პარასკევი, აპრილი 11, 2025

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე შეხვედრები გვექნება ევროპელ კოლეგებთან, საუბარი იქნება მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევაზე, რაც რეგიონშია – შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში შეხვედრები გვექნება ევროპელ კოლეგებთან, ევროპული პარლამენტების წარმომადგენლებთან, საუბარი იქნება მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევაზე, რაც რეგიონშია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხასდა.

“საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეაში მონაწილეობს. აქ, პარლამენტებიდან 130 ქვეყნის დელეგაცია არის წარმოდგენილი, 2000-მდე დელეგატია. ჩვენ ამ შესაძლებლობას ყოველთვის ვიყენებთ, რომ ერთ ადგილზე საშუალება გვქონდეს, რომ ბევრ ჩვენს კოლეგას შევხვდეთ და ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავესაუბროთ. როგორც წესი, ჩვენს კოლეგა პარლამენტარებთან შეხვედრებისას, ასეთ ფორმატებს უპირველეს ყოვლისა ვიყენებთ ხოლმე არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად. ამჯერად, შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან, ევროპული პარლამენტების წარმომადგენლებთან გვექნება. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევაზე, რაც რეგიონშია – იმ სამშვიდობო მიზნებზე, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ომის დამთავრების მიმართულებით დასრულდეს. ასევე, იმ გამოწვევებზე ვისაუბრებთ, რაც დღეს არსებობს, რათა ეკონომიკურ თანამშრომლობას სწორი მიმართულება მიეცეს. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ასამბლეა უზბეკეთში, ტაშკენტში ტარდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლის წინ წამოწევა თანამედროვე სამყაროში იმ ეკონომიკური, ახალი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც დღესდღეობით ისახება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან იქნება.

“მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მექნება, უზბეკეთის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის, ვისთანაც განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა გვაქვს. წინ საინტერესო ასამბლეა გველოდება. ასამბლეის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლა მექნება. დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო შეხვედრა იქნება. თავისთავად, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. სულ ახლახან, აზიის ქვეყნებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შედგა. მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, არსებობდეს ის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები, რაც ჩვენს ქვეყნებს შორისაა და თანამედროვეობაში უკვე საერთო ეკონომიკური ინტერესებია, სწორად განხორციელდეს, როგორც ეკონომიკურ-თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასევე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ჩვენი მთავარი მიზანია ომის შეჩერება, ვცდილობთ ამას, ვფიქრობ, პროგრესს ვაღწევთ, იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე შევძლებთ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების...

ჩვენი მთავარი მიზანია ომის შეჩერება, ვცდილობთ ამას. ვფიქრობ, პროგრესს ვაღწევთ. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე შევძლებთ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მანამდე ტრამპს კითხვა დაუსვეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმად, ჩინელი ჯარისკაცები რუსეთის სასარგებლოდ იბრძვიან უკრაინაში, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა:„ჩვენ ამას გამოვიკვლევთ, მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მიზანია ამ ომის შეჩერება. ისინი კვირაში 2 500-ზე მეტ ახალგაზრდას კარგავენ. ისინი რუსები და უკრაინელები არიან. ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ადამიანები არიან. ჩვენ ვცდილობთ ამის შეჩერებას. ვფიქრობ, პროგრესს ვაღწევთ. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე შევძლებთ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევას, რათა შეწყდეს ბრძოლა. ეს ისეთი უაზრობაა, საშინელი რამაა, რაც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.ამასთან, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მადლიერია, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში, ამერიკელი ბალერინა, ქსენია კარელინა გათავისუფლდა.„მადლიერი ვარ ბალერინას გათავისუფლებისთვის. ჩვენ პრეზიდენტ პუტინთან ვისაუბრეთ ამის შესახებ და მათ გარიგება დადეს. მათ გაათავისუფლეს ახალგაზრდა ბალერინა და ახლა ის თავისუფალია, რაც კარგია. ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა ტრამპმა.შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა და აშშ-მა პატიმრები გაცვალეს. გაცვლა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოხდა. რუსეთმა შეერთებულ შტატებს გადასცა ქსენია კარელინა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის თანხების შეგროვებისთვის რუსეთში 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. თავის მხრივ, აშშ-მა რუსეთს გადასცა არტურ პეტროვი, რომელიც ექსპორტის შეზღუდვების დარღვევის საქმეზე დააკავეს.

ინფექციონისტის საგანგებო მიმართვა

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს და წერს, რომ გაზაფხულზე წითელას შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი."წითელა დაბრუნდა”, გვაფრთხილებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები. ეს შეეხება როგორც ევროპის კონტინენტს, ასევე აშშ-ს.ევროპაში წითელას რაოდენობამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. დაფიქსირდა სიკვდილის 38 შემთხვევა. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) თანახმად, შემთხვევების მნიშვნელოვანი წილი მოდის 15-19 წლის და 30 წელზე მეტი ასაკის ადამიანებზე.წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში  დაფიქსირდა რუმინეთში (30 ათასი).ამ გაზაფხულზე ვარაუდობენ წითელას შემთხვევების მატებას.შემთხვევების უმეტესი ნაწილი აუცრელ ადამიანებზე მოდის.ამიტომ ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები იყვნენ აცრილნი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით",-წერს მაია ბუწაშვილი.

„ხელოსანმა წყლის მილი გაზის მილს დააერთა და სამეზობლო გაზის გარეშე დატოვა“ – „თბილისი ენერჯი“

„თბილისი ენერჯი“, სოციალურ ქსელში, არასწორად დამონტაჟებული გაზგაყვანილობის სისტემის შესახებ წერს და მოსახლეობას მიმართავს, რომ დასახმარებლად მხოლოდ პროფესიონალებს მიმართონ.„თბილისში, „ყველაფრის მცოდნე“ ხელოსანმა წყლის მილი გაზის მილს დააერთა, სისტემაში წყალი შეუშვა და სამეზობლო გაზის გარეშე დატოვა.ენდეთ მხოლოდ პროფესიონალებს“, - წერს „თბილისი ენერჯი“ სოციალურ ქსელში.

დავით უსუფაშვილი – „ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა – ეს არის თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომელთაც საკვებად აქვთ თავისივე შეთხზული ზღაპრები – მგონი, კობახიძე „უცხო ძალაში“ საკუთარ...

„ქართული ოცნება“ იმაზე შორს წავიდა, ვიდრე თავად „ოცნება“ წარმოიდგენდა. ისინი უკვე ვეღარ უწევენ ანგარიშს სად მიდიან. ეს არის ორიენტაცია დაკარგული, თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც საკვებად აქვთ თავის მიერვე შეთხზული ზღაპრები, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ოთხი ქართველი ოფიციალური პირისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა, იმ სტილის მმართველობის ადგილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, არ არის ევროპული და ასე ევროპაში ვერ შევლენ.მისივე მოსაზრებით, არსებობს საერთაშორისო სისტემებიდან „ამოვარდნის საფრთხეც“.„მოსკოვის გარდა ყველა საუბრობს იმაზე, რომ სერიოზული უკუსვლა გვაქვს. სტაგნაციაც კი არ არის, უკუსვლაა, რადგან ევროკავშირის კარებთან მდგომმა საქართველომ თქვა, რომ „არ მინდა მანდ“. რატომ? იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანს არ უნდა. იმიტომ, რომ რა სტილის მმართველობა შექმნეს, ეს არ არის ევროპული და ასე ევროპაში ვერ შევლენ, ამიტომ ამისთვის გაწირეს ქვეყანა. ახლა დგება სხვა საერთაშორისო სისტემებიდან ნახევრად თუ სრულად ამოვარდნის საკითხი, მათ შორის, ევროსაბჭოს სისტემიდან.შინაარსით, რა თქმა უნდა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ადგილი ასეთ სისტემებში არ არის. მათ ურჩევნიათ იქ იყვნენ და იქ დაინახონ საქართველოს ადგილი, სადაც იმ ქვეყნის ლიდერები უარესს სჩადიან, უარესი სტანდარტებია – იქ უკეთ იგრძნობენ თავს.სანქციები, რომელიც მათთვის მძიმე მოვლენაა, ისინი საქართველოს ასანქცირებენ. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა და დაუკეტა უამრავი გზა, ის გზები, რომელმაც ქვეყანა უნდა წამოაჩინოს მსოფლიო არენაზე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.კითხვაზე, რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს და საუბრობს თუ არა ამაზე ოპოზიცია პარტნიორებთან, უსუფაშვილი პასუხობს, რომ „ლელო“ არ არის მომხრე უვიზო რეჟიმის შეზღუდვისა და ასოცირების შეთანხმების შეჩერების,„ლელო“ არის იმ მიდგომის მომხრე, რომ აღნიშნული საკითხები რეალურად არ დადგეს იმ მაგიდაზე, სადაც გადაწყვეტილება მიიღება. ჩვენ არ ვართ მომხრე უვიზო რეჟიმის შეზღუდვის, არ ვარ მომხრე ასოცირების შეთანხმების შეჩერების, რადგან ეს უკუსვლა კი არ იქნება, ეს იქნება უფსკრულში ჩავარდნა, საიდანაც ამობობღებასაც შესაძლოა თაობების შრომა და ასწლეულები დასჭირდეს. ამასობაში ვხედავთ, რომ ევროპის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.ყველამ კარგად უნდა გაუსწოროს თვალი რეალობას, ევროპა არის ის, რაც იყო 2 წლის წინ, 5 წლის წინ და 16 წლის წინ. ვინ შეიცვალა? – „ქართული ოცნება“ და მისი რიტორიკა“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.

სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).

ბოლო სიახლეები