პარასკევი, ნოემბერი 20, 2026

საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს.პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, რეზოლუციით საკანონმდებლო ორგანო ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოცემა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.პარლამენტი რეზოლუციის პროექტს – „საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე” – მომდევნო კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს და უყრის კენჭს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა ხუციშვილი ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 19 ნოემბერს, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ამ მძიმე წუთებში სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.თანავუგრძნობ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ თითოეულ ოჯახს. დაშავებულებს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – წერს ხუციშვილი სოციალურ ქსელში.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემი კუსუნა… “ – ფონიჭალაში დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

ფონიჭალაში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას ვერონიკა ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილი, არიანა ემსხვერპლნენ. დედა-შვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ახლობლები და მეგობრები ემოციური პოსტებით ეხმაურებიან.„რა გინდა, სიკვდილოოო, რაააა… რატომ წამართვი უკვე მეორე მეგობარი?  რატომ არ გვინდობ ადამიანებს? თანაც ასე, შვილთან ერთად…ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემი კუსუნა…“ცნობისთვის, 19 ნოემბერს, საქართველო უმძიმესმა ამბავმა შეძრა. ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, ხუთი კი კლინკიკებში გადაიყვანეს.

სულხან თამაზაშვილი – მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში, ჩვენს გმირ მეხანძრე-მაშველებს, მუნიციპალურ სამსახურებს, მედიის წარმომადგენლებს

მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და, აუცილებლად, რა თქმა უნდა, სამაშველო ღონისძიებებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონიჭალაში, შემთხვევის ადგილზე მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განუცხადა.„აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და, პირველ რიგში, ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მინდა, მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მთელი დღის განმავლობაში გვქონდა თანამშრომლობა და საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში თვალი ედევნებინა მოვლენებისთვის“, – განაცხადა თამაზაშვილმა.ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა, საავადმყოფოში რჩება ხუთი ადამიანი, მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის ადგილიდან თავდაპირველად საავადმყოფოში გადაიყვანეს ოთხი ადამიანი. ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა. ექიმების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი იქნა ამოყვანილი.

მამა სამსახურში ყოფილა წასული… სამი ბავშვი – სკოლაში…ახალი დეტალები თაიას ოჯახის შესახებ

,,წარმოუდგენელი ტრაგედია ტრიალებს ამ ოჯახის თავს... სწორედ აქედანაა გადარჩენილი თაია.დედა და შვილი დადასტურებულად გარდაცვლილი, ამოცნობილი.და ნანგრევებში კიდევ ერთ ბავშვს ეძებენ.მამა სამსახურში ყოფილა წასული...სამი ბავშვი - სკოლაში.მის გულში ახლა რა ცეცხლი და კაეშანი ტრიალებს, წარმოდგენაც არ მინდა...ვწუხვარ, ვიზიარებ...იმედია, გლოვის დღე გამოცხადდება და ყველა დაგეგმილი გასართობი ღონისძიება გადაიდება.გარდაცვლილებს ეს ვერ გააცოცხლებს, მაგრამ ამით მცირედ მაინც მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას..- სოციალურ ქსელში მომხმარებელილაშა ბერულავა წერს და ფოტოს გვიზიარებს.

ბოლო სიახლეები