ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ვაჟა სირაძე ლევან მაისურაძემ შეცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ლევან მაისურაძე დაინიშნა.

შსს-ს ვებგვერდზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის შესახებ ინფორმაცია უკვე განახლდა და დეპარტამენტის ხელმძღვანელად ლევან მაისურაძეა მითითებული.

აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან მაისურაძემ ვაჟა სირაძე შეცვალა, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – ევროკავშირს შეუძლია, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი აშშ-ს მონაწილეობის გარეშეც შეამციროს

იმ შემთხვევაშიც თუ აშშ არ დათანხმდება რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის დაწევას, ევროკავშირს ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეუძლიაიმ შემთხვევაშიც თუ აშშ არ დათანხმდება რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის დაწევას, ევროკავშირს ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეუძლია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.კაია კალასის თქმით, ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება აშშ-ის მონაწილეობის გარეშეც, ხოლო ამ ქმედებას უარყოფითი ეფექტი ექნება რუსეთის ეკონომიკაზე.„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასევე ჩვენთან ერთადაა, და ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ერთად ვმუშაობთ. ნავთობის ფასების შეზღუდვა „დიდმა შვიდეულმა“ დაამტკიცა, შემდეგ კი ევროკავშირმაც“, – აღნიშნა კაია კალასმა.ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირისთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რასაც მარტო აკეთებს, რადგან მოთამაშეები არიან.კაია კალასმა აღნიშნა, რომ რუსული ნავთობი ევროპაში ბალტიისპირეთისა და შავი ზღვების გავლით შემოდის.„სინამდვილეში, თუნდაც ამერიკელები არ იყვნენ ჩართული, ჩვენ მაინც შეგვიძლია, ეს ვაკეთოთ და გავლენა მოვახდინოთ“, – თქვა ევროკავშირის დიპლომატმა.რუსული ნავთობის ფასის ზღვარი ამჟამად ბარელზე 60 დოლარია, ხოლო კაია კალასის წინადადება ითვალისწინებს 45 დოლარამდე დაწევას.

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა გმირთა მოედანზე

,,კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა გმირთა მოედანზე! დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია, იარეთ ფრთხილად -კადრებსჩემი ქალაქი მკლავს ავრცელებს.

რა კადრები ვრცელდება-ბლოგერმა ბლოგერი პირდაპირ ეთერში მოკლა

აშშ-ში, ცნობილი ბლოგერი Finny Da Legend-ი და მისი პარტნიორი პირდაპირ ეთერში მოკლეს. მედიის ცნობით, ბლოგერი ლას-ვეგასში, ცნობილ სასტუმრო Bellagio-სთან იმყოფებოდა, როდესაც მას სულ მცირე 7-ჯერ ესროლეს.როგორც მედია იუწყება, მსროლელიც ბლოგერია, რომელსაც Finny Da Legend-თან სოციალურ ქსელში ხანგრძლივი კონფლიქტი ჰქონდა.პოლიციამ მსროლელსა და მსხვერპლს შორის არსებული კონფლიქტი დაადასტურა. მოგვიანებით, 41 წლის მანუელ რუისი პოლიციას ჩაბარდა."ამჟამად მიგვაჩნია, რომ ჩვენ დავადგინეთ ეჭვმიტანილი და ეს არის ერთჯერადი ინციდენტი, იმის გათვალისწინებით, რომ ეჭვმიტანილსა და მსხვერპლს ადრე სხვადასხვა სოციალურ ქსელში კონფლიქტი ჰქონდათ", - განაცხადეს პოლიციაში.

„აი, უკვე 80 წელია, ჩვენი დასი წარმატებით იპყრობს მსოფლიო სცენებს!“-„დღეს ანსამბლ „სუხიშვილების“ დაბადების დღეა!

ქართული ნაციონალური ბალეტი(„სუხიშვილები“ )80 წლის გახდა!1945 წლის 11 ივნისს ანსამბლმა პირველი კონცერტი გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „სუხიშვილების“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.„დღეს ანსამბლის დაბადების დღეა!1945 წლის 11 ივნისს ჩვენმა ანსამბლმა პირველი კონცერტი გამართა სახელმწიფო სტატუსით!აი, უკვე 80 წელია ჩვენი დასი წარმატებით იპყრობს მსოფლიო სცენებს!“  ქართული ეროვნული ბალეტი, საზოგადოებაში უფრო მეტად ცნობილი, როგორც სუხიშვილები ან სუხიშვილი — ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. „მოდერნ-ბალეტის“ პრინციპებთან, თუმცა მისი არსით და პოეტიკით იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა და ანსამბლის დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება. პირველი კონცერტი გაიმართა 1945 წლის 11 ივნისს. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს ანსამბლს მიენიჭა „აკადემიურის“ სტატუსი. ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19 200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა. 1985 წლიდან ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო თენგიზ სუხიშვილი. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი — ნინო სუხიშვილი.

ნიცა თავაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პსჟ-ს“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს. პატარა დამიანე უკვე კამერასთან პოზირებს.კვარა ნეაპოლიდან ოჯახთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად.2025 წლის 17 იანვარს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ფრანგულ კლუბთან, რომელიც ძალაშია 2029 წლამდე. ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი ევრო იყო.მისი დებიუტი შედგა 2025 წლის 25 იანვარს, როდესაც PSG-მ ფრანგულ ლიგა 1-ში 1:1 ფრედ ითამაშა "სტად რემსთან". ხვიჩამ ასისტი გააკეთა, რომელიც ოსმან დემბელეს გოლში გადაიზარდა .2025 წლის 31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერ მილანის" წინააღმდეგ, მან გაიტანა გოლი, რომელიც PSG-ს ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგების საფუძველი გახდა.

ბოლო სიახლეები