დაკავშირებით საუბრისას კი არაღჩიმ აღნიშნა, რომ ქვეყნები შეთანხმდნენ ექსპერტების დონეზე კონსულტაციების გაგრძელებაზე სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველსაყოფად.ცნობისთვის, აბას არაღჩი რუსეთში დღეს ჩავიდა. ის შეხვედრებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და კოლეგა, სერგეი ლავროვთან.

ბოლო სიახლეები