ორშაბათი, მარტი 16, 2026

საქართველოდან ხორცის ექსპორტი 7-ჯერ გაიზარდა

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს ცხოველების უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა ინფექციური დაავადების საწინააღმდეგოდ.

2017 წელს ვაქცინირებულია: თურქულზე – 2 693 938 წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი; ჯილეხზე -1 075 832  მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი და კენტჩლიქიანი ცხოველი; ცოფზე – 298 734 შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი და კატა); ცხვრისა და თხის ყვავილზე – 814 246 წვრილფეხა პირუტყვი; წვრილფეხა პირუტყვის ჭირზე – 323 742 წვრილფეხა პირუტყვი; ნოდულარულ დერმატიტზე – 286 219 მსხვილფეხა პირუტყვი; ბრუცელოზზე – 234 158 მსხვილფეხა პირუტყვი; ყირიმ – კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 7 381 სული მსხვილფეხა პირუტყვი  და 1 414 ცხოველის სადგომი.

პარალელურად მიმდინარეობს ბრუცელოზის, თურქულის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის და ცოფის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა).2017 წელს კახეთის რეგიონში სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თელავის მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკ ტრასაზე აშენდა და ამოქმედდა 3 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი (ბიოუსაფრთხოების პუნქტი). მათი ჩათვლით,  ქვეყნის მასშტაბით სულ ფუნქციონირებს 5 პუნქტი (2 ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში), სადაც ხორციელდება ვეტერინარული ზედამხედველობა ცხოველების გადარეკვაზე და პარაზიტების საწინააღმდეგოდ მათი უფასო დამუშავება. 2017 წელს დამუშავდა 6 844 მსხვილფეხა და 368 755 წვრილფეხა პირუტყვი.

2017 წელს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებულია: 311 758 სული მსხვილფეხა და 95 957 წვრილფეხა პირუტყვი.

მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია: 432 305 მსხვილფეხა, 109 333 წვრილფეხა პირუტყვი და 62 845 სადგომი. ცხოველთა პასპორტიზაციის პროგრამის ფარგლებში, 236 348 ბრუცელოზზე აცრილ მსხვილფეხა საქონელზე გაიცა შესაბამისი პასპორტი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ვეტერინარული ღონისძიებების შედეგად 2017 წელს ექსპორტირებულია 361 711 ცხვრის დაკლული ტანხორცი, რაც წინა წლის მაჩვენებელს (50 709) 7-ჯერ აღემატება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ

ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ „ბიბისი“ გაერო-ზე დაყრდნობით იუწყება.მედიის ინფორმაციით, ლიბანში მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი სავარაუდოდ არასახელმწიფო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაუხსნეს. ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების (UNIFIL) ინფორმაციით, თავდასხმები გაერო-ს სამ სხვადასხვა ბაზაზე – იატარში, დეირ კიფასა და კალაკიაში განხორციელდა.მათივე ცნობით, გასროლა ერთ-ერთ ადგილას მშვიდობისმყოფელებისგან ხუთი მეტრის მოშორებით განხორციელდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.UNIFIL არის სამშვიდობო მისია, რომელიც 1978 წელს შეიქმნა საომარი მოქმედებების მონიტორინგისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის მიზნით.

დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს

დიდი ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ედ მილიბენდმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დეესკალაცია სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო გზაა და მისი ქვეყანა გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას.„სრუტის ხელახლა გახსნა ყველას ინტერესებშია. ასევე, ვიტყვი, რომ ჩვენც გვჭირდება ამ კრიზისის დეესკალაცია, რადგან სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო და ყველაზე დამაჯერებელი გზა ამ კონფლიქტის დასრულებაა. დიდი ბრიტანეთის თვალსაზრისით, ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ვფიქრობთ, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რომ პუტინს ამ საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ. მაგრამ უფრო ფართო სურათი ის არის, რომ ჩვენ უნდა ვცადოთ ამ კონფლიქტის დასრულება, არავის ინტერესებშია, რომ ეს კონფლიქტი კვირების და თვეების განმავლობაში გაგრძელდეს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა.

ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის

ინდოელი ასტროლოგისა და ვედური წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლის შესახებ ახალი ტალღით გავრცელდა სოციალური მედიისა და YouTube-ის არხებზე ბოლო თვეებში. მის მიხედვით, მომავალი წელი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდი, როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ დონეზე.ანანდი 2026 წელს ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით იმ პერიოდის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ოთხსაუკუნოვანი ციკლის გადამწყვეტი ეტაპი.მისი პროგნოზის თანახმად, ეს წელი კრიტიკული მოვლენების, სიფრთხილის საჭირო პერიოდებისა და გლობალური ცვლილებების წლისპირია.ვიდეოში, წინასწარმეტყველს დასახელებული აქვს ქვეყნები და თვეები, სადაც შესაძლო არასტაბილურობა უფრო მეტად გაიზრდება: მათ შორის ჩინეთი, ფილიპინები, ჩრდილოეთ კორეა და იაპონია.ხოლო ყველაზე ამაღელვებელ თვეებად — აპრილი, ივლისი და ნოემბერი დაასახელა.მისი ვარაუდით, ეს პერიოდები ასტროლოგიური გავლენებით განისაზღვრება და შეიძლება გამოიწვიოს:აპრილი — დაძაბულობის პიკი და კონფლიქტური სიტუაციების გაძლიერება;ივლისის ბოლო — სწრაფი ცვლილებები, როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ დარგში;ნოემბერი — სტრუქტურული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების პერიოდული ცვლილებები, რომელმაც შესაძლოა გრძელვადიანი შედეგები მოიტანოს.2026 წელი, ანანდის მიხედვით, შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი პერიოდი მედიცინის განვითარებისთვის. განსაკუთრებით – დიაგნოსტიკის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიღწეულ პროგრესში.ასევე, მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ზოგიერთ დარგში — მათ შორის ფუნდამენტურ მეცნიერებებში — დაიწყოს მნიშვნელოვანი სიახლეები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს აგრძელებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები აგრძელებენ სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს.მათივე ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი.„ამ დროისთვის მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ირაკლი კუპრაძე – ყველა ოპოზიციურ პროექტს წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა ჩვენ დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმ ერთობით, რომელიც „ლელოსთვის“ იქნება ორგანული და ბუნებრივი

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ალიანსის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მარტივია, ყველა ოპოზიციურ პროექტს ვუსურვებთ წარმატებას, ეს არის ცალსახა პოზიცია, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.კუპრაძის თქმით, „ლელოს“ გადაწყვეტილებაა, რომ ვითარდება დამოუკიდებლად და ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მხრიდან ერთხმადაა მიღებული.„პოზიცია ცალსახა და უცვლელია – „ლელო“ აგრძელებს დამოუკიდებელ განვითარებას, დღის ბოლოს ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხს შევაჯამებთ – ეს არის პროცესების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. ყველა ოპოზიციურ პროექტს წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა ჩვენ დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმ ერთობით, რომელიც „ლელოსთვის“ იქნება ორგანული და ბუნებრივი. მათი კრიტიკა და მათთან არსებულ პრობლემებზე საუბარი ჩემს არც სურვილებში და არც ინტერესში არ შედის.მარტივი მოცემულობაა, ჩვენ ვეძებთ სხვა ბუნებრივ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ ხაზებსა და ჩვენი ამომრჩევლის ბუნებასთან თუ სურვილთან ახლოს არიან“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.კითხვაზე, – „რა ხაზები აქვთ ალიანსის წევრ პარტიებს, რაც თქვენთვის მიუღებელია?“ – კუპრაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს ოპოზიციური ალიანსის წევრ პარტიებს უნდა ჰკითხონ.

ბოლო სიახლეები