პარასკევი, ნოემბერი 20, 2026

საფრანგეთში ქართული ქვევრის ღვინის კულტურას გაეცნენ

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ღვინის პროფესიონალები, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები ქვევრის ღვინოსა და ქართული ღვინის კულტურას გაეცნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ ბუნებრივი ღვინოების გამოფენებში – ქალაქ ანჟეში „Les Penitentes“-ში და ქალაქ სომურში ‘’La Dive Boutteille”-ში.

„La Dive Boutteille” ყველაზე დიდი და პოპულარული ნატურალური ღვინის გამოფენაა საფრანგეთში, რომელსაც ცნობილი ფრანგი მეღვინეები მასპინძლობენ. გამოფენა იზიდავს ღვინის იმპორტიორებსა და პროფესიონალებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ნატურალური ღვინოს სპეციალისტები არიან.

„Les Penitentes“-ში ტრადიციულად მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ,,ნატურალური“ ღვინის მწარმოებლები მონაწილეობენ. წელს ქართულ სტენდს მსოფლიოში ცნობლი ღვინის ექსპერტი და ღვინის საერთაშორისო მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი ეწვია.

Les Penitentes“ და “La Dive Boutteille” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასობით მეღვინე მონაწილეობდა. წელს ქართული ღვინო მერვედ იყო წარმოდგენილი. წინა წლებში მონაწილეობამ დიდი წარმატება და ახალი კონტრაქტები მოუტანა ქართველ მეღვინეებს.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „იაგოს ღვინო“, „მანდილი“, „ხოხბის ცრემლები“, „მარანი ლაგაზი“, „გოგო ვაინი/ართანული ღვინო“, „კორტავების მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის მარანი“, „ოქროს ღვინო“.

გამოფენების დასრულების შემდეგ, ქართული ღვინის დეგუსტაცია ამ დღეებში გაიმართება ნანტში, რენიში და ლორიანში სპეციალიზირებულ ღვინის მაღაზიებსა და ბარებში. მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, 2017 წელს საქართველოდან 100 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 178%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საფრანგეთში ექსპორტის ძირითადი წილი სწორედ ქვევრის ღვინოზე მოდის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი – გასაუბრების ფორმატით წარმოუდგენელია საგამოძიებო ორგანოებს ინფორმაცია მიაწოდო, გამოძიების დაწყების შემთხვევაში კი სრულად მიაწვდის, ალბათ ამით თვალთმაქცური ნაბიჯის გადადგმა უნდოდათ

48-ტომიანი საქმეა, ირაკლის ბრალის დამადასტურებელი მხოლოდ ერთი პირდაპირი და ორი ირიბი ჩვენება დევს, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ნათია თამაზაშვილმა განაცხადა.როგორც ის განმარტავს, საბოლოოდ მაინც ის დადასტურდება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი მის წერილებში აცხადებს.რაც შეეხება აღნიშნულზე გამოძიებას, თამაზაშვილის თქმით, ამ დრომდე ის არ დაწყებულა.„გასაუბრებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შესაბამისად, გასაუბრების ფორმატით წარმოუდგენელია საგამოძიებო ორგანოებს ინფორმაცია მიაწოდო. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილი სრულად მიაწვდის ინფორმაციას მათ.... მიზანთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, ალბათ, გარკვეული თვალთმაქცური ნაბიჯის გადადგმა უნდოდათ საზოგადოებისთვის რომ დაენახებინათ. ბუნებრივია, ირაკლის მიმართ დარღვეულია უფლებები და წამების ტოლფასი ქმედებაა ჩადენილი, ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, დარღვეული უფლების აღდგენას, რაც ჩვენ ვერ მივიღეთ. ვნახოთ, დაველოდოთ...48-ტომია გაცვლილი და გადმოცემული ჩვენთან, ირაკლის ბრალის დამადასტურებელი მხოლოდ ერთი პირდაპირი და ორი ირიბი ჩვენება დევს საქმეში. აქამდე რა ქმედებებიც ვიხილეთ, იმას ბუნებრივია, სამართლიან სასამართლოსთან საერთო არ აქვს და კითხვის ნიშნები დაისვა, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. საბოლოოდ მაინც ვფიქრობ, ეს პროცესები გახდება იმის დასტური და ნათელს მოფენს იმ გარემოებებს, რაზეც ირაკლი თავისივე წერილებში საუბრობდა ",- განაცხადა თამაზაშვილმა.ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გახსნა – სხდომას ღარიბაშვილი არ ესწრება

ამ ეტაპისთვის საქმის განხილვა საჯარო სხდომაზე უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაცხადა, რომელმაც კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა გახსნა და ის დახურულ რეჟიმში არ ტარდება.აღნიშნულის მიზეზად მოსამართლემ ,,საჯაროობის და თანაზომიერობის პრინციპი დაასახელა".სასამართლოს სხდომათა დარბაზში მედიის წარმომადგენლები და დამსწრეები შეუშვეს.პროცესს არ ესწრება თავად ირაკლი ღარიბაშვილი.ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

„მეც თაიას ტოლი შვილი მყავს, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო როდესაც ის ხელში დავიჭირე და ჩავიხუტე თითქოს საკუთარ შვილს ვიხუტებდი“ – მეხანძრე-მაშველი, შალვა გათენდაშვილი

მეხანძრე-მაშველი შალვა გათენდაშვილი იხსენებს იმ ემოციურ წუთებს, როდესაც სამაშველო ოპერაციის დროს პატარა თაია გადაარჩინა.„როდესაც ცოცხალ ადამიანს გადაარჩენ და მითუმეტეს პატარა ბავშვს მთელი შენი კარიერის განმავლობაში მოგყვება, რომ სიკეთე გაქვს გაკეთებული. გუშინდელი განსაკუთრებული შემთხვევა იყო, მეც თაის ტოლი შვილი მყავს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო როდესაც ის ხელში დავიჭირე და ჩავიხუტე თითქოს საკუთარ შვილს ვიხუტებდი, ამაზე დიდი ბედნიერება მეხანძრე-მაშველისთვის, როდესაც პატარა სიცოცხლეს გადაარჩენ არაფერი არ არის.“, - ამბობს მეხანძრე-მაშველი, შალვა გათენდაშვილი.შეგახსენებთ, რომ ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო 19 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მიხეილ ყაველაშვილი – ფონიჭალაში მომხდარმა თითოეული ჩვენგანი შეძრა, თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა. განსაკუთრებით მიმძიმს, რომ აფეთქებას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს პრეზიდენტი.ამასთან, ყაველაშვილი სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს მადლობას უხდის.„მადლობა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს პროფესიული პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის – მათ მიერ გადარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლისთვის. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის სამსახურებს და ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. მადლობა ექიმებს, რომლებიც დაშავებულთა სრულ გამოჯანმრთელებაზე ზრუნავენ. ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ირაკლი კობახიძე – გუშინდელმა ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს

გუშინდელმა ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.ამასთან, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა სამსახურს, რომლებიც საძმებრო-სამაშველო სამუშაოებში იყვნენ ჩართული.„გუშინდელ დღესთან დაკავშირებით მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობას გადავუხდი, მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე მერიის სამსახურებს. მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლო სიახლეები