პარასკევი, აპრილი 10, 2026

საპატრიარქოსთან არსებული დედათა და ბავშვთა თავშესაფარი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას მიიღებს

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ლომისას წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი „კიდევაც დაიზრდებიან“ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას მიიღებს.

შესაბამისი ბრძანება ლიცენზიის გაცემის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ გასცა. ბრძანებას ხელს სააგენტოს უფროსი, გია თვალავაძე აწერს.

დოკუმენტის გამოცემას თავშესაფრის დირექტორის, ვ. კაცაძის (დედა ბარბარე) განცხადება უძღოდა წინ.

მიღებული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე იაკობი – ერთმანეთს რომ ცუდად ვექცევით, ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია და ამას მივხვდეთ

ერთმანეთს რომ ცუდად ვექცევით, ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია და ამას მივხვდეთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.მეუფე იაკობის თქმით, უნდა შევეცადოთ, რომ არავინ განვიკითხოთ და უფლის გზას გავყვეთ.„ერთმანეთს გავუფრთხილდეთ ქართველები. ნუ ვიფიქრებთ, რომ ვინმე ვინმეზე მეტია. რომ არა ღმერთი, დღეს საქართველოში ეს მშვიდობა . ერთმანეთს რომ ცუდად ვექცევით ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია და ამას მივხვდეთ.რაღა დარჩა ღალატამდე და ღალატის აღსრულებამდე. შევეცადოთ, რომ არ განვიკითხოთ არავინ, გავყვეთ უფლის გზას, ქრისტეს გზას. მთავარია ღმერთი ვის შეაქებს. დიდი ის არის, ვინც ღმერთთანაა... ღვთის შეწევნით, საქართველოს მიმართ ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვებს, ახალგაზრდებს გავუფრთხილდეთ. ამათზე დიდი და ლამაზი არავინ გვყავს“, - აღნიშნა მამა იაკობმა.

პატრიარქის სააღდგომო გზავნილები – რისკენ მოუწოდებდა უწმინდესი ერს

რა იყო პატრიარქის სააღდგომო გზავნილები - ამის შესახებ გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდა სიუჟეტი მოამზადა.„ჩვენ დღეს ვდღესასწაულობთ უდიდეს დღესასწაულს, აღდგომას ქრისტესი - ეს არის გამარჯვება სიცოცხლისა სიკვდილზე და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა არ მოაკლოს საქართველოს მშვიდობა, სიხარული და სიყვარული, მადლი ღვითისა,“, - ამბობდა პატრიარქი.ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

პედრო სანჩესი – არ დავუშვათ, ლიბანი გახდეს ახალი ღაზა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევების ფონზე, ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედოს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს.სანჩესის თქმით, ევროპამ თანმიმდევრულად უნდა უპასუხოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებს.„არ დავუშვათ, ლიბანი გახდეს ახალი ღაზა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევების ფონზე, ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედოს, თუ გვსურს, დანარჩენმა სამყარომ გაგვიგოს და გვერდით დაგვიდგეს უკრაინის მხარდაჭერაში, თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში დამპყრობლის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა სანჩესმა.ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება უნდა შეაჩეროს.„გუშინ ესპანეთის მთავრობამ და პირადად მე წარვადგინეთ შეთავაზება, რომ თანმიმდევრულობის მიზნით, ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება შეაჩეროს, რადგან, ცხადია, ის არღვევს შეთანხმების ბევრ მუხლს. განსაკუთრებით საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ირანის მოლაპარაკებების წინ მოქალაქეებს სთხოვა, ილოცონ მოლაპარაკებების წარმატებისთვის

აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა მოქალაქეებს სთხოვა, ილოცონ მოლაპარაკებების წარმატებისთვის.„ეს გადამწყვეტი მომენტია, გთხოვთ ილოცოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, უამრავი სიცოცხლე გადარჩეს და მსოფლიომ მშვიდობა იხილოს“, – აღნიშნა შარიფმა.პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ხვალ ამერიკელი და ირანელი ლიდერები ისლამაბადში მოლაპარაკებებისთვის ჩავლენ.„პაკისტანის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებით“, – აცხადებს შეჰბაზ შარიფი.ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკვე გაემგზავრა პაკისტანში.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან ქვეყანაში 1 953 ადამიანი დაიღუპა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან ქვეყანაში 1 953 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილთა რიცხვი კი 6 303-ს აღწევს.უწყების ინფორმაციით, მხოლოდ 8 აპრილს მომხდარი  მასშტაბური დარტყმების შემდეგ 357 ადამიანი დაიღუპა, ხოლო  1 223 დაიჭრა.ისრაელის არმიის განცხადებით, 8 აპრილს თავდასხმისას ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 180 წევრი მოკლეს.

ბოლო სიახლეები