შაბათი, მარტი 15, 2025

საფრანგეთი უკრაინას MIRAGE 2000-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას mirage 2000-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს გადასცემს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთი აგრეთვე, ამ თვითმფრინავების სამართავად გადაამზადებს უკრაინელ პილოტებს.

„ხვალ, ჩვენ თანამშრომლობის ახალ პროგრამას დავიწყებთ და გამოვაცხადებთ Mirage 2000-5-ის სერიის თვითმფრინავების გადაცემის შესახებ. ეს, ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავებია, რომლებიც უკრაინას საშუალებას მისცემენ, დაიცვან საკუთარი მიწა და საჰაერო სივრცე.

ხვალიდან, ჩვენ პილოტების გადამზადების პროგრამას დავიწყებთ და ამ თვითმფრინავებს, უკრაინას წლის ბოლომდე გადავცემთ“, – ციტირებს მაკრონის სიტყვებს France24.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ბუტიკაშვილი – საინტერესო იყო აშშ-ის ელჩის მკაცრი სახე, დისტანცია, როგორ იდგა ბოჭორიშვილთან – გაჩნდა კითხვები, რადგან მან მოიხსენია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა,...

 „რა ტონითაც არის დაწერილი ეს ტექსტი, არის საკმაოდ მკაცრი, არადიპლომატიურად, პირდაპირ არის მოთხოვნები წაყენებული და ცხადია, ეს მოთხოვნები არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“ მარტივი გასაკეთებელი, ვინაიდან ჩვენ მანამდე პერიოდში რასაც ვხედავდით კონგრესმენების განცხადებებს, წითელი ხაზები არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ გაფორმებული. იგივე არის ირანთან ურთიერთობები. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაწერეს კონგრესმენებმა, მათ შორის, უილსონმაც, ირანული კავშირები - ბიზნესი, როგორ იზრდება საქართველოს ურთიერთობა ირანთან, ასევე ჩინეთთან და ანაკლიის პორტი, რომელიც ასევე არის ტრამპის ადმინისტრაციის წითელი ხაზები, შესაბამისად, საელჩოს განცხადებაც თითქოს ამას ამბობს, ანუ სხვა პირობა, ამერიკის სტრატეგიული კუთხიდან რომ შევაფასოთ, სხვა არაფერი იქნებოდა გარდა ამ ურთიერთობებისა.ასევე, ძალიან საინტერესოა ის, რომ არ არის ურთიერთპატივისცემა დაფიქსირებული ამ ტექსტში, რაც დიპლომატიურ ტექსტს ყოველთვის მოჰყვება - ურთიერთპატივისცემას აფიქსირებს ორივე მხარე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექსტი ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც რეალურად დაწერა ამერიკის საელჩომ.ძალიან საინტერესო იყო ასევე ელჩის მკაცრი სახე, დისტანცია, როგორ იდგა მაკა ბოჭორიშვილთან. გაჩნდა კითხვები, რადგან მან მოიხსენია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა, მოლაპარაკებაზე როდესაც მიდიხარ და ეს ჰგავდა მოლაპარაკებით შეხვედრას, იქ მსგავსი სახელდებები მიღებული და მისაღებია“, - აღნიშნა ბუტიკაშვილმა. 

ვლადიმერ პუტინი – სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ, ჰქონდეთ რუსეთის მხრიდან ხელშეწყობის იმედი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ, ჰქონდეთ რუსეთის მხრიდან ხელშეწყობის იმედი.როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, სომხური მხარის ინიციატივით შედგა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.„ნიკოლ ფაშინიანმა აცნობა რუსეთის პრეზიდენტს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებისა და ერევნის მზადყოფნის შესახებ, ხელი მოაწეროს ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს. ვლადიმერ პუტინმა ამასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა და გამოდის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის მხარდასაჭერად სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ, დაეყრდნონ რუსეთის მხარის ნებისმიერ შესაძლო დახმარებას ამ მიზნების მისაღწევად“, – აცხადებენ კრემლში.ამასთან ერთად, კრემლის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში.სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.„მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების დასრულებას. მხარს ვუჭერთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის მიღწევის გზაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020-2022 წლების სამმხრივი შეთანხმებებით. მიზნად ვისახავთ, გავუწიოთ ყველანაირი დახმარება სამშვიდობო პროცესის შემდგომ წინსვლასა და ბაქოსა და ერევანს შორის დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის, ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას, საერთო საზღვრის დელიმიტაციასა და ჰუმანიტარულ პრობლემატიკას იმ ზომითა და ფორმით, რომელიც მისაღები იქნება პარტნიორებისთვის. სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის ხელშეწყობის საკითხებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი მზადაა, ეწვიოს ბაქოსა და ერევანს შესაბამისი კონსულტაციების ჩასატარებლად. ვადასტურებთ ჩვენს შეთავაზებას, უზრუნველვყოთ რუსული პლატფორმა აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლების კონტაქტებისთვის სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის საკითხთა მთელი კომპლექსის შესახებ, ასევე სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოსაწერად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

🎥მკვლელობა ვაკეში – რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს.ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა.ჩვენ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ. 

თბილისში, ჭავჭავაძეზე კაცი მოკლეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს.ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა.ამ ეტაპზე მეტი დეტალი უცნობია.„ტიფლისნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს FB პოსტით აღშფოთებულებს: სალომე ზურაბიშვილთან იჩივლეთ, ეგ არ იყო ტრამპის ინაუგურაციაზე საკუთარი იმბეცილი პერსონის დემონსტრირებას რომ ახდენდა და თქვენ კვერს...

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ. პოსტს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან საპროტესტო კომენტარები მოჰყვა.როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, რადიკალების საცოდაობა ის კი არ არის, რომ ლიბერალები არიან, არამედ ის, რომ საკუთარ უუნარობას ვერ აღიქვამენ და რეალობას ისე ასცდნენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის დამუნათება საელჩოს განცხადების კომენტარებში დიდი საქმე ჰგონიათ.„მორჩა კინო, წადით სახლებში!„დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები“.ტრამპის ადმინისტრაციიდან პირველი გზავნილებიც მოვიდა, რაც თავისთავად ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის მომასწავებელია.ურთიერთობები გადაიტვირთება, რიგ საკითხებში დაემთხვევა ჩვენი და ამერიკელების ინტერესები, რიგ საკითხებში არ დაემთხვევა და ეს ჩვეულებრივი ამბავია.ყველაფერს ეშველება, გარდა ამ გასაცოდავებული სექტისა, რასაც ქართველი ლიბერალი ჰქვია. ამათი საცოდაობა ის კი არ არის, რომ ლიბერალები არიან, არამედ საკუთარ უუნარობას ვერ აღიქვამენ და რეალობას ისე ასცდნენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის დამუნათება საელჩოს განცხადების კომენტარებში დიდი საქმე ჰგონიათ.წადით, სალომე ზურაბიშვილთან იჩივლეთ, ეგ არ იყო ტრამპის ინაუგურაციაზე საკუთარი იმბეცილი პერსონის დემონსტრირებას რომ ახდენდა და თქვენ - კვერს უკრავდით?!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ბოლო სიახლეები