სასამართლომ ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პროცესს ჩაბუქის მეუღლე, ამერიკელი კონგრესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
15 თებერვალს ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მუსტაფა ემრე ჩაბუქს შეხვდა. ევროპარლამენტარი მუსტაფა ემრე ჩაბუქთან 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
რებეკა ჰარმსმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ არ დაუშვან ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება. მან მოუწოდა სასამართლოსაც, რომ არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.
დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხატია არდაზიშვილმა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა სამინისტროს უარი ძალაში დატოვა. საქმე სააპელაციოში გასაჩივრდა, რომელმაც ასევე უარი უთხრა ჩაბუქს მოქალაქეობის მინიჭებაზე.