სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანის აეროპორტში Airbus-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ბორტზე მყოფი 176 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მეხანძრე-მაშველების თქმით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე გაჩნდა და თვითმფრინავის კორპუსში სწრაფად გავრცელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. დაწყებულია გამოძიება.