კვირა, მაისი 4, 2025

სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაკავებული პირები არიან: ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და გიორგი გიორგაძე.

სხდომაზე დღეს მსჯელობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე გაიმართა.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა. მათი თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, რომლითაც მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდება.

როგორც პროკურორმა ვაჟა თოდუამ აღნიშნა, დაცვის მხარეს დღევანდელ სხდომაზე არ წარმოუდგენია ახალი გარემოება, რაც ზეგავლენას მოახდენდა ბრალდებულების მიმართ შერჩეულ აღკვეთ ღონისძიებაზე.

„სასამართლომ როდესაც უკვე არაერთხელ განიხილა ეს საკითხი, მიუთითა, რომ რაიმე ახალი არსებითი გარემოება არ იყო წარმოდგენილი არცერთი მხარის მიერ და ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობა დატოვა ძალაში. მოცემულ შემთხვევაში, არც დღევანდელ სხდომაზე არ აქვს დაცვის მხარეს რაიმე ახალი გარემოება წარმოდგენილი , რაც ზეგავლენას მოახდენდა ბრალდებულების მიმართ შერჩეულ აღკვეთ ღონისძიებაზე“, – აღნიშნა პროკურორმა.

სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ვეფხია კასრაძემ განაცხადა, რომ „დღეს რაც დარბაზში ხდება, ბოროტებაა“. ამასთან მან პატრიარქსაც მიმართა.

„მინდა, მივმართო ჩემს პატრიარქს, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, გამოგზავნეთ თქვენი წარმომადგენლები, დაესწრონ ჩვენს სასამართლოებს. სად უნდა მივიმალოთ, ვის უნდა მივემალო? მე მქონდა მაგის შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოვიყენე. რას გავქცეოდი? როდესაც მართალი ვარ, რატომ უნდა დავიმალო? ისიც მეყოფა, რომ უდანაშაულოდ ვისჯები“, – განაცხადა ვეფხია კასრაძემ.

საქმეზე ბრალდებულ რვა პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. პროცესის პარალელურად, დაკავებულებისთვის სოლიდარობის ნიშნად სასამართლოს ეზოში მათი მხარდაჭერებიც შეიკრიბნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს – რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს - რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი.საქმეზე 3 პირი დააკავეს, ერთი ამ დრომდე ძებნაშია.დაელოდეთ კურიერი P.S-ის ანონსს კვირას 21:00 საათზე ⇓ 

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ეს ცრემლები ბევრი მიზეზით იყო… გამახსენდა ოჯახი, წინაპრები, ჩემი დროშა“ – ილია სულამანიძის ემოციები გამარჯვების შემდეგ

ილია სულამანიძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო. ილიამ გადაცემაში მისი გამარჯვებისა და ემოციების შესახებ ისაუბრა. „სიტყვებით შეიძლება ვერ გადმოვცე, მაგ დროს ფიქრობ გულშემატკივარზე, ოჯახზე, როგორ გგულშემატკივრობს დედა, მამა…ყველაფერს წარმოიდგენ, შენს წინაპრებს, შენს დროშას, რა ისტორია აქვს..ეს ყველაფერი ცრემლსაც გამოიწვევს, ცრემლები ბევრი მიზეზიდან გამომდინარე იყო…“ – აღნიშნა ილიამ.ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოიევს იუკოთი სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამ წონით კატეგორიაში ილია გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს…“ – ქართველი გოგო, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს

მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს და თამაშობენ ბინძურ თამაშებს ქართველები, რომლებიც ღმერთმა იცის რას საქმიანობენ აქ კლინიკებთან. (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.) შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ სათითაოდ ყველა თქვენს მოწერილი მუქარებით! და ფაქტებით თუ რამ გაგაბოროტათ. თქვენც იშრომეთ, როგორც მე! და მიაღწიეთ წარმატებას, იყავით ორიენტირებული პაციენტზე და მის ჯანმრთელობაზე და არა ფულზე!აქ ჩემ სიტყვას ფულზე დიდი ძალაც აქვს და დაფასებაც, იცით რატომ? ჩემი ადამიანობით. მარიამი პირველი ქართველი არ იყო ვისაც ჩემი თხოვნით ჰონორარის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია, სხვადასხვა განხრით ბევრია მსგავსი ოპერაციები და ამაზე საუბარი არც მსურს, რადგან მე რასაც ვაკეთებ მანიჭებს ბედნიერებას, უფალი ხედავს და ჩემთვის საკმარისია.ბევრს ვეგონე და ვგონივარ ექიმი, რადგან მე თვითონ ვარ ჩართული ყველა პაციენტის მკურნალობაში. ზოგჯერ ვცდები გაიდლაინებს, ვაკავშირებ ერთმანეთთან სხვადასხვა განხრის ექიმებს და მეამაყება ყველა წარმატებული მკურნალობა, თუნდაც მაშინ როცა თურქეთმა იმედიც კი გადაუწურა მაგრამ აი იმ ერთი ჩემი შერჩეული ექიმით მიიღო შედეგი. რაც არ უნდა გააკეთოთ, მთელი ჰაკერებიც რომ დაიქირაოთ ფეისის გასატეხად, ჩემს სახელს და გვარს ვერ წაშლით! მაინც მოვა პაციენტთა ზღვა ჩემამდე! მიხარია რომ ჩემი საქართველო მიცნობს ისეთს როგორიც ვიყავი და ვარ.მაცადეთ ვაკეთო ჩემი საქმე“, - წერს მედეა იობაშვილი.

ბოლო სიახლეები