სამშაბათი, მარტი 3, 2026

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 100-ს გადააჭარბა

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად 1 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 800 კი დაკარგულად ითვლება.

მედიის ინფორმაციით, იმ რეგიონებში, სადაც დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება, სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, შრი ლანკაში სტიქიას, სულ მცირე, 366, ინდონეზიაში – 604 და ტაილანდში 176 ადამიანი ემსხვერპლა.

მაშველები ინდონეზიაში – 464, შრი ლანკაში კი 367 დაკარგულს ეძებენ.

შრი ლანკის ხელისუფლების ცნობით, მაშველებმა სახიფათო ზონებიდან 218 000 ადამიანი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.
მუსონურმა წვიმებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, რამაც ინდონეზიაში, მალაიზიაში, ტაილანდსა და შრი ლანკაში მილიონობით ადამიანი დააზარალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ირანზე შეერთებული შტატებისა და ისრაელის თავდასხმის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით 780-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა დაიწყეს, ქვეყნის მასშტაბით 780-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.„ოპერატიული ჯგუფების საველე ანგარიშების თანახმად, სამწუხაროდ, ამ თავდასხმებს 787 თანამემამულე შეეწირა“, – აცხადებს წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება.ორგანიზაციის განცხადების თანახმად, 28 თებერვლიდან მოყოლებული, ირანის მასშტაბით 153 ქალაქსა და 500-ზე მეტ ადგილას 1 000-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა.ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ისრაელის ავიაციამ გასულ ღამეს ირანის სახელისუფლო ობიექტები დაბომბა, მათ შორის ირანის პრეზიდენტის ბიურო, ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს შტაბ-ბინა, ტერიტორია, რომელსაც ირანის „ყველაზე მაღალი რანგის ფორუმი“ შეხვედრებისთვის იყენებს, ასევე „ირანის არმიის ოფიცრების მომზადების დაწესებულება“.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანთან კონფლიქტის შედეგად, ბოლო 24 საათში ქვეყნის საავადმყოფოებში 289 დაშავებული გადაიყვანეს

ირანთან კონფლიქტის შედეგად, ბოლო 24 საათში ისრაელის საავადმყოფოებში 289 დაშავებული მოქალაქე გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.ისრაელის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მათგან 19 საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ, ხოლო 258-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რვა ადამიანს შფოთვითი აშლილობის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტარდა.საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ საავადმყოფოებში სულ 1050 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 120 ამჟამად საავადმყოფოში ან სასწრაფო დახმარების განყოფილებაშია, დანარჩენებს კი მკურნალობა ჩაუტარდათ და გაწერეს.

„როიტერი“ – ირანმა ორმუზის სრუტე დახურა, თეირანში აცხადებენ, რომ ნებისმიერ ტანკერს გაუხსნიან ცეცხლს, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება

ირანმა ორმუზის სრუტე დახურა, როგორც ირანში აცხადებენ, ნებისმიერ ტანკერს ცეცხლს გაუხსნიან, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება.მედიის ცნობით, თეირანში ასევე არ გამორიცხავენ სრუტეში ნაღმების გამოყენებასაც, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ნაოსნობისთვის.აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ირანს 6 000-მდე სხვადასხვა ნაღმის მარაგი აქვს.ამჟამად, ორმუზის სრუტის მიმდებარედ, 150-მდე ტანკერია ჩარჩენილი, ოთხი მათგანი დაზიანდა, სადაზღვევო კომპანიებმა კი რისკების ანაზღაურებაზე უარი თქვეს.ორმუზის სრუტის ჩაკეტვა აისახება ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებზეც. კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ნავთობის ფასებმა 10%-ით უკვე მოიმატა, „ბრენტის“ ბარელი ნავთობის ფასი 80 დოლარი ფარგლებში მერყეობს. მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების გამო, მოსალოდნელია, რომ ფასები კიდევ უფრო აიწევს.აღსანიშნავია, რომ ორმუზის სრუტე სპარსეთისა და ომანის ყურეებს ერთმანეთთან აკავშირებს და სწორედ აქედან ხდება არა მხოლოდ ირანში, არამედ ერაყის, ქუვეითის, კატარის, გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის მიერ მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება, რაც გლობალურად მოხმარებული ნავთობის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ასევე ორმუზის სრუტით ხდება მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორისგან კატარიდან გათხევადებული აირის ტრანსპორტირებაც, რაზეც 20-25% მოდის.

გიორგი შარაშიძე – ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ეყოთ გამჭრიახობა და უნარი, 4 ოქტომბრის პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ, შესაბამისად, ჩვენ მათთან არანაირი კავშირი არ გვექნება

ოპოზიციური პარტიების ნაწილი გააერთიანა ბოიკოტის იდეამ და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“, ანუ ამ პარტიებმა, პირდაპირ თუ ირიბად, განზრახ თუ შეცდომით, გააკეთეს „ოცნების“ საქმე, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.როგორც შარაშიძემ აღნიშნა, „ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამოუკიდებლად აგრძელებს ბრძოლას.„შესაბამისად, თავი რომ დავანებოთ მათ „ნაცურ“ და რადიკალურ წარსულს, ამ პარტიებთან არანაირი საქმე არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი გზა, დამოუკიდებელი სტრატეგია, ტაქტიკა, რაც, პირველ რიგში, გამიზნულია „ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმის დასუსტებისკენ. 4 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა უპასუხისმგებლო ქმედებას, რაც დაიწყო ბოიკოტის კამპანიით. ამას მოჰყვა 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის პროვოკაცია, რომელიც „ოცნების“ მიერ იყო დაგეგმილი. ამ პარტიებს არ ეყოთ გამჭრიახობა და უნარი, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. შესაბამისად, ჩვენ მათთან არანაირი კავშირი არ გვექნება. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ დამოუკიდებლად გავაგრძელებთ ბრძოლას „ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.2 მარტს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის“.შეხვედრის მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა.მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„სამხრეთის გაზის დერეფანი იმის ნათელი მაგალითია, რას შეგვიძლია, მივაღწიოთ ერთობლივი ძალისხმევით. ამ დერეფანმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ენერგოუსაფრთხოება და დივერსიფიკაცია, საქართველო ამაყობს, რომ ამ პროცესში საიმედო სატრანზიტო ქვეყნის როლში მონაწილეობს. საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეა, და, ასევე, რომ სტრატეგიული პარტნიორობისა და ყველა ჩართულ მხარეს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ერთგულია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქვეყნის როლზე ენერგეტიკული დივერსიფიკაციის პროცესში.ქვრივიშვილის თქმით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, „ხიდის“ ფუნქცია შეასრულოს არა მხოლოდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ჭრილში, არამედ ენერგეტიკის სფეროშიც.„ჩვენი ქვეყნის გავლით ტრანსპორტირებულ ბუნებრივ აირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.მინისტერიალის სხდომას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე.ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები