ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

სარფის საბაჟოზე თურქეთის მიმართულებით გადასვლა შეფერხებულია

სარფის საბაჟოზე დილიდან რიგებია. მოქალაქეები საზღვარს თურქეთის მიმართულებით ავტომობილების გასასვლელიდან კვეთენ. მათი განცხადებით, დილიდან საბაჟოზე იმყოფებიან და საზღვარი ამ დრომდე ჩაკეტილი იყო. მიზეზად ტექნიკურ შეფერხებას ასახელებენ, რასაც შს სამინისტროშიც ადასტურებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი: უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი

უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.დეპუტატი გამოეხმაურა ახალ კამპანიას ეკლესიის წინააღმდეგ და პატრიარქის არჩევნების წინ გაკეთებულ განცხადებებს.„არაა გასაკვირი, რომ შეტევაა ეკლესიაზე, საპატრიარქოზე. ვნახეთ 17-21 მარტის მოვლენები საქართველოში, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ და მისმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ ის არის მომხრე სარწმუნოების, ოჯახური ტრადიციების. კარგად გვახსოვს მიხაელ როთის და მისი კოლეგების განცხადებები რუსთაველზე, რომ შავბნელ ძალებად მოიხსენიებდნენ ეკლესიას, საპატრიარქოს და მისი აქაური ამფსონები, აგენტურა, ქართული „ენჯეო“ სექტორი, თუ „ნაცმოძრაობა“ როგორ იმეორებდა იმავეს, რომ შავბნელი ძალები არიან საპატრიარქოში და ა.შ. ეს თავდასხმები სწორედ აქედან მომდინარეობს. მათი, ანუ უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პაველ ჰერჩინსკი – წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო

წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოება ევროპის დღეზე დასასწრებად მიიწვია.„მალე ეს ადგილი ისე გარდაიქმნება, რომ დაუვიწყარი გახდება. ჩვენი წევრი სახელმწიფოები წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს, მათ კულტურასა და ინოვაციებს, იმას, რაც მათ უნიკალურს ხდის. პავილიონებში დაგხვდებათ ბევრი ისეთი შესაძლებლობა, რომელსაც უნდა გაეცნოთ. უამრავი აქტივობა პატარებისთვის. პირდაპირ ეთერში სცენაზე მნიშვნელოვანი საუბრები გაიმართება. წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის. ეს შეხსენებაა, როaმ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო.შემოგვიერთდით 9 მაისს „ექსპო-ჯორჯიაში“, აღვნიშნოთ ევროპის დღე ერთად!“ -განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ვიდეომიმართვაში.

სტუ-ის რექტორი ღვაწლმოსილი ავიაინჟინრის – თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ავიაინჟინრის, სტუ-ის ბუნებრივი კატასტროფების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელისა და საუნივერსიტეტო Fab Lab-ის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის, აღმოსავლეთ ევროპისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის, ოთხი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, 163 ნოვაციისა და გამოგონების ავტორის, საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატის - თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და აღზრდილებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პროფესორ თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო.ბატონი თემური იყო მეცნიერი და ინჟინერი, რომლის მრავალწლიანი საქმიანობა, საავტორო ნოვაციები და გამოგონებები გამორჩეულად აისახა ქართული საავიაციო ინჟინერიის განვითარებაზე. სწორედ მისი ინოვაციური აზროვნება და სამეცნიერო მიღწევები გახდა დარგში არაერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლის და პრაქტიკული საინჟინრო გადაწყვეტილების დაგეგმვა-განხორციელების საფუძველი.ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა თაობის აღზრდას - როგორც პროფესორი, არა მხოლოდ ცოდნას უზიარებდა სტუდენტებს, არამედ კვლევისადმი ინტერესს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს უნერგავდა. დღეს მისი აღზრდილები აგრძელებენ პედაგოგის გზას და ღირსეულად წარმოაჩენენ ქართულ ავიასაინჟინრო სკოლას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.თემურ მაისურაძის პროფესიული მემკვიდრეობა, რაც ფასდაუდებელია სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების მხრივ, სამომავლოდაც გაუკვალავს გზას ახალი თაობის ავიაინჟინრებსა და მკვლევრებს.ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და აღზრდილებს”, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.

საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს – გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, ლილუაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის.როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგალაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და სხდომაზე სწორედ აღნიშნულზე გაამახვილებს ყურადღებას.ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასუდ ფეზეშქიანი – ირანი არასდროს დაემორჩილება აშშ-ის დაშინებას

ირანის პრეზიდენტმა და ერაყის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ალი ფალეჰ ალ-ზაიდიმ სატელეფონო საუბრისას რეგიონის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.როგორც ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, ირანი უარყოფს მუქარის ენას და არასდროს დაემორჩილება აშშ-ის „დაშინებას“.„ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ნებისმიერი დიალოგისთვის, მაგრამ თავისი რწმენისა და პრინციპების საფუძველზე. ის არ დამორჩილებულა და არასდროს დაემორჩილება იძულებას. ისინი ლოგიკურად თუ დაგველაპარაკებიან, დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ მუქარისა და დაშინების ენა არსად მიგვიყვანს“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.ფეზეშქიანმა ასევე აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა დაინტერესებულია სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებით.„რეგიონში ჩვენს ძმებთან რაიმე კონფლიქტი არ გვსურს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის სკოლები, საავადმყოფოები და ინფრასტრუქტურა დაიბომბა რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკული ბაზებიდან და მათი სივრცის, ობიექტების გამოყენებით. მოვუწოდებთ მუსლიმურ უმას ერთიანობისა და შეკავშირებისკენ რელიგიურ სწავლებებზე დაყრდნობით. გვჯერა, რომ სწორ, სამართლიან გზაზე სიარულის დროს, უთანხმოების საფუძველი აღარ დარჩება“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.თავის მხრივ, ალ-ზაიდიმ აღნიშნა, რომ გააძლიერებს ურთიერთობებს ირანთან ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროებში. მისივე განცხადებით, ბაღდადი მზად არის, უმასპინძლოს ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებს.„გვჯერა, რომ ირანის დღევანდელი ძალა მხოლოდ ირანს არ ეკუთვნის, არამედ ყველა მუსლიმისა და შიიტის მხარდაჭერაა. ჩვენ არასდროს შევეგუებით ამ ძალის წართმევას ირანისთვის. სწორედ ეს ძალა დაგვეხმარა „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ერაყს ირანის მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ირანის ძალა ერაყის ძალაა და ირანის სისუსტე ერაყის სისუსტე იქნება“, – აღნიშნა ალი ფალეჰ ალ-ზაიდიმ.

ბოლო სიახლეები