ხუთშაბათი, აპრილი 3, 2025

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს

საფარის ღირსი საბა განწმენდილის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერი სერაფიმე (ხახალეიშვილი) გარდაიცვალა. საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ამა წლის 26 მარტს გარდაიცვალა საფარის ღირსი საბა განწმენდილის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერი სერაფიმე (ხახალეიშვილი).

ბერი სერაფიმე დაიკრძალება შაბათს, 29 მარტს ამავე მონასტრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ სერაფიმეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას, მონასტრის საძმოსა და განსვენებულის ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ბერი სერაფიმე“, – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

📽️„ფრთხილად, თაღლითები! გააზიარეთ, რომ ყველამ გაიგოს! არავითარ შემთხვევაში, არ უკარნახოთ…“ – გაფრთხილება სოცქსელის მომხმარებლებს

ბლოგერი და ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომლითაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს ინტერნეტთაღლითობის შესახებ აფრთხილებს.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

იმ წლებში, როცა თითქოს კრიმინალურ სამყაროს ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმი, სწორედ ამ სამყაროს წარმომადგენლების მეშვეობით საპატიმროებში ტერორს ახორციელებდა – სოზარ სუბარი

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, სადაც საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილებოდა, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საპატიმროებში პატიმართა რაოდენობასა და იქ არსებულ პირობებზე ისაუბრა.მისივე თქმით, მაშინ როცა იმდროინდელი ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული კრიმინალურ სამყაროსთან, პატიმრებზე ტერორი სწორედ ამ სამყაროს წარმომადგენლების მეშვეობით ხორციელდებოდა.„იმ წლებში, როცა იმდროინდელი ხელისუფლება თითქოს ებრძოდა „კრიმინალურ სამყაროს“, სწორედ მათი ხელით ტერორს ახორციელებდა სხვა პატიმრებზე.2004 წლის დასაწყისში იყო 6 ათასი პატიმარი. რამდენიმე წელიწადში კი, პატიმართა რაოდენობამ გადააჭარბა 24 ათასს, ანუ პატიმართა რაოდენობა რამდენიმე წელიწადში ექვსჯერ გაიზარდა. მაგალითად, მეხუთე საპყრობილეში იყო საკნები, სადაც 18 ან 20 საწოლი იდგა და 120-125 პატიმარი ჰყავდათ შესახლებული. ამ საკანში იყო ღია საპირფარეშო, არ იყო განიავების და დაბანის საშუალება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.მან აღნიშნული რეპლიკა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯემალ წიკლაურმა ე.წ. „შავი სამყაროს“ წარმომადგენლების მხრიდან მასზე ზეწოლაზე ისაუბრა. ჯემალ წიკლაურმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საკნის ე.წ. „მაყურებლები“ მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რომ ხელი მოეწერა სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემაზე.„მაგარ ბიჭებს“ რომ ვეძახით, ზოგი საკნის მაყურებელი იყო, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე, რომ როგორმე მომეწერა ხელი იმ დოკუმენტზე, რომლითაც ჩემს ქონებას სახელმწიფოს გადავცემდი. თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ, როცა მათ შევხვდი, ვკითხე, რას მერჩოდით-თქო და მიპასუხეს, ასე რომ არ მოგქცეოდით, კარცერიდან თავს არ გამოგვაყოფინებდნენო“, - განაცხადა წიკლაურმა.

თბილისში, მტკვარში გადავარდნილ ახალგაზრდა ქალს  ეძებენ

თბილისში, მტკვარში გადავარდნილ ქალს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მდინარეში მშვიდობის ხიდიდან გადავარდა.შემთხვევა პირველ აპრილს მოხდა.

კიტ კელოგი – უკრაინა და რუსეთი ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ახლოს არიან, ამისთვის საჭიროა ორივე მხარის მიერ კომპრომისზე წასვლა

უკრაინა და რუსეთი ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ახლოს არიან, ამისთვის საჭიროა ორივე მხარის მიერ კომპრომისზე წასვლა, – ამის შესახებ უკრაინის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.„ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ ყოვლისმომცველ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას. როგორც კი ამას მივაღწევთ, ომის განახლება ძალიან რთული იქნება. აი, რისი მჯერა მე“, – განაცხადა კელოგმა.კელოგის თქმით, ახლა აუცილებელია შეთანხმების პირობების ჩამოყალიბება, სადაც მკაფიოდ იქნება მითითებული უკრაინისა და რუსეთის მოთხოვნები ომის დასრულებისთვის. კელოგის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განაგრძობს კონტაქტს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.მისივე თქმით, ტრამპი შეძლებს ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევას.„ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის ზღვარზე ვართ, მაგრამ ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისზე წასვლა. ვერც ერთი მხარე ვერ მიიღებს ყველაფერს, რაც სურს. საჭირო იქნება რაღაც დათმობა, რომ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ამის გაკეთება“, – აღნიშნა კელოგმა.

თეთრი სახლის პრესმდივანი – „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სრული სისულელეა, ილონ მასკი ჯერ არ ტოვებს თავის თანამდებობას

ეს „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სრული სისულელეა, ილონ მასკი ჯერჯერობით არ ტოვებს თავის თანამდებობას, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი „პოლიტიკოს“ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება.„ეს „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სრული სისულელეა, ილონ მასკმა და პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ილონი დატოვებს საჯარო სამსახურს, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომელი, როდესაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში (DOGE) მისი შესანიშნავი სამუშაო დასრულდება“,- წერს ლევიტი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, გამოცემა „პოლიტიკომ“ გაავრცელა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება.  

ბოლო სიახლეები