შაბათი, იანვარი 18, 2025

სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკანონმდებლო ცვლილებები ერთ თვეში მომზადდება

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით ორგანულ კანონში ცვლილებები ერთი თვის ვადაში მომზადდება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, ორგანული კანონის მიღებას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 დასჭირდება.

„ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს ან საქართველოს გაერთიანებას ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ორგანული კანონის მიღება გვიწევს და დათქმაა, რომ ორგანული კანონის მიღებას 2/3 სჭირდება. ერთი თვე იქნება საჭირო, რომ პროექტი დაიდოს“, – დასძინა მდინარაძემ.

ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება, აღნიშნულია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით რეგულაციები ორგანული კანონით განისაზღვრება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როგორ გამოიყურება 8 თვის ორსული ნესლიჰან ათაგიული – თურქი ვარსკვლავი 8-წლიანი ლოდინის შემდეგ შვილს ელოდება

სლავურ-კავკასიური წარმომავლობის ვარსკვლავს, 32 წლის ნესლიჰან ათაგიულს სერიალების მოყვარულები დიდი ხანია იცნობენ. ცოტა ხნის წინ გაამხილეს მან და მისმა ქმარმა – კადირ დოგულუმ, რომ შვილს ელოდებიან. ახლა კი, იტალიურ გადაცემაში სტუმრად მყოფმა იქვე მოაწყო სქესის გაგების ორიგინალური შოუ და ყველამ შეიტყო, რომ წყვილი ვაჟს ელოდება. ნახეთ როგორ გამოიყურება დღეს 8 თვის ორსული მსახიობი. ნახეთ ფოტოები.

ნახეთ როგორ ემშვიდობება „ნაპოლი“ კვარადონას

ხვიჩა კვარაცხელია უკვე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი ნაპოლის ემოციურად დაემშვიდობა და გუნდმაც ასევე სიყვარულით გააცილა. გუნდის ფეისბუქის გვერდმა კვარას ვიდეო მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა.  

VIDEO: „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი -კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოთამაშეა, ჩვენთან ერთად ყველა მიზანს მიაღწევს

საფეხბურთო კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნასერ ალ ხელაიფმა კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე. შეგახსენებთ, რომ კატარელი ბიზნესმენი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრია. გარდა ამისა, იგი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტში ევროპის საკლუბო ასოციაციის წარმომადგენელი იყო.„მოხარულები ვართ, მივესალმოთ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ დიდ ოჯახში. ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წარმომადგენელია, ფანტასტიკურად ნიჭიერი, ამავე დროს, მამაცი მოთამაშეა, რომელიც გუნდისთვის თავდაუზოგავად იბრძვის. ხვიჩას დიდი ხანია, სურვილი ჰქონდა, ჩვენი კლუბის ნაწილი გამხდარიყო. ვიცი, რომ ის ჩვენთან ერთად თავის ყველა მიზანს მიაღწევს. მოხარული ვართ, რომ გუნდი ასეთი მოთამაშით გავაძლიერეთ და განვაგრძობთ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავების გუნდად ჩამოყალიბებას“.  

ოფიციალურად – ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. გავრცელებული ცნობით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანაზღაურება სეზონში 11 მილიონი ევრო იქნება. ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გორში, ხანძარს მატარებლის სადგურის დარაჯი ემსხვერპლა

გორში, მატარებლის სადგურის დარაჯი ხანძარს ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დარაჯს შენობაში ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

ბოლო სიახლეები